

მისტიფიკაციები ქართულ ლიტერატურაშიც გვხვდება. ერთ – ერთი ასეთი შემთხვევა მეოცე საუკუნეში გვაქვს. 1915–1924 წლებში რამდენიმე გაზეთსა და ჟურნალში მანამდე უცნობი ავტორის – ელენე დარიანის – 14 ლექსი გამოქვეყნდა. ელენე დარიანმა თავისი თამამი და დაუფარავი ეროტიზმით გაჯერებული ლექსებით, რომელიც იმ დროისთვის ყველაზე თამამ გალაშქრებად შეიძლებოდა ჩათვლილიყო არსებულ სტანდარტებზე, მაშინდელი ქართველი ფილისტერები ძაალიან აღაშფოთა. ცხადია, ყველა დაონტერესდა, ვინ არის ელენე დარიანი, აღმოჩნდა, რომ ამ მგზნებარე ქალბატონის ყველა კვალი ბოლოს – პაოლო იაშვილამდე მიდის.
პაოლო იაშვილი – შესანიშნავი ნიჭითა და მამაცური ღირსებებით შემკული პოეტი – ფუტურისტი, „ცისფერყანწელი“ საფრანგეთში ნასწავლი თავადიშვილი, რომლისთვისაც არანაირი ბოჰემური ხულიგნობა
უცხო არ იყო – მაშინ ის ყველა თავის საჯარო გამოსვლაში ელენე დარიანსაც რთავდა, „…ქუთაისის მანდილოსნები კი ჩვეულებრივი კლდემამოსილებით აძაგებდნენ დარიანს ასეთი „პორნოგრაფიული ლექსებისთვის“, მაგრამ დაკვირვებული თვალი ადვილად დაინახავდა, რომ ყველა მათგანს დიდი სურვილი ჰქონდა ელენე დარიანობისა. ყველას ენატრებოიდა, მთლად ელენე დარიანად გახდომა თუ არა, ერთი საათით მაინც მის როლში ყოფნა… ამიტომ ქუთაისის ბანოვანები ცდილობდნენ როგორმე „ყანწელებს“ დაახლოვებოდნენ, მათთან ბულვარზე ესეირნათ. ხუმრობა ხომ არ იყო, თუნდაც ერთი წუთით ელენე დარიანად გასაღება“ (ჟურნალი „მნათობი“).
რა გასაკვირია 20- იანი წლების ქართული საზოგადოების შეფასება – „პორნოგრაფიული“ – იმ დროს პორნოგრაფიად შეიძლებოდა აღქმულიყო ისეთი სტრიქონები, როგორებიცაა: „… და დაღონებულს, ვაჟის კოცნას, კოცნას ნამიანს, ვარდისფერ ენით მომაგონებს გამთბარი კატა“, ან „ძილში ჩემს მუცელს ვიღაც ვაჟი ეამბორება და ვნებისგან იღუნება ჩემი მუხლები“…
საქართველოში დიდხანს არაფერი იმალება.
ჰოდა, ნელ – ნელა ყველამ გაიგო, რომ „ელენე დარიანი“ პაოლო იაშვილის ლიტერატურული გარდასახვაა. თუმცა თავად პაოლოს ამ საკითხთან დაკავშირებით საჯარო განცხადება არ გაუკეთებია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ზოგად მინიშნებას.
ზოგი მკვლევარი თავგნაწირვით ებღაუჭება აღსარებებს საეჭვო
რეპუტაციის ქალბატონებისა, რომლებიც ასევე თავგანწირვით იბრალებენ „დარიანული ციკლის“ ავრტორობას.
Комментариев нет:
Отправить комментарий