სიმბოლიზმი და ცისფერყანწელები

შარლ ბოდლერი
არტიურ რემბო
სიმბოლიზმი (ფრანგ. symbolisme), როგორც მიმდინარეობა, დასავლეთ ევროპის ლიტერატურასა და ხელოვნებაში XIX საუკუნის დასასრულს და XX საუკუნის დასაწყისში (საფრანგეთში  — შარლ ბოდლერი, არტურ რემბო, პოლ ვერლენი, სტეფან მალარმე და სხვა. ბელგიაში  — ემილ ვერჰარნი, მორის მეტერლინკი. გერმანიაშიგერჰარტ ჰაუპტმანი , შტეფან გეორგე; ინგლისშიოსკარ უაილდი, ელჯერნონ ჩარლზ სუინბერნი; ავსტრიაშირაინერ მარია რილკე; რუსეთშიალექსანდრე ბლოკი, კონსტანტინე ბალმონტი, ვალერი ბრიუსოვი)  გაჩნდა.
                                                         სიმბოლიზმი
სიმბოლიზმი ერთგვარი რეაქცია იყო პარნასელთა პოეზიაზე. მისთვის დამახასიათებელია კონკრეტული სახის შეცვლა სიმბოლოთი, ირეალური სინამდვილის ძიება, კამერულობა, მაქსიმალური ზრუნვა სიტყვაზე, მუსიკალობის შექმნაზე. სიმბოლიზმი იყო სინამდვილისადმი ოპოზიციის გამოხატვა. მისმა საუკეთესო წარმომადგენლებმა დიდი ამაგი დასდეს ლირიკული აზროვნების განვითარებას.
საქართველოში სიმბოლიზმი ლიტერატურაში ჩამოყალიბდა XX საუკუნის 10-იან წლებში. 1915 წელს ქუთაისში შეიქმნა სიმბოლისტთა ჯგუფი, რომელმაც 1916 წელს გამოსცა ჟურნალიცისფერი ყანწები“, „ცისფერყანწელებისჯგუფში შედიოდნენ პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი , გიორგი ლეონიძე, სანდრო ცირეკიძე, კოლაუ ნადირაძე და სხვა. ქართველი სიმბოლისტები ცდილობდნენ პოეტური ფორმის გადახალისებას, გამომსახველობით საშუალებათა გამდიდრებას, ამასთან კლასიკური მემკვიდრეობის გამოყენებასაც. 1925 წლის შემდეგ ქართული სიმბოლისტური სკოლა დაიშალა.

                                                              წინაპირობა

ფრანგული სიმბოლიზმი უმეტესწილად რეაქცია იყო ნატურალიზმისა და რეალიზმის წინააღმდეგ, რომელთა მიმდევრები ცდილობდნენ რეალობის ასახვას მისი პირდაპირი მნიშვნელობით. ამ პირდაპირმა თითქმის სანიტარულმა მიმდინარეობებმა გამოიწვია რეაქცია სპირიტუალობის, გამოგონილისა თუ ოცნებების წარმოსახვისკენ, რამაც დასაბამი მისცა სიმბოლიზმის აღმოცენებას. ზოგი ავტორი, როგორიცაა იორის-კარლ ჰუიზმანსი, შემოქმედებას იწყებს როგორც ნატურალისტი, თუმცა შემდგომში სიმბოლიზმისკენ იხრება; ჰუიზმანსში ეს ცვლილება გამოიხატა მის გამოცოცხლებულ ინტერესში რელიგიასა და სპირიტუალობისადმი.
სიმბოლისტურ მოძრაობას ლიტერატურაში ფესვები შარლ ბოდლერის პოემათა კრებულში „Les Fleurs du Mal“ (ბოროტების ყვავილები) აქვს. სიმბოლიზმის ესთეტიკა განავითარეს სტეფან მალარმემ და პოლ ვერლანმა 1860-70-იან წლებში. 1880-იანებში ეს ესთეტიკა გამოიხატა ერთგვარ მანიფესტთა სერიაში და მან მწერალთა მთელი თაობის ყურადღება მიიპყრო. ედგარ ალან პოს ნამუშევრები, რომლებიც ბოდლერმა ფრანგულად თარგმნა, დიდ გავლენას ახდენს მთლიანად ამ მიმდინარეობაზე და მნიშვნელოვანი წყარო ხდება მრავალი ტროპისა და პერსონაჟის შექმნაში.

ლიტერატურაში სიმბოლისტური მიმდინარეობისგან განსხვავებით, სიმბოლიზმი ხელოვნებაში წარმოადგენს რომანტიციზმის გაცილებით უფრო გოთური და ბნელი ექსპრესიიდან გადახრას; თუმცა სადაც რომანტიციზმი იმპულსური და მეამბოხე სულის გამოხატვა იყო, სიმბოლისტური ხელოვნება უფრო სტატიკური და რელიგიური გახდა.


                                            „ცისფერყანწელები“ – თავისუფალი   პოეტები

მე–20 საუკუნის ათიან წლებში ქუთაისში შეიქმნა  აქხალგაზრდა სიმბოლისტების გაერთიანება, რომელსაც ეწოდა უცნაური სახელი „ ცისფერი ყანწები“. (სიმბოლიზმი (ფრანგ. symbolisme), მიმდინარეობა დასავლეთ ევროპის ლიტერატურასა და ხელოვნებაში  XIX  საუკუნის  დასასრულს  და  XX  საუკუნის  დასაწყისში (საფრანგეთში — შარლ ბოდლერი, არტურ რემბო, პოლ  ვერლენი, სტეფან  მალარმე  და სხვა. ბელგიაში — ემილ ვერჰარნი,  მორის მეტერლინკი. გერმანიაში — გერჰარტ ჰაუპტმანი, შტეფან გეორგე; ინგლისში — ოსკარ უაილდი, ელჯერნონ  ჩარლზ სუინბერნი; ავსტრიაში — რაინერ მარია რილკე; რუსეთში — ალექსანდრე ბლოკი, კონსტანტინე  ბალმონტი, ვალერი ბრიუსოვი).    სიმბოლიზმი  ერთგვარი  რეაქცია  იყო პარნასელთა  პოეზიაზე.  მისთვის დამახასიათებელია კონკრეტული სახის შეცვლა სიმბოლოთი, ირეალური სინამდვილის ძიება,  კამერულობა, მაქსიმალური ზრუნვა სიტყვაზე, მუსიკალობის შექმნაზე. სიმბოლიზმი იყო  სინამდვილისადმი  ოპოზიციის გამოხატვა. მისმა საუკეთესო წარმომადგენლებმა დიდი   ამაგი  დასდეს ლირიკული აზროვნების განვითარებას).  მიმდინარეობის წევრებიიყვნენ  მისი  დამფუძნებელი  და მენტორი  გრიგოლ რობაქიძე, ტიციან  ტაბიძე, პაოლო  იაშვილი, ვალერიან  გაფრინდაშვილი, კოლაუ  ნადირაძე, შალვა  აფხაიძე, ნიკოლო  მიწიშვილი, ალექსანდრე არსენიშვილი, სანდრო  ცირეკიძე, გიორგი  ლეონიოძე, სერგო  კლდიაშვილი და  შალვა  კარმელი(გოგიაშვილი). “ცისფერყანწელები“  შეუცვლელ   ავტორიტეტად  მიიჩნევდნენ  გრიგოლ   რობაქიძეს, რომელსაც  საზოგადოება  აღიარებდა   და მათზე 10–15 წლიტ ადრე  მოევლინა  ქვეყანას.  ,ას უწოდებდნენ თავიანთი ორდების  „კარდინალს“, „უწმინდესსა“ და  „უნეტარესს“  (პაოლო), „მელექსეთ  ბაშს“ (ტიციანი), „დროშასა“  და  „მხედართმთავარს“(გიორგი ლეონიძე),  „ქართული პოეზიის ტვინს“(ნიკოლო მიწიშვილი), „პოეზიის მეტრს“(პავლე ინგოროყვა). ჟურნალ „ცისფერი  ყანწების“ პირველ  ნომერში  ტიციან  ტაბიძე  წერდა: „ სიმბილიზმი   ჩვენში  შემოიტანა  გრიგოლ  რობაქიძემ. მისი ლექსები პირველი სიმბოლისტური ლექსებია.“
გოგლა, ტიციანი, 
მიხეილ  ჯავახიშვილი,პაოლო,
 ვალერიან  გაფრინდაშვილი
ორდენის  წევრებმა  სახელები გაიევროპულეს – ტიტე  ტიციანად  იქცა, პავლე – პაოლოდ, კოლა– კოლაუდ, ნიკოლოზი – ნიკოლოდ. თავდაპირველად  გალაკტიონიც მათ გვერდით იდგა, თუმცა  მალევე ჩამოშორდათ.ამ ჯგუფს  ეკუთვნოდნენ სანდროცირეკიძე, ალი არსენიშვილი,  ლელი ჯაფარიძე   და ივანე  ყიფიანი. ისინი  ეძებდნენ  რაღაც  განსხვავებულს, უცხოს,  გამორჩეულს.ნაცრისფერ  ყოფას  ცისფერი  დაუპირისპირეს და  მათვრალი   ქაოსით ტკბობის  ფილოსოფია   მოიტანეს.
საზოგადოების რეაქციამაც  არდააყოვნა,ჯერ  გაოცებით,   შემდეგ  კი რისხვიტ  შეხვდნენ ახალ   ჯგუფს,  მკრეხელობასა  და პორნოგრაფიაში   დასდეს  ბრალი.  თუმცა  მათი მომხრე  ლიტერატორებიც არსებობდენენ. კიტა  აბაშიძეს  უთქვამს : „ ჩვენს  ლიტერატურაში  ახალი მიმართულება გაჩნდა, რომელსაც  საზოგადოების  უმრავლესობა  გულისწყრომით   შეხვდა.  მაგრამ ასეთია  ყოველი  ჭეშმარიტი  ახალი მიმართულების  ბედი; ილიასა  და  აკაკის სარბიელზე  გამოსვლასაც  ხომ   ასე შეხვდა მაშინდელი ორგანო საზოგადოება. ამ   ჯგუფის  შემკრები, ორგანიზატორი  და მისი  პირველი  ჟურნალის  რედაქორი  იყო პაოლო  იაშვილი,  რომელიც  ჩასულა სიმბილოზმის  სამშობლოში, მოევლო   პარიზი, გასცნობოდა  მონმარტსა  და  ლათინურ  კვარტალს, პაბლო  პიკასოსა  და  გიიონ აპოლინერს   და  ახლა  ეწადა  პროვინციულ    ქუთაისში  წმინდა  ხელოვნების   სული  დაემკვიდრებინა.სანდრო   ცირეკიძის  სიტყვით – „დირიჟორი  ყველგან – პაოლო  იაშვილი არის  გაბედული არქიტექტორი  ორდენისა. ატლანტივით  ორივე  ხელით  უჭირავს  ცისფერყანწელების  სიმძიმე“.
პაოლო საზოგადოებას აოცებდა სიურპრიზებითა და  ექსპრომტებით. „ცისფერი  ყანწების“  „წინათქმა“ – მანიფესტი   პაოლოს  ეკუთვნოდა:  „ ვისაც  სურს  მან  უმღეროს   გაზაფხულის  ყვავილებს,  მთვარეს  და   საღამოს  მყუდროებას,   დამშვიდებულსა   და  ტკბილ  სიყვარულს,  ტყის  იდუმალებასა   და ფრინველთა  გალობას.  ჩვენ გვინდა,  რომ  საქართველო  გადაიქცეს  უსაზღვრო,  მეოცნებე  ქალაქად,  სადაც ცოცხალი   ქუჩების  ხმაურობა  შეცვლის ყვავილოვანი  ველების  ზურმუხტობას.“ 
ვაჟა–ფშაველასა  და აკაკი  წერეთელს სიკვდილის  შემდეგ  პროვინციალიზმის  ჭაობში ჩადლული  ქარეთული ლიტერატურისათვის სასიცოცხლოდ  აუცილებელ  მოვლენას – მოდერნიზმს – სწორედ  „ცისფერი  ყანწების“  ძალისხმევით  ჩაეყარა  საფუძველი: „ძირითადი ამოცანა,  რაც  მათ  ჰქონდათ   დასახული,  –  ქართული   პოეზიის   გამართვა  მსოფლიო   რადიუსით, ანუ  ევროპული   პოეზიის სიახლეების  ათვისება  და  შემოტანა, ქართული ტრადიციული პოეტური  სახეების  განახლება ევროპული  მხატვრული   სახეებითა  და  ტექნიკური  სიახლეებით, –ეს  ყველაფერი,  მართლაც, შეძლეს.“(თამარ  ბარბაქაძე)
ცისფერყანწელებმა ყოველკვირეული გაზეთის გამოცემა ვერ მოახერხეს, ამიტომ ბოჰემური არტისტიზმი გახდა მათი ცხოვრებისა და შემოქმედების სტილი, თეატრებსა და კაფეებში საჯარო გამოსვლებით მიიზიდეს ხალხი, მომხრეები გაიჩინეს.
      ქუთაისიდინ თბილისში ,,ცისფერყანწელთა'' ,,დიდი გადმოსახლება'' 1918 წელს დაიწყო. წარმატებით ჩატარდა მათი პირველი საღამო თბილისში, კონსერვატორიის დარბაზში. შემდეგ კი თბილისის ჩაიხანებს, ,,ფანტასტიკურ დუქანს'', კაფე ,,ქიმერიონს'', ,,თეთრ დუქანს'', შეითან ბაზარსა თუ გოლოვინის პროსპექტს არლეკინისა და პიეროს ტანსაცმლით მოევლინნენ. ორდენს შეემატნენ გოგლა ლეონიძე და ნიკოლო მიწიშვილი, მათთან მეგობრობდა მხატვარი ლადო გუდიაშვილი, ცისფერყანწელთა პუბლიკაციებს აფორმებდა და ,,ქიმერიონიც'' მოხატა.
მარცხნიდან სხედან:კოლაუ ნადირაძე,ანდრეი ბელის მეუღლე,თამარ იაშვილი,ნინო ტაბიძე,ნიკოლო  მიწიშვილი.
დგანან:ტიციან ტაბიძე,ანდრეი ბელი,პაოლო იაშვილი,გრიგოლ რობაქიძე,სანდრო შანშიაშვილი
            ახალი ქართული პოეზიის დამამკვიდრებელნი მალე მიხვდნენ, ტრადიციას ვერ მოსწყდებოდნენ, ამიტომ ,,ბოდლერის ბოროტი ყვავილები ბესიკის ბაღში გადარგეს''. ვერც სიმბოლიზმმა დაიტია მათი ოცნება, ვნებასავით მოედოთ სამშობლოს სიყვარული, ტარიელის გახელებითა და ავთანდილის სილაღით აივსნენ. ღირსეული ადგილი მიუჩინეს მივიწყებულ ვაჟა-ფშაველას, ილია ჭავჭავაძას, გურამიშვილს, ფიროსმანს.
      ამ პოეტურმა სკოლამ მთელი მისი არსებობის პერიოდში, გარკვეული კვალი დააჩნია ქართულ მწერლობას. ,,ცისფერი ყანწელების'' პოეტური ორდერი სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა ჩამოყალიბებული ლიტერატურული პროგრამითა და მანიფესტით, რომლითაც მან საზოგადოებას ამცნო თავისი მხატვრულ-ფილოსოფიური კრედო. რომანტიკოსები ეხებდნენ ცისფერ ყვავილს, რომელიც ისევე მისტიკური იყო, როგორც შუა საუკუნეების ქრისტიან რაინდთა გრაალის თასი. სიმბოლისტებმა აიტაცეს ცისფერი, როგორც შორეთის, უსაზღვროსა და იდუმალის, ანუ მიღმული სამყაროს  - სულთა საუფლოს ნიშანი, რაც ყოფით ენაზე სიკვდილს ნიშნავს.1916 წელს ჟურნალ ,,ცისფერ ყანწებში'' პოეტი ტიციან ტაბიძე წერდა: ,,აშკარაა, ევროპა შემოაღებს კარებს და ამ დროს ჩვენ უნდა დავხვდეთ შეჭურვილი ეროვნული შემეცნებით, რომ იყოს მთავრი მორგვი, რომელზედაც მოეხვევა ახალი იდეები. მაშინ იქნება ნამდვილი რენესანსი და ამ ეროვნული აღორძინების სადღეგრძელოს სრულიად სერიოზულად ვსვამ ,,ცისფერი ყანწებითო''. ამრიგად, ცისფერს ქართული ყანწები შეერწყა. ქართული ტრადიციის ატრიბუტი, რომელიც ხმიანდება ახალგაზრდების შემეცნებაში და უკავშირდებოდა თრობასა და ბოჰემას. ამ ორი სიტყვით მიღებული მეტაფორა ნიშნავდა მარადისობით გატაცებას, სწრაფვას იდუმალი და შორეული ნაპირისაკენ.,,ცისფერყანწელები'' მიიჩნევდნენ, რომ როგორც რუსთაველის ,,მოწყვეტილმა'' სიტყვამ დააგვირგვინა უნივერსალური საქართველო, ასევე, გვირგვინით უნდა შეემკო იგი ახალ სკოლას  -  სიმბოლიზმს. მას უნდა გაეცხოველებინა მდიდარი ფერები, სურნელოვანი ხმები, წინათ უცნობი განცდა აესახა  -  ამისთვის კი შეექმნა ახალი სიტყვები, გაეხალისებინა ძველი, ობით დაფარული და დაჟანგული. ,,დღეს პოეზია ქმნის ახალ მითებს. წარმართულმა და ქრისტიანულმა მითოლოგიამ დაკარგა კავშირი ჩვენს შეგნებასთან და პოეტიც სხვა ობიექტებს ეძებს თავისი შემოქმედებისათვის. ძველი მითები არავის არ სწამს, იმავე დროს ჩვენ გვინდა მითი, ჩვენ გვწყურია მითი'', - შერდა ვალერიან გაფრინდაშვილი.
      ,,ცისფერყანწელთათვის'' წაშლილი იყო საზღვარი წარმოსახულსა და რეალურ სამყაროებს შორის. მათთვის ყველაფერი რეალურია, რაც აისახება პოეზიაში. მათთვის სამყაროს მეტაფორულობა იხსნება პოეზიით, ამ გზით ისინი მარადიულობას ეზიარებიან.
თითქმის ათი წელი ქართულ პოეზიაში პირველობა ცისფერყანწელებს ეპყრათ, რამდენიმე ჟურნალსა და გაზეთს გამოსცემდნენ: პაოლო იაშვილი ხელმძღვანელობდა ,,ცისფერ ყანწებს'', ვალერიან გაფრინდაშვილი ,,მეოცნება ნიამორებს'' (1919-24), ტიციანი გაზეთ ,,ბარრიკადს'' (1920-23). გოგლა ლეონიძე გაზეთ ,,ბახტრიონს'' (1922-23), ისინი ერთად რედაქტორობდნენ გაზეთ ,,რუბიკონს'' (1923). სანდრო ცირეკიძემ ქუთაისში დაარსა გამომცემლობა ,,კირჩხიბი'' და ჟურნალი ,,შვილდოსანი''.
      საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ დაიშყო ,,ცისფერი ყანწების'' ლიტერატურული ჯგუფის მხეტვრულ იდეური კრიზისი. 20-იანი წლების ბოლოს უკვე აღარ იწერება მოდერნისტული პროდუქცია, აღარც ავანგარდისტულიტექსტები და ,,ცისფერი ყანწებიც'' ვეღარ წერენ შესაბამისი მოდერნისტული  სულისკვეთების ტექსტებს.ისინი წერენ უკვე მეტ-ნაკლებად ნაციონალური შინაარსის მისაღებ ტექსტებს, რომელშიც არ ჩანს აშკარა დაპირისპირება საბჭოთა სინამდვილესთან. 1932 წელს სტალინის მითითებებით გაუქმდა ყველა ლიტერატურული გაერთიანება და შეიქმნა ერთი - საბჭოთა მწერალთა კავშირი.
       1924 წლის შემდეგ ცისფერი ორდენი თითქმის ფაქტიურადღა არსებობდა. ამ სისხლიანმა წელმა ჩააქრო მათი სილაღე, ბევრი ახლობელი შემოეცალათ, დახვრიტეს პაოლოს 20 წლის ძმა. ჯგუფის თვითლიკვიდაცია ოფიციალურად 1931  წელს ალი არსენიშვილის მიერ დაწერილი დადგენილებით გაცხადდა, მაგრამ ცისფერყანწელთა სახელი ბოლომდე შერჩათ.
        ტიციანსა და პაოლოს სიამის ტყუპებს ეძახდნენ. თუმცა ერთ დღეს არ დაბადებულან, სიკვდილი ერთ ავბედით ერგოთ, 1937 წელს.
      მე დავუმტკიცებ ყველას, რომ ვაჟკავი ვარ! - თითქოს სხვათა შორის ეუბნებოდა 22 ივნისს მწერალთა კავშირში შეხვედრილ ნაცნობებს პაოლო იაშვილი.  -  ნამეტანი ხმაურობ შვილოო!  -  აფრთხილებდა მამა და მართლაც, მეტად ხმაურიანად წავიდა. ჯოჯოხეთური ქუხილის ხმა ჰქონდა მის ორლულიან თოფს ,,ლეგო'', რომლითაც მწერალთა კავშირში თავი მოიკლა. მიზეზი არავის უკითხავს, მიზეზი ყველასთვის ცნობილი იყო  -  1937 წელი.
      ,,ჩვემც ალბათ სადმე ჩაგვაძაღლებენ''  -  ტიციან ტაბიძემ ათი წლის წინ იწინასწარმეტყველა, 37-ში კი დაჭერას უცდიდა. საბაბი ბევრი ჰქონდათ, ყველაზე მეტად პაოლოს საქციელის საჯაროდ დაგმობას სთხოვდნენ. მძიმე დეპრესიიდან უცებ გამოვიდა, შინ ხალისიანი დაბრუნდა, ქალიშვილს მოეფერა და უთხრა: ძალიან იამაყებ, რომ მამაშენმა თავი არ შეირცხვინაო. ტიციანი 30 ოქტომბერს დააპატიმრესდა უკვალოდ გაქრა.13 ივლისს დახვრიტეს ნიკოლო მიწიშვილი, თუმცა ცდილობდა, შუამავლის როლი ეთამაშა ხელისუფლებასა და ოპოზიციურად განწყობილ ინტელიგენციას შორის. მასაც აუხდა თხუთმეტი წლის წინათ ნაწინასწარმეტყველები: მე კიდევ გავძლებ 15 წელს.
ცისფერი ყანწები-ის სურათის შედეგი      გადარჩა ცისფერყანწელთა ნაბოლარა წევრი გოგლა ლეონიძე, ის ეხმიანებოდა ძმებს უხმო ქვითინით, უბის წიგნაკში ჩარერილი სტრიქონებით იხმობდა:
,,ჰეი, ტიციან! სად ხარ მდუმარი,
ჰეი, პაოლო, რად ხარ ულხინოთ?!''
რემინისცენციას (ლათ. - გახსენება), ასევე ალუზიას უწოდებენ მხატვრულ ნაწარმოებში აღბეჭდილ მინიშნებას სხვა ნაწარმოებზე. რემინისცენცია გულისხმობს პოეტის მიერ შეგნებულად თუ უნებლიეთ სხვა მხატვრული ნაწარმოებიდან აღებული (ნახსენები) ფრაზების, მხატვრული კონსტრუქციების, რიტმულ-სინტაქსური ფორმების გამოყენებას, რომლებიც მკითხველში იწვევს რთულ ასოციაციებს და ხელს უწყობს ნაწარმოების აღქმას. ტიციან ტაბიძე ლექსში ,,მეწყერი მეწყერს'' მიმართავს რემინისცენციას:
                ,,ვარ გათელილი ლეკის ნაბადი,
                 ყველანსახსარი მაქვს დალეწილი...''
       პოეტი ემოციის გასამძაფრებლად იხსენებს და იყენებს ილია ჭავჭავაძის მოთხრობა ,,ოთარაანთ ქვრივიდან'' მთავარი პერსონაჟის სიტყვებს წუთისოფლის დაუნდებლობასთან დაკავშირებით: ,,თუ წუთისსოფელს ერთს ბეწო ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა.''
      გალაკტიონ ტაბიძის მოცემულ ნაწყვეტში ილია ჭავჭავაძის მოთხრობა ,,მგზავრის წერილებში'' ასახული მხატვრული სახის - მყინვარის ალუზიაა გამოყენებული ;
                ,,დღეს ყველგან მზეა. ახლა ამ ბაღებს
                 და მყინვარს, მაღალ ზრახვათა მეფეს,
                 მაისი ალით ააზამბახებს,
                 ვით შეყვარებულსნდა მეოცნებეს.''
        მოცემული კონტექსტის მიხედვით, ტაბიძის მყინვარი ილიას მყინვარს რაღაცით ჰგავს და უფრო მეტად კი განსხვავდება.


    


                                              ცისფერყანწელთა შარჟები

ტიციან ტაბიძე-გალაკტიონის ნახატი




















ცისფერყანწელები ლიტერატურის მცოდნეობაში ქართული პოეტური ფორმების, პოეტური ესთეტიკის ნოვატორებად ითვლებიან. მათივე წარმომადგენლის, ტიციან ტაბიძის სიტყვები რომ გავიხსენოთ, მათ 13 ასურელი მამის დარად იღვაწეს და იქადაგეს ჭეშმარიტი პოეზია...
პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრიმდაშვილი, სანდრო ცირეკიძე, კოლაუ ნადირაძე, ალი არსენიშვილი, შალვა აფხაიძე, ნიკოლო მიწიშვილი, სერგო კლდიაშვილი, ლელი ჯაფარიძე, გიორგი ლეონიძე, შალვა კარმელი, რაჟდენ გვეტაძე, ივანე ყიფიანი, გიონ საგანელი.. -ესაა მათი სახელები, ვინც მოღვაწეობდა 1919 წელს ქუთაისში დაარსებულ ცისფერყანწელთა ორდენში, რომელიც ევროპული სიმბოლისტური სკოლის ერთგვარ გახმოვანებას წარმოადგენდა. :)
მანამდე საქართველოში არ არსებობდა ლიტერატურული სკოლა, როგორც ასეთი-თავისი პროგრამით, მანიფესტით,პლათფორმით...
ცისფერყანწელები არ უარჰყოფდნენ, რომ სიმბოლიზმი უცხოეთიდან  შემოვიდა, მაგრამ ამტკიცებდნენ, რომ საქართველოში ამის ნიადაგი არსებობდა, ,,ქართველი ხალხის აქტიორული სული", რომელსაც ,,უყვარდა თეატრალიზაცია პოეზიის" (ტიციან ტაბიძე).
ხსენებული სიმბოლისტური სკოლის მიზანი იყო სიმბოლოების საშუალებით უხილავი სამყაროს წვდომა, ქართული პოეზიის განახლების გზით მთელი ქართული კულტურის აღორძინება. მათი ამოცანა იყო, სილა გაეწნათ რუტინის, ფილისტერობისა და ესთეტიკური ბარბაროსობისათვის, სული აებერათ  ქართული სიტყვის ,,გადამწვარი მუგუზალისათვის". როგორც ტიციან ტაბიძე წერდა, ისინი ისე ებრძოდნენ ლიტერატურულ ფეოდალიზმს, როგორც გიორგი სააკაძე...
ცისფერყანწელთა მთავარი პოეტური ხელწერა ახალი ფორმის ძიებით, სიმბოლოთა სიმრავლით, პოეზიის  მითოლოგიზაციით გამოირჩევა.
ისინი, ეყრდნობოდნენ რა ქართული პოეზიის საფუძველს, უთავსებდნენ ევროპული სიმბოლიზმის ნაკადს ქართული პოეზიის ფორმებს. მათ ამ კუთხით მოღვაწეობას კარგად გამოხატავს ერთერთი ცისფერყანწელის სიტყვები:
,,გაფიზის ვარდი მე პრუდონის ჩავდე ვაზაში,
ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის ბოროტ  ყვავილებს".
მართლაც, პოეტურ სიმბლიზმში ცისფერყანწელთა მეტრებს წარმოადგენდნენ: შარლ ბოდლერი, სტეფან მალარმე,პოლ ვერლენი, ართურ რემბო... ასევე რუსული სიმბოლისტური პოეზიის წრმომადგენლებიც.
ცისფერყანწელთა შემოქმედება, რომელიც არტისტული მანერებით, რომანტიკული პოზებითა და ორიგინალური წარმოსახვებითაა გაჟღენთილი, შემდეგ შეფასდა, როგორც პოეტური დენდიზმი...

ხსენებული სიმბოლისტური სკოლის პრინციპები შეიძლება ასე გამოიკვეთოს:

1) ხელოვნურობის პრიმატი (მხატვრულ შემოქმედებასა და ცხოვრებაში)
2)ორიგინალობა (შემოქმედებაში, ცხოვრებაში, ჩაცმაში, ქცევაში,და ყველაფერში..)
3)საკუთარი ,,მე"- გამორჩეულობის შეგრძნება
4)პოეტური ნიღბების სიყვრული
5) ბოჰემა
6)სიმახინჯის ესთეტიზება და სხვ.

,,უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო,
მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულისთქმათაო"

Комментариев нет:

Отправить комментарий