
პოეტის მამა ჯიბრო (ჯიბრაელ) იაშვილი შეძლებული აზნაური იყო.
საქართველოში მას კარგად იცნობდნენ, როგორც განსწავლულ პროვიზორს (ფარმაცევტს) რევოლუციამდე საკუდარი აფთიაქიც ჰქონია. მის
ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ გამოჩენილი ადამიანები, საზოგადო მოღვაწეები. თავად პაოლო მამამისს „ლირიკულ აფთიაქარსაც“ უწოდებდა. მისი
უაღრესად პოეტური ბუნების გამო,
მამას პოეტმა ლექსიც მიუძღვნა – „აფთიაქარი“.
პაოლოს დედა – ბაბილინა მდივანი ღრმად მორწმუნე, სათნო და
სტუმართმოყვარე ქალი ყოფილა.
იაშვილების ოჯახს პაოლოს გარდა კიდევ ხუთი შვილი ჰყავდა – ოთხი ვაჟი
და ერთი ქალი,
ოჯახის წევრთა უმრავლესობას ტრაგიკული ბედი
ერგო: ერთი ძმა
1924 წელს დახვრიტეს, შორაპანში. მეორე – 1940 წელს გადაასახლეს…
1900 წელს პაოლო იაშვილი ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მოსამზადებელ ჯგუფში შევიდა, აქვე
სწავლობდნენ ვალერიან გაფრინდაშვილი, ტიციან ტაბიძე… პაოლოსდროინდელი ქუთაისის კლასიკური გიმნაზია ეროვნული მოძრაობის მძლავრი კერა
იყო. მოსწავლეები აქტიურად გამოდიოდნენ ეროვნული უფლებების, ქართული ენის
დასაცავად. ამის გამო,
ისინი ხელისუფლებისა და
გიმნაზიის ხელმძღვანელობის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ
იმყოფებოდნენ.
ასეთ პირობებში ცხოვრებამ, ბუნებრივია, კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინა პოეტის სულიერი სამყაროს, ეროვნული თვითშეგნების ფორმირებაზე.
1911 წლიდან პ.
იაშვილმა სწავლა ანაპაში, ვოზნესენსკისა და
შეპეტოვის კერძო გიმნაზიაში განაგრძო, 1913 წელს
გამოიცა ჟურნალი „ოქროს ვერძის“ პირველი ნომერი. (ამავე სახელწოდების ჟურნალს სცემდნენ მოსკოველი სიმბოლისტები). ჟურნალის გამოცემა იმავე წელს შეწყდა.

1915 წელს პოეტი სამშობლოში დაბრუნდა. ქუთაისში დაიდო ბინა და აქტიურად ჩაერთო ჩვენი ქვეყნის ლიტერატურულ ცხოვრებაში.
1916 წელს ქუთაისში გამოვიდა ჟურნალი „ცისფერი ყანწები“, რომელიც იხსნებოდა პაოლოს პირველთქმით. ეს
მანიფესტი ქართველ სიმბოლისტთა საპროგრამო დოკუმენტადაა მიჩნეული, 1920 წლის
20 მაისს პაოლო იაშვილის ინიციატივით დაარსდა ლიტერატურული გაზეთი: „პოეზიის დღე“.
1917 წელს შეიქმნა საქართველოს მწერალთა კავშირი და
პაოლო იაშვილი ამ
ორგანიზაციის წევრი გახდა. ლიტერატურული მისწრაფებანი მან
ჯერ კიდევ ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში გამოავლინა, წერდა ქართულ და რუსულ ლექსებს.
პაოლო იაშვილი, ისევე როგორც ბევრი სხვა
დიდი შემოქმედი, უმძიმესი წინააღმდეგობების წინაშე აღმოჩნდა საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ „ცისფერყანწელებს“ და
თავად პაოლოს რამდენადმე ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდათ საბჭოთა ხელისუფლების მიმართ, უფსკრული მათ
შორის დღითიდღე ღრმავდებოდა. ზოგიერთი ცნობით, პაოლო იაშვილი თითქოსდა აღტაცებით შეხვდა 1921 წლის
25 თებერვალს საქართველოს გასაბჭოების დღეს,
მაგრამ ქართული ჯარის გენერლის – გიორგი მაზნიაშვილის მოგონებებში აღნიშნჟლია, რომ
პაოლოსა და მისი
მეგობრების როლი 25 თებერვლის ამბებში აღელვებული ხალხის დამშვიდებით და
თბილისში წესრიგის დამყარებით შემოიფარგლებოდა.
გენერალი გიორგი მაზნიაშვილი იგონებს, რომ
ვინაიდან პოეტები დიდი
ავტორიტეტით სარგებლობდნენ ქალაქში, მას
თავად მიუცია მათთვის დავალება, როგორმე დაეშოშმინებინათ აღელვებული ხალხი, მისულიყვნენ ბოლშევიკთა ხელისუფლების წამომადგენლებთან და
ეთქვათ, რომ საქართველოს ჯარმა და მთავრობამ დატოვა თბილისი და
ეთხოვათ ზომების მიღება, რათა
არეულობით არ ესარგებლათ ცალკეულ ჯგუფებს და
არ დაეწყოთ ხალხის ძარცვა, წლების მანძილზე, ეს
ფაქტი მიჩქმალული იყო
და 1921 წლის 25 თებერვალი ლაქად აჩნდა „ცისფერყანწელთა“ ბიოგრაფიას. (ამის
შესახებ იხ. თამარ წულუკიძის მოგონებები, ჟურნალი „დროშა“, 1973 წ.).
![]() |
გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი |
პაოლო სულიერი ენერგიის მაქსიმალური მოკრებით, ვაჟკაცურად მოემზადა ამ
ტარაგედიასთან შესახვედრად და
რომ იტყვიან, ერთი
ნაბიჯით დაასწრო იმ
საბედისწერო განაჩენს, რითაც ხალხისა და ქვეყნის მტრად შერაცხულისათვის ტყვია უნდა
დაეხალათ.
ამ გასროლის ხმა
მთელს იმპერიაში გაისმა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გაბედული პროტესტი.
ამ “პროვოკაციული აქტით” გაბოროტებულმა ხელისუფლებამ, სხვა
რომ ვერაფერი იღონა, მკვდარი პოეტიც არ
დაინდო და მას
მოუწყო ულმობელი სასამართლო.
მივყვეთ მოვლენათა მსვლელობას…
მივყვეთ მოვლენათა მსვლელობას…
გარდა შემოქმედებითი დისკუსიებისა, რომელიც ბოლო
ხანს პაოლოს უმართავდნენ ხოლმე “იდეოლოგიური მავნებლობის” გამო,
მკაცრად აკრიტიკებდნენ ახლო
ურთიერთობისათვის “ხალხის გამომჟღავნებულ მტრებთან”: ჯიქიასთან, ლომინაძესთან, ელიავასთან, აღნიაშვილთან. ხშირად იმართებოდა სხდომები, სადაც მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი მსჯელობდა პოეტის მიერ
“ჩადენილ მოღალატებრივ საქმიანობაზე”.
ბრალმდებლებად იქცნენ ძველი მეგობრები თუ თანამოაზრენი, ზიზღნარევი აღშფოთებით გმობდნენ “ხალხის მტრისა და
დივერსანტის” საქციელს და
კატეგორიულად უსვამდნენ საკითხს, თუ
მართალი ხარ-დაგვიმტკიცეო. ასე
თანდათანობით მზადდება საფუძველი პაოლო იაშვილის ტრაგედიისათვის.
მწერალთა კავშირის ოქმებში ხშირად გვხვდება ხალხის მტრებად შერაცხულ მწერალთა, დასჯილთა თუ
დასასჯელად გამზადებულთა, სიები, რომლებიც შემაძრწუნებელ შთაბეჭდილებას გვიქმნიან 1937 წლის
მოვლენებზე. პაოლო ადვილად არ
ეგუებოდა მდგომარეობას. მითუმეტეს, რომ
მის მიმართ წაყენებული ბრალდებანი სრული სიყალბე და ცილისწამება იყო.
მაგრამ, სამწუხაროდ, თავის გამართლებისა და გადარჩენის არანაირმა ფორმამ არ
გამოიღო შედეგი.
ერთ დროს არტისტული ბუნებითა და
სიცოცხლის ხალისით სავსე პოეტი სასოწარკვეთილებამ შეიპყრო, თითქმის ყველას ჩამოშორდა, “თავის განუყრელ მეგობარს, თავისი სიამის ძმას-ტიცინსაც კი.
ხავერდოვან თვალებში განუშორებელი სევდა ჩაუდგა. იშვიათად თუ
ვხვდებოდით, ისიც მწერალთა სასახლეში ან
მაჩაბლის ქუჩაზე. ასე
ზეზეულად ჩაქრა მისი
მჩქეფარე სიცოცხლე”. – იგონებს შალვა აფხაიძე.
მეწყერივით თავს დამტყდარმა ბედისწერამ პაოლო ტრაგიკული არჩევანის წინაშე დააყენა: ან
დალოდებოდა კარს მომდგარ უმკაცრეს განაჩენს, ან
ნიშნად, პროტესტისა და
უმწეობისა, თავად უნდა
დაესწრო და თვითმკვლელობით აღდგომოდა წინ
მოზღვავებულ ბოროტებას. როგორც ცნობილია, პოეტმა მეორე გზა აირჩია…
უკანასკნელი წერილი მან
საყვარელ მედეას გაუგზავნა. მისი
სიყვარულითა და უკურნებელი დარდით გაშორდა იგი
ამ ქვეყანას. პატარა გოგონას სიყვარულმა ვერ
შეაცვლევინა გადაწყვეტილება.
მწერალთა სასახლეში დატრიალებული ტრაგედიით სულშეძრულ მიხეილ ჯავახიშვილს ცრემლმოერვით უთქვამს: “ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობა”-ო.
თვითმკვლელობის თავისთავად შემაძრწუნებელ ამ ფაქტს, მეტ ტრაგიკულ შინაარსს ისიც სძენს, რომ პოეტმა ეს საბედისწერო ნაბიჯი სწორედ იმ წუთებში გადადგა, როდესაც პრეზიდიუმის სხდომაზე მისი განაჩენი გამოჰქონდათ”. მან მწერალთა სასახლის კედლები საკუთარი თავისთვის ნასროლი ტყვიის გრიალით შეაზანზარა.
სისხლით შეიღება კაბინეტი, ჭერი და კედლები. სამწუხაროდ, ბოროტების იმპერიაში პროტესტის ნიშნად დაქუხებულმა ამ გასროლამ შედეგი ვერ მოიტანა, ვერ გამოაფხიზლა ეშმაკთან წილნაყარი ადამიანები. პირიქით, ჯერ კიდევ გაუცივებელი და სისხლშეუმშრალი პოეტის გვამს საბჭოთა იდეოლოგიის მონებმა თუ კარიერის მაძიებელმა ზიზღისა და ცილისწამების ახალი რისხვა დაატეხეს. ვერც 1937 წელს პაოლოს მიერ სიცოცხლის თვითმკვლელობით გამოწვეულმა ტრაგიზმმა და ვერც მწერალთა კავშირის შენობაში დატრიალებულმა "სიკვდილის საზარელმა სუნმა" შეძლო საბჭოთა იდეოლოგების შეძვრა.
თვითმკვლელობის თავისთავად შემაძრწუნებელ ამ ფაქტს, მეტ ტრაგიკულ შინაარსს ისიც სძენს, რომ პოეტმა ეს საბედისწერო ნაბიჯი სწორედ იმ წუთებში გადადგა, როდესაც პრეზიდიუმის სხდომაზე მისი განაჩენი გამოჰქონდათ”. მან მწერალთა სასახლის კედლები საკუთარი თავისთვის ნასროლი ტყვიის გრიალით შეაზანზარა.
სისხლით შეიღება კაბინეტი, ჭერი და კედლები. სამწუხაროდ, ბოროტების იმპერიაში პროტესტის ნიშნად დაქუხებულმა ამ გასროლამ შედეგი ვერ მოიტანა, ვერ გამოაფხიზლა ეშმაკთან წილნაყარი ადამიანები. პირიქით, ჯერ კიდევ გაუცივებელი და სისხლშეუმშრალი პოეტის გვამს საბჭოთა იდეოლოგიის მონებმა თუ კარიერის მაძიებელმა ზიზღისა და ცილისწამების ახალი რისხვა დაატეხეს. ვერც 1937 წელს პაოლოს მიერ სიცოცხლის თვითმკვლელობით გამოწვეულმა ტრაგიზმმა და ვერც მწერალთა კავშირის შენობაში დატრიალებულმა "სიკვდილის საზარელმა სუნმა" შეძლო საბჭოთა იდეოლოგების შეძვრა.
„მხოლოდ ინდივიდუალიზმი და
კამერულობა“ – ასე აფასებდნენ ბოლშევიკური იდეოლოგიის მესვეურები პოეტის მიერ
1932 წელს შექმნილ საუკეთესო ლექსებს: „მაგიდა – ჩემი
პარნასი“, „როგორც აფრის ტკაცუნი“ და სხვ.
ამგვარმა უსამართლო კრიტიკამ და
ზოგადად შექმნილმა უმძიმესმა სიტუაციამ საშინლად იმოქმედა პოეტზე… თანამედროვეთა გადმოცემით, ბოლო
ხანებში იგი განმარტოვდა, გულჩახვეული გახდა. თავის განუყრელ მეგობარს – ტიციან ტაბიძესაც კი
იშვიათად ხვდებოდა.
თითქოს სიცოცხლეშივე გრძნობდა შემაზრზენი განაჩენის მოახლოებას, რომელიც თავის ერთ-ერთ ლექსში აისახა:
“ღმერთო! აპატიე,-
მე თუ ვერ მიშველი-
დედას, რომ დაგინთო ჩემ სიგრძე სანთელი,
მისთვის, რომ ჩემს გულში
დაყუჩდეს გრიგალი და კორიანტელი”.
მე თუ ვერ მიშველი-
დედას, რომ დაგინთო ჩემ სიგრძე სანთელი,
მისთვის, რომ ჩემს გულში
დაყუჩდეს გრიგალი და კორიანტელი”.
დაკრძალეს დიდუბის მწერალთა და
საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
და სხვა ჟურნალებსა და გაზეთებში. პოეტი არ გაჰყოლია მხატვრობას, მაგრამ ჩვენ შემოგვრჩა მის მიერ კალმით შესრულებული ავტოპორტრეტი დ ა მეგობრების ნიღაბთა ჩანახატები.
იაშვილი
პარიზში შეხვედრია კონსტანტინე ბალმონტს და უჩუქნია მისთვის
"ვეფხისტყაოსანი". პაოლო იაშვილი
პირველი მსოფლიო ომის დროს დაბრუნდა პარიზიდან სამშობლოში. 1915 წელს, ტ. ტაბიძესთან, ვ. გაფრინდაშვილთან, კ. ნადირაძესთან, ს. ცირეკიძესთან, ლ. ჯაფარიძესთან, ივ. ყიფიანთან და სხვა ახალგაზრდა პოეტებთან ერთად დააარსა
"ცისფერი ყანწების" ორდენი და
1916 წლიდან რედაქტორობდა ამავე სახელწოდების ალმანახს.
ქართველ მწერალთაგან პირველი, რომელიც რეპრესიებმა შეიწირა, პაოლო იაშვილი იყო. ეს ტრაგედია მოულოდნელი არ ყოფილა. იგი საკამაოდ დიდი ხნის მანძილზე, ნელ-ნელა და თანდათანობით მზადდებოდა. გარდა შემოქმედებითი დისკუსიებისა, რომელიც ბოლო ხანს პაოლოს უმართავდნენ ხოლმე "იდეოლოგიური მავნებლობის" გამო, მკაცრად აკრიტიკებდნენ ახლო ურთიერთობისათვის "ხალხის გამომჟღავნებულ მტრებთან": ჯიქიასთან, ლომინაძესთან, ელიავასთან, აღნიაშვილთან. ხშირად იმართებოდა სხდომები, სადაც მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი მსჯელობდა პოეტის "მოღალატებრივ საქმიანობაზე". ბრალმდებლებად იქცნენ ძველი მეგობრები თუ თანამოაზრენი, ზიზღნარევი აღშფოთებით გმობდნენ "ხალხის მტრისა და დივერსანტის" საქციელს და კატეგორიულად უსვამდნენ საკითხს, თუ მართალი ხარ-დაგვიმტკიცეო. ასე თანდათანობით მზადდეებოდა საფუძველი პაოლო იაშვილის ტრაგედიისათვის.თუმცა პაოლო იაშვილმა დაპატიმრებას დაასწრო და მწერალთა სახლში, 1937 წლის 22 ივლისს თავი მოიკლა...
ბერიასგან დაბრუნებულმა დემეტრაძემ გაგვაფრთხილა, არსად გვეთქვა პაოლოს თვითმკვლელობის შესახებ. ამასთანავე წინადადება მოგვცა, ხვალ
შუადღისას მივსულიყავით. დავეთანხმეთ. ხმაამოუღებლად გავეშურეთ თავთავიანთი სახლებისკენ.
ოჯახი
პაოლოს დედა, ბაბილინე ბარონის ასული მდივანი კეთილშობილი, სათნო, ღრმად მორწმუნე და სტუმართმოყვარე ქალი ყოფილა. მამა, ჯიბრაელ (ჯიბო) დავითის ძე იაშვილი, წოდებით აზნაური, მთელ დასავლეთ საქართველოში ფრიად ცნობილი პიროვნება, კიევში განსწავლული პროვიზორი იყო. საკმაოდ შეძლებულ, შვილმრავალ ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ პაოლოს მეგობრები. ჯიბოს, სახელგანთქმულ ფარმაცევტს, ორსართულიანი სახლი ჰქონდა აგრეთვე ქუთაისშიც. სწორედ აქ ედო ბინა შემდგომში პაოლოს რედაქტორობით გამოცემულ ჟურნალებს - "ოქროს ვერძი" და "ცისფერი ყანწები".
განათლება
1900 წლის 1 სექტემბრიდან პაოლო იაშვილი მშობლებმა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს. მასთან ერთად სწავლობდნენ “ცისფერყანწელთა”
მომავალი ლიტერატურული ჯგუფის გამოჩენილი წარმომადგენლები:ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძე. კლასიკური გიმნაზიის მოწაფეთა ისედაც მძლავრი ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთება კიდევ უფრო გაძლიერდა 1905 წლის რევოლუციის მოახლოების შედეგად.1911 წლიდან პოეტმა სწავლა განაგრძო ანაპაში -
კერძო გიმნაზიაში. 1913 წელს პაოლო პარიზში გაემგზავრა და ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში შევიდა. პარიზში გატარებულმა დრომ, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი შეასრულა პაოლო იაშვილის დიდ ხელოვანად ჩამოყალიბებაში. იგი განსაკუთრებით გაიტაცა სიმბოლისტ მწერალთა შემოქმედებამ. 1915 წელს მსოფლიო ომის ქარცეცხლსა და ევროპის ქაოსს გამოქცეული პოეტი ქუთაისში დამკვიდრდა და აქტიურად ჩაება ლიტერატურულ ცხოვრებაში.
მოღვაწეობა
მწერალთა კავშირის დაარსების დღიდან
პაოლო იაშვილი აქტიურ
მონაწილეობას იღებდა მის საქმიანობაში. მისი საზოგადოებრივი ღვაწლის
დახასიათების დროს საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მისი უშუალო
რედაქტორობით, ქუთაისში ორი ჟურნალი გამოიცა:
"ოქროს ვერძი" და
"ცისფერი ყანწები". 1911 წლიდან დაბეჭდა ლექსები გაზეთ "კოლხიდაში". 1912–1913 წლებში,
გიმნაზიის დამთავრების შემდეგ,
სათავეში ჩაუდგა და რედაქტორობდა ყოველთვიურ ლიტერატურულ-მხატვრულ ჟურნალს, "ოქროს ვერძს". ამავე წლებში პოეტი გაიტაცა მხატვრობამ. ის გაემგზავრა პარიზში
და შევიდა ლუვრთან
არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში. პარიზში
პოეტი დაუახლოვდა ახალგაზრდა მხატვრებსა და პოეტებს: პიკასოს,
აპოლინერს, მოდილიანის და ერენბურგს. ახალგაზრდა პოეტი მხატვრობასთან ერთად სწავლობდა ფრანგულ პოეზიას და მაშინდელ ქართულ პრესაშიც მონაწილეობდა. ბეჭდავდა წერილებსა და თარგმნებს "თემში",
"მეგობარში", "თეატრსა და ცხოვრებაში", "კოლხიდაში"

![]() |
პაოლოს ჩანახატი-მიხეილ ჯავახიშვილი |
ქართველ მწერალთაგან პირველი, რომელიც რეპრესიებმა შეიწირა, პაოლო იაშვილი იყო. ეს ტრაგედია მოულოდნელი არ ყოფილა. იგი საკამაოდ დიდი ხნის მანძილზე, ნელ-ნელა და თანდათანობით მზადდებოდა. გარდა შემოქმედებითი დისკუსიებისა, რომელიც ბოლო ხანს პაოლოს უმართავდნენ ხოლმე "იდეოლოგიური მავნებლობის" გამო, მკაცრად აკრიტიკებდნენ ახლო ურთიერთობისათვის "ხალხის გამომჟღავნებულ მტრებთან": ჯიქიასთან, ლომინაძესთან, ელიავასთან, აღნიაშვილთან. ხშირად იმართებოდა სხდომები, სადაც მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი მსჯელობდა პოეტის "მოღალატებრივ საქმიანობაზე". ბრალმდებლებად იქცნენ ძველი მეგობრები თუ თანამოაზრენი, ზიზღნარევი აღშფოთებით გმობდნენ "ხალხის მტრისა და დივერსანტის" საქციელს და კატეგორიულად უსვამდნენ საკითხს, თუ მართალი ხარ-დაგვიმტკიცეო. ასე თანდათანობით მზადდეებოდა საფუძველი პაოლო იაშვილის ტრაგედიისათვის.თუმცა პაოლო იაშვილმა დაპატიმრებას დაასწრო და მწერალთა სახლში, 1937 წლის 22 ივლისს თავი მოიკლა...
ცნობილია, რომ “ცისფერყანწელთა” უკანასკნელი მოჰიკანი სერგო კლდიაშვილი ცხოვრების ბოლო
წლებში დაბრმავდა.
იგი, თვალისჩინდაკარგული, თვლიდა, რომ
ვერ მოასწრო ყველაზე მთავარი: დაეწერა “ცისფერყანწელთა” ორდენის ბიოგრაფია… თვალცრემლიანი იგონებდა ტიციანს, პაოლოს… ამბობდა, რომ
მათი წასვლის შემდეგ სხვაგვარი გახდა მისი ცხოვრება…
ბოლოს განმარტოვდა, ბატონი სერგო თავისი ჩინდაკარგული თვალებით, სივრცეში უკუნეთს სიბნელეს უმზერდა და
აკანკალებული ხელით წერდა…
ცდილობდა ინტერვალებით დაეწერა, ინტუიციით გამოჰყავდა სტრიქონები, ამ
ძალიან ძნელად გასარჩევ ავტოგრაფში, ზოგი
რამ სამწუხაროდ, ვერ
იკითხება…
და მაინც, ეს
მეგობრის უკანასკნელი რეკვიემია მეგობარზე, რაც,
ალბათ, აუცილებლად უნდა
დაწერილიყო… ბატონი სერგო, გაუნელებელი ტკივილისა და
ემოციების გამოხატვის გარეშე, სრულიად დოკუმენტურ სურათს ხატავს, დიდ
ყურადღებას უთმობს დეტლიზაიას… და
ბოლოს, ხელნაწერი მაინც წყდება, დაუმთავრებელია. რისი
წაკითხვაც ჩვენ ვერ
შევძელით, მრავალწერტილით გამოვყავით.
პაოლო იაშვილის უკანასკნელი დღე
1937 წელიწადი. ეს
დღე უნდა გავიხსენო. მწერალთა კავშირში დაგვიძახეს. საღამო ხანია. არც თუ ბევრნი ვართ.
თავმჯდომარეობს კავშირის თავმჯდომარე დემეტრაძე. აკაკი ბელიაშვილის საქმე უნდა
გაირკვეს. ბრალდება აქვს
ბელიაშვილს: სადღაც ცუდად უხსენებია სტალინი. ბელიაშვილი შეშფოთებულია.
თავმჯდომარემ მოსთხოვა აღიაროს დანაშაული.
ბრალდებული კატეგორიულად უარყოფს და…
დარბაზში სიჩუმეა. მხოლოდ ბელიაშვილის ხმა
ისმის. აკაკი… არ
ცდილობს თავის დაცვას…
მესამე თუ მეოთხე რიგში გვერდიგვერდ ვზივართ პაოლო იაშვილი, ალექსანდრე ქუთათელი და
მე.
პაოლო ჩუმი ხმით
მიმართავს ქუთათელს. სიგარეტს სთხოვს. ქუთათელმა მიაწოდა და…
ეუბნება: როდემდე უნდა
იყო ჩემს ხარჯზე, პაოლო არაფერს პასუხობს. პაპიროსს მშვიდად ანთებს. ბელიაშვილი ისევ
და ისევ უარყოფს ბრალდებას, მაგრამ თავმჯდომარე არ
ეშვება და ისევ
კატეგორიულად მოითხოვს, აღიაროს, რა
თქვა სტალინზე. ისევ
და ისევ ნერვიული, განწირული ხმა
ბელიაშვილის. ბელიაშვილი მოითხოვს გამოაცხადოს თავმჯდომარემ ვინ
არის ის, ვისთანაც (ვისაც) უთხრა. დარბაზში ისევ
სიჩუმეა. მხოლოდ დემეტრაძის მოთხოვნა ისმის და ბელიაშვილის სასოწარკვეთილი ხმა…
მოითხოვს მთქმელი ამხილოს დემეტრაძემ.
პაოლო ადგა, კარებისკენ ნელა
მიემართება და გადის, დარბაზში ისევ დემეტრაძის და
ბელიაშვილის ხმა ისმის.
“აღიარე, – მოითხოვს დემეტრაძე.
- რა ვაღიარო. – ხმას
უმატებს ბელიაშვილი – არაფერი მითქვამს და
რა ვქნა, რა
ბრალდება ავიღო ჩემს
თავზე.”
დარბაზში ისევ სიჩუმეა. ასე
გავიდა რამდენიმე წუთი.
უეცრად თითქოს სროლის ძლიერი ხმა
ისმის…
ვინ გაისროლა, რა
მოხდა?!
ორიოდე წუთი და
დერეფნიდან კივილი გაისმა. მხოლოდ ერთი
(არ მინდა მისი
ვინაობა დავასახელო) ადგა
და გაიჭრა გასასვლელისკენ. ქალის კივილი შეწყდა. დარბაზში წამოდგნენ, მაგრამ არავინ მოელოდა, რომ
ის ახალგაზრდა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გაიჭრა დარბაზიდან… შეშფოთებული შემოდის, შემობრუნდა და
ყვირის: “თავი მოიკლა, პაოლომ თავი
მოიკლა!”
ამბავის სანახავად დარბაზიდან გავვარდით. საშინელება დავინახეთ: მეორე სართულზე კედელთან ადამიანი იყო
ჩამოკიდებულივით…
იმ პატარა ოთახიდანაც, მემანქანეთა ოთახიდან, საიდანაც ტირილი ისმოდა, ჩანდა, პაოლოს თავის ქალის უკანა ნაწილი იატაკზე ეგდო.
სისხლი კედლიდან მოწვეთავდა. პაოლოს თოფის ლულა პირში ჰქონდა გაჩხერილი. ზევიდან რომ
ჩამოვედი, ტიციან ტაბიძე დავინახე. სახე
დაფარული ჰქონდა ხელისგულებით. დარბაზში მყოფნი ჩუმად ისხდნენ. ქუჩაში გასასვლელი კარები დაკეტილი იყო.
გასვლა ვერავის მოეხერხებინა. ქუჩაში მხოლოდ დემეტრაძე გავიდა.
ტელეფონით გაეგო დემეტრაძეს, რომ
პირველი მდივანი ბერია პლეხანოვის პროსპექტზე მდებარე ბაღში კონცერტზე იყო. იქ,
როგორც შემდეგ გავიგეთ, დემეტრაძე წასულიყო ბერიას სანახავად. დემეტრაძე მივიდა ბერიასთან და
მოახსენა პაოლოს თვითმკვლელობის ამბავი. ბერიამ გულცივად უთხრა: – შენ რას ღელავ აგრე, მოიკლა და
მოიკლა. რა მოხდა ასეთი, წადით!
გვიან გაგვიღეს კარი
და გაგვიშვეს.

არ მახსოვს, როგორ გავათენე ღამე. დილაადრიანად ადრე,
ისევ მწერალთა კავშირში მოვიყარეთ თავი.
პაოლოს გვამი შინ
წაეღოთ… თითქმის ყველანი მოსულიყვნენ.
სიჩუმე იყო…
ჩუმად…
მასალები მოამზადა ნინო ხოფერიამ
წყარო: “საქართველოს
რესპუბლიკა
“, # 62 შაბათი,
3 აპრილი,
2010 წელი
გერონტი ქიქოძე - "პაოლო იაშვილი"
გერონტი ქიქოძე - "პაოლო იაშვილი"
პაოლო იაშვილს პირველად პარიზში შეხვდი. 1913 წლის ზამთრის და 1914 წლის გაზაფხულის თვეები პარიზის არტისტური ბოჰემისა და სტუდენტობის სამფლობელოში – ლათინურ უბანში გავატარე; პაოლო იაშვილიც ამავე უბანში ცხოვრობდა. მას ოთახი პანთეონის მახლობლად ეჭირა ესტრაპადის ქუჩაზე. ამ ქუჩის სახელწოდება, უეჭველია, იქიდან წარმოდგება, რომ აქ წინა საუკუნეებში წამების იარაღი ესტრაპადი იდგომებოდა. ეს იარაღი უცნობი იყო ძველ საქართველოში, ხოლო რუსები მას დიბას ეძახოდნენ. წარმოიდგინეთ ძალიან მაღალი სახრჩობელა; ზედა კადონზე რკინის რგოლი იყო მიმაგრებული, მასში გრძელი თოკი იყო გაყრილი. ამ თოკის ერთი თავი მობმული ჰქონდა ხელ-ფეხშეკრულ დამნაშავეს, ხოლო მეორე თვით ჯალათს ეჭირა ხელში: ის თავის მსხვერპლს რამდენჯერმე სულ მაღლა სწევდა, ხოლო შემდეგ თოკს ხელს უშვებდა, რაიცა მის მიწაზე დანარცხებას და ტანჯვით სიკვდილს იწვევდა.
პაოლო იაშვილს და მე ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად ბევრი მხიარული საღამო გაგვიტარებია ამ მჭვუნვარე სახელწოდების ქუჩაზე. პაოლო იაშვილი კარგი კულინარი იყო, მაგრამ საყასბოში ცხენის ხორცს ვერ არჩევდა ძროხის ხორცისაგან. რაც შეეხება ერთი ბოთლი იაფფასიანი ღვინის ან შამპანიურის ყიდვას, დიდი დეგუსტატორის ნიჭი არ სჭირდებოდა.
ამ შეხვედრების დროს, სხვათა შორის, ხშირად მოგვიგონია ფრანსუა ვიონის ლექსები, სადაც ეს ყველა მოხეტიალე და მოუსვენარი პოეტების წინაპარი გონებამახვილად დასცინის ჯალატებს და მათ მიერ აღმართულ სახრჩობელებს. პაოლო იაშვილს უყვარდა აგრეთვე პოლ ვერლენის ძეგლის გვერდით ჯდომა ლუქსემბურგის ბაღში და შადრევნის აუზში მობანავე ბეღურების ცქერა; რაღაცას ნათესაურს პოულობდა ამ ბავშვივით გულუბრყვილო მაგრამ ბიწიერ პოეტსა და უწყინარ ფრინველს შორის: ”ბოროტი ქარი მატარებს აქეთ და იქით მკვდარ ფოთოლივით”. პაოლო იაშვილი თავისი გულთბილობისა და თავისი ხელგაშლილობის წყალობით ადვილად ხიბლავდა და იზიდავდა ადამიანებს, თვით ისეთებს, რომელთა ენა მან კარგად იცოდა. მან პარიზში რამდენიმე ფრანგი მხატვარი და პოეტი გაიცნო, მათ შორის იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი იყო გიოომ აპოლინერი, რომელიც სიმბლიზმიდან ფუტურიზმზე გადავიდა, ხოლო ბოლოს, მგონია, სიურეალისტებს დაუახლოვდა.
მაგრამ იმდროინდელი პარიზელი დეკადენტი და სიმბოლისტი პოეტების ფიქრთა მფლობელად უფრო შარლ ბოდლერი ჩაითვლებოდა, ვიდრე სხვა ვინმე. როგორც პეტრარკამ თავის ლაურასადმი მიძღვნილი სონეტებით ჰუმანიზმის და რენესანსის ეპოქა გახსნა პოეზიის დარგში, ისე უსირცხვილო მულატ ქალზე, ”შავ ვენერაზე”, კატორღელივით მიჯაჭვულმა ბოდლერმა თავისი ”ბოროტების ყვავილებით” დეკადენსის ეპოქა ასახა ევროპული პოეზიის განვითარებაში. მის პატარა პროზაულ პოემებში, მის ლირიკულ ლექსებში, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი ფორმის მხრივ კლასიკურად სრულყოფილ სონეტებს უჭირავთ, ინდივიდუალიზმის ღრმა კრიზისი იგრძნობა. თუმცა შარლ ბოდლერი 1848 წლის თებერვალში და ივნისში ბარიკადებზე მუშათა კლასის მხარეზე იბრძოდა ბურჟუაზიის წინააღმდეგ, ის ბოლომდე არტისტული ბოჰემის, დენდიზმის და სატანიზმის მოციქული დარჩა. და შეიძლება ითქვას, რომ ის ყველაზე დამახასიათებელი ფიგურაა ჯოჯოხეთის ცეცხლით განათებულ პარნასზე. ”ჩემი სული გაბზარულია და როდესაც დაჯავრიანების წუთებში მას სურს თავისი სიმღერებით ღამეების ცივი ჰარი აასოს, მისი ჩახლეჩილი ხმა ემსგავსება იმ დაჭრილი მეომრის ხრიალს, რომელიც სისხლის ტბის პირას დავიწყებიათ მიცვალებულთა დიდ გროვაში და კვდება საშინელ კრუნჩხვაში”. ეს სიტყვები ამთავრებს ბოდლერის სონეტს ”გაბზარულ ზარს”, რომელიც საუცხოო იდილიური სურათით იწყება: ზამთრის ღამეში ანთებული ბუხრის წინ მჯდომარე, შორეულ მოგონებებში წასულ ადამიანს მწუხრის ზარების რეკა ესმის, ისინი ხალისიანად მღერიან ნისლიან სივრცეებში. რა კონტრასტაია ზემომოყვანილ ტრაგიკულ სტრიქონებთან და რა სულიერ გათიშვას მოწმობს ეს ლექსი!
პაოლო იაშვილის ბოდლერის სონეტებიდან ყველაზე მეტად მისი ”დაწყევლილი პოეტის დასაფლავება” უყვარდა. ”იმ საათში, როდესაც უბიწო ვარსკვლავები თავიანთ დამძიმებულ თავლებს დახუჭავენ, ობობა თქვენს საფლავზე სუდარას ქსოვას დაიწყებს, ხოლო გველი თავის წიწილებს გამოჩეკს: მთელი წლის განმავლობაში თქვენს შეჩვენებულ თავზე მგლები და მშიერი კუდიანები იყმუვლებენ”.
მაგრამ უნდა ითქვას, რომ პაოლო იაშვილის გარეგნობაში, არც მის სულში არაფერი იყო დეკადენტური: გეგონებოდათ, ის სიმბოლისტური და დეკადენტური პოეზიის სკოლას უფრო თავით მიემხრო, ვიდრე გულითო. ეს იყო ლამაზი, მაღალი, გრუზათმიანი, შავგვრემანი ჭაბუკი, მას ნარკოტიკები სჭირდბოდა, რათა რეალური სამყაროდან მაცდური მოჩვენებების სამყაროში გადასულიყო. პაოლო იაშვილი ნამდვილი ახლადმოვლენილი ავთანდილი იყო თავის მეგობრებისთვის.
მახსოვს, როგორ იდგა ერთხელ ქუჩაში, სახლის კედელს ზურგმიყრდობილი, ხალათის ჯიბიდან მუჭა-მუჭა ახლად მიღებულ ქაღალდის ფულს იღებდა და თავის მეგობრებს აძლევდა დაუთვლელად. თვითონ კი მუდამ უფულობას განიცდიდა. მას ძალიან სუსტი წარმოდგენა ჰქონდა ორმაგ ბუღალტერიაზე და მისი გასავალი ყოველთვის სჭარბობდა მის შემოსავალს. მას ეადვილებოდა ფულის შოვნა, მაგრამ კდიევ უფრო ეადვილებოდა ფულის დახარჯვა; უფრო ის ახსოვდა, ვისგან ისესხა, ვიდრე ის, ვის ასესხა; განებრივრებული იყო შეძლებული მამის მიერ, რომელსაც ის სუფრაზე ხშირად გულს უჩუყებდა: შენს ხუთ ვაჟიშვილში მე იმით გამოვირჩევი, რომ მსხვერპლად შესაზირავ მოზვერსა ვგავარო.
როდესაც პაოლო იაშვილი უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნდა და ”ცისფერი ყანწების” ორდენი დაარსა, მან, უწინარეს ყოვლისა, ძველი პოეტური თაობის ცენტრალურ ფიგურას აკაკი წერეთელს შეუტია. ეს გასაგები იყო ახალი ორდენის ინტერესების თვალსაზრისით. მაგრამ ძნელი ასახსნელი იყო პაოლო იაშვილის ადამიანური და პოეტური ბუნების თვალსაზრისით: ის უფრო აკაკი წერეთლის ანდერძის დამცველად გამოდგებოდა, ვიდრე მის დამრღვევად. პაოლო იაშვილის საუკეთესო ლექსებს გამჭვირვალობა და სიმსუბუქე ახასიათებდა, ის საუცხოოდ ფლობდა ქართულ ენას. თვით მისი სამშობლო სოფელი არგვეთი მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით იყო დაშორებული აკაკი წერეთლის სხვიტორს. თავის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში პაოლო იაშვილმა მშვენივრად გადმოთარგმან პუშკინის რამდენიმე ლირიკული შედევრი, ერთაქტიანი ტრაგედიები და მოთხრობა ”ნასროლი”.
პაოლო იაშვილი ძველი დროის რაფსოდიებს და ტრუბადურებს ჰგავდა: მისი პოეტური ნიჭის დაფასება არ შეიძლება მარტოოდენ მისი დაბეჭდილი ლექსების მიხედვით. ეს იყო იმპროვიზაციის ჯადოქარი, რომელიც უწინარეს ყოვლისა აუდიტორიის სმენას ხიბლავდა. მას ვერავინ შეედრებოდა დიდ სადღესასწაულო სუფრაზე, მისი სიტყვები შინაარსიანი და გონებამახვილი იყო ერთსა და იმავე დროს, აქ ის თითქო თავისთვის სჭარბობდა.
როდესაც 1921 წლის 25 თებერვალს თბილისში წითელი არმიის ნაწილები შემოვიდა, პაოლო იაშვილმა მათ იმპროვიზებული სიტყვით მიმართა თვითმმართველობის ბალკონიდან. დიდი ყურადღება დაიმსახურა აგრეთვე მისმა სიტყვებმა, წარმოთქმულმა კრემლის პოლიტიკურ ბანკეტზე.
პაოლო იაშვილმა შედარებით მცირე ლიტერატურული მემკვიდრეობა დასტოვა.
სიკვდილის წინ პაოლო იაშვილი აღიარებდა, ჩემი უბედურების ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ბავშობიდანვე არ შემაჩვიეს სისტემურ მუშაობასო. მართლაც, პაოლო იაშვილისთვის ძნელი აღმოჩნდა უშუალო გადასვლა ძველი საზოგადოებიდან, სადაც შრომა ზოგიერთ წრეში ათვალისწუნებული იყო, ახალ საზოგადოებაში, სადაც შრომა ყველასთვის საპატიო ვალდებულებადაა აღიარებული. ერთ ლექსში, რომელიც უფრო თვითშეგონებას წარმოადგენდა, ვიდრე მორალის ქადაგებას, ის ამბობდა:
ვინც გაიტაცა ახალ თაობამ,
გადაქცეულან რკინის კაცებად,
ნუთუ პოეტებს გვეპატიება
აზნაურული გაზარმაცება?
პაოლო იაშვილის გონებრივ ინტერესების არე შემოფარგლული არ იყო მარტოოდენ ლიტერატურით, ხოლო მისი მეგობრების წრე სცილდებოდა ”ცისფერი ყანწელების” ასოციაციას თუ ის მხატვრის გზას გაჰყოლოდა, შეიძლება გამოჩენილი ოსტატი გამხდარიყო. მან დაუდევარი კალმით ძალიან კარგად გადმოგვცა თავისი მეგობრების ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, კოლაუ ნადირაძის პროფილები; მაგრამ მათ გვერდით დახატული ავტოპორტრეტი მას ნაკლებ ჰგავს.
ერთხელ შემოდგომაზე პაოლო იაშვილი და მე ტყის ქათამზე ვნადირობდით წიწამურის ტყეში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც ამჟამად ილია ჭავჭავაძის ობელისკია ამართული. მშრალი დარი იდგა და ჩვენმა ინგლისურმა სეტერმა ვერც ერთი ტყის ქათამი ვერ წამოაფრინა. შუადღისას დაქანცულობა ვიგრძენით, ერთი ხის ძირში ჩამოვჯექით პატარა ველის პირას და თავის გასართობად ორ-სამჯერ თოფი ვესროლეთ ბუჩქზე მიმაგრებულ თამბაქოს კოლოფს. ორიოდე წუთის შემდეგ დავინახთ, რომ ტყის სიღრმიდან ორი თოფმომარჯვებული კაცი გვიახლოვდებოდა ფეხაკრებით. როდესაც ჩვენთან მოვიდნენ, გვითხრეს, ველზე მორბენალმა ძაღლმა გადაგარჩინათ, თუ შორიდანვე ის არ დაგვენახა, უსათუოდ დაგხოცავდითო. საქმე იმაში ყოფილიყო, რომ წინა დღით ყაჩაღებს წიწამური გზაზე მიმავალი მეურმეები გაუძარცვავთ და მცხეთის მილიციას ტყეში საგანგებო დარაჯები დაეყენებია. პაოლო იაშვილი შემდეგ ხშირად გულწრფელი სინანულს გამოთქვამდა, რომ ის როიყო ტყვიის მსხვერპლი არ გახდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილას.
ეს ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ჭაღებით განათებული დარბაზები, ტაშებით ახმაურებული აუდიტორია, ბრწყინვალე ბანკეტები და არტისტული ყავახანები უყვარდა, თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წელს ძალიან განმარტოვდა. 1937 წლის ზაფხულში ის ხშირად თავის ბინის ლოჯიაში ჯდებოდა ჯაფარიძის ქუჩაზე და სევდიანად გასცქეროდა მახათის მთის გოლგოთას. ხანდახან ბოტანიკურ ბაღში ადიოდა და ცდილობდა აფორიაქებული სული დაეშოშმინებია თითქმის დამშრალი ჩანჩქერის პირას.
1957
გურამ ასათიანის პაოლო
როდესაც პაოლო იაშვილი და მისი მეგობრები მოვიდნენ ქართულ მწერლობაში, ყველაფერი ირგვლივ თითქოს ქარიშხლისწინა დაძაბული დუმილით, მომავალი რღვევისა და გარდატეხის მღელვარე წინათგრძნობით იყო გამსჭვალული.
ამ ახალგაზრდა პოეტებს, რომელთაც მანამდე გაუგონარი კადნიერებით ხელყვეს ქართული კლასიკური პოეზიის ტრადიციები და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ყველა ადრე ეჭვმიუტანელი ავტორიტეტი, ამ ახალი ლიტერატურული სკოლის მესვეურებს, ახალგაზრდა თავმომწონე პოეტებს, რომელთაგან უხუცესი ოცდახუთს არ იყო მიღწეული, მაშინ ყველაფერი ეჩვენებოდათ ძალზე ადვილად, უბრალოდ, იოლად მისაღწევად და, ამავე დროს, მათ წარმოდგენაში ყოველივე: ხელოვნება, გარემომცველი სინამდვილე, მთელი სამყარო აღბეჭდილი იყო რაღაც გამოუვალი, ტრაგიკული, საბედისწერო შინაგანი წინააღმდეგობის ნიშნით.
„ცისფერი ყანწები“, ისევე როგორც საერთოდ სიმბოლიზმი, წარმოადგენდა დეკადანსის ყველაზე მკაფიო, ყველაზე მწვავე გამოვლინებას XX საუკუნის დასაწყისის ქართულ პოეზიაში.
როგორც ცნობილია, დეკადანსი ნიშნავს დაცემას, ძირს დაქანებას, ქვევით დახრას. ასე ითარგმნება ეს სიტყვა ქართულ ენაზე. მაგრამ „დაცემა“ იყო მხოლოდ გარეგანი შედეგი, რეზულტატი რთული ფსიქოლოგიური პროცესისა, რაც იმ დროისათვის განიცადა ევროპულმა მწერლობამ. ხოლო მიზეზი და არსი ამ პროცესისა იყო დაღლილობა, სასოწარკვეთა, პერსპექტივის გრძნობის დაკარგვა. დეკადენტური მწერლობა საქართველოშიც იყო გამოხატულება იმ საბედისწერო დაღლილობისა, რომლის უფლება ქართველ კაცს, სულ ერთია, პოეტი იქნებოდა ის, მეომარი თუ მიწის მუშა, არასოდეს არ ჰქონია და, ალბათ, არც არასოდეს ექნება.
რეაქციის წლებში „ცისფერყანწელებმა“ სცადეს, მათი აზრით, „მოძველებული“ იდეალებისთვის დაეპირისპირებინათ თავიანთი ახალი ესთეტიკურ-მოდერნისტული რწმენა ან, უფრო სწორად, ურწმუნოება, სკეპსისი, უიმედობით, მარაზმით, სამყაროს „მთვრალი ქაოსით“ ტკბობის ფილოსოფია.
ისინი აღტაცებაში მოჰყავდა კოსმიური კატასტროფის, აპოკალიფსის ცხენების ავისმეტყველი ჭიხვინის წინათგრძნობას, ისინი თვრებოდნენ სიმახინჯით, მწუხარებით…
ეს იყო თითქოს შეშლილთა ნადიმი შავი ჭირის დროს.
რასაკვირველია, ისეთი პოეტებისთვის, როგორიც პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე და გიორგი ლეონიძე იყვნენ, დეკადენტობა მათთვის წარმოადგენდა თავისებურ თამაშს და ისინი იმ დროს პოპულარული ფრანგი მწერლის რემი დე გურმონის ცნობილი „ნიღაბთა წიგნის“ მიბაძვით ირჩევდნენ რაც შეიძლება უცნაურ ნიღბებს, რომლებსაც მათი ნამდვილი, ადამიანური სახე უნდა დაეფარა.
ქართველ მკითხველთა გაოცებულ აუდიტორიას ისინი მოევლინნენ არლეკინებისა და პიეროების სამოსელში, „უაილდის ყელსახვევებით“, შუა საუკუნეების ჯამბაზებივით ხელოვნურად გათეთრებული ღაწვებით.
ამ მკვიდრი ნიღბების ქვეშ იმალებოდა სიცოცხლით სავსე, ცხოვრებას, მოქმედებას მოწყურებული ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, უაღრესად მგრძნობიარე და ნიჭიერი ადამიანების დაუხარჯავი ენერგია და ტემპერამენტი.
ახლა ჩვენ ვიცით, რომ საკმარისი იყო კონკრეტული გარეგანი ბიძგი, რომ მათ სამუდამოდ ჩამოეწმინდათ სახიდან მოდერნიზმის ეს ჭრელი ფერ-უმარილი და ქართულ თანამედროვე პოეზიაში შესულიყვნენ თავიანთი უაღრესად წრფელი და თვითმყოფადი, ნამდვილად ორიგინალური ინდივიდუალობით. მაგრამ საჭიროა კიდევ ერთხელ ითქვას, რომ დეკადანსი მაინც შემთხვევითი მოვლენა არ ყოფილა ქართულ პოეზიაში. იგი არ წარმოადგენდა მხოლოდ ეპიგონობის ნაყოფს.
ეს უცნაური ნიღბები, ეს ხელოვნური, არაბუნებრივი გრიმასები, რაღაცნაირად, თუნდაც ძალზე მიახლოებით, ძალზე პირობითად, მაინც გამოხატავდნენ ნამდვილი პოეტების ნამდვილ ტკივილებს, მათ არაგამოგონილ, მწვავე, მტკივნეულ შინაგან დრამას, ნამდვილი სიყვარულისა და შთაგონების ნიჭს.
როდესაც პაოლო იაშვილი წერს:
გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი,
და თვალთა დათხრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დახვდები.
და თვალთა დათხრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დახვდები.
ლექსო, გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი,
თუ უნაპიროდ, სამუდამოდ არ გაჩაღდები.
არი მკვლელობა, არი ომი, არი ხანძარი,
მიწისძვრა, ჭირი, ტყეში ყოფნა მარად თულებად,
მაგრამ არ არის ტანჯვა უფრო უზარმაზარი,
როგორც პოეტის შთაგონებით დასნეულება.
ამ სიტყვებს აღარ ესაჭიროება ზედმეტი მოწმობა მათში გამხელილი განცდის სიწრფელისა და სინამდვილის დასამტკიცებლად. ისინი თვითონ წარმოადგენენ ცოცხალ, ეჭვმიუტანელ, სისხლიან საბუთს იმ მართლაც შეგნებული თვითმკვლელობის მსგავსი აქტისა, რომლის ფასად პოეტი, თუ ის ნამდვილი პოეტია, უკვდავებაზე, მარადიულ სიცოცხლეზე აცხადებს თავის კანონიერ უფლებას.
ეს სასტიკი ჭეშმარიტება განსაკუთრებით ზუსტად გამოხატავს იმ აშკარა არათანაბარზომადობას, რომელიც არსებობს პაოლო იაშვილის შემოქმედებით პიროვნებასა და მის ლიტერატურულ მემკვიდრეობას შორის.
თავის თანამედროვეთა, თანამოკალმეთა – ყველა იმ ადამიანთა მოწმობით, ვისაც ერთხელ მაინც რგებია მასთან სიახლოვე, – პაოლო იაშვილი სიცოცხლეში უხვად, უსასყიდლოდ, უზომოდ აფრქვევდა თავის გარშემო ძვირფას რითმებს, კაშკაშა პოეტურ სახეებს, მომხიბვლელ ღიმილს, მეგობრულ სითბოს, რაინდულ გულისთქმას, გონებამახვილობისა და ენამჭევრობის ნამდვილ ფეიერვერკებს, იმ იშვიათ მადლს, რომლითაც ის ბუნებამ ასე მრავალმხრივ დააჯილდოვა.
პაოლო იაშვილი იყო ნამდვილი ავთანდილი, სიმღერის, სიყვარულის ჟინით შეპყრობილი მშვენიერი რაინდი, რომელიც თავის გარშემო შეუნელებელ აღტაცებას ბადებდა განუმეორებელი პოეტური ეშხით, მოხდენილობით, სილამაზის თანდაყოლილი უტყუარი გრძნობით.
ახალი დროის მსოფლიო მწერლობამ იცის მხოლოდ რამდენიმე მაგალითი იმ იშვიათი ნიჭისა, რომელსაც პოეტურ იმპროვიზაციას უწოდებენ. როგორც ცნობილია, თავის დროს ადამ მიცკევიჩს განცვიფრებაში მოჰყავდა პუშკინი და სხვა რუსი პოეტები თავისი გენიალური ექსპრომტებით, რომელთა ჩაწერა, სამწუხაროდ, არავის მოფიქრებია. ჩვენს დროში, როდესაც შემოქმედების აქტი ასე მჭიდროდ დაუკავშირდა ლითონის კალმისტარს, რემინგტონს, სასტამბო დაზგას, პაოლო იაშვილი შუა საუკუნეების ბარდივით კვლავ განაგრძობდა შთაგონების წამიერი აფეთქებით ნაკარნახევ, თავისი უშუალობითა და სიმსუბუქით მომხიბვლელ, ლაღ და ძალდაუტანებელ სიმღერას.
ის იყო პოეტური იმპროვიზაციის შეუდარებელი ოსტატი ჩვენი დროის პროფესიონალ პოეტთა შორის და ამაზე აშკარად მეტყველებენ ის შემთხვევით შემორჩენილი, სამწუხაროდ, ძალზე მცირეოდენი ჩანაწერები, რომელთაც დღემდე მოაღწიეს.
აი, ფრაგმენტები ერთ-ერთი ასეთი პოეტური ტოსტიდან, რომლითაც მან 1920 წელს მიმართა
სტუდენტურ სერობაზე მის პატივსაცემად შეკრებილ რამდენიმე ახალგაზრდას:
სტუდენტურ სერობაზე მის პატივსაცემად შეკრებილ რამდენიმე ახალგაზრდას:
სტუდენტთა ოთახში სანთლებად ვენთებით,
სტირიან, ლოთობენ ჩვენი სტუდენტები.
სტუდენტთა ოთახში ცხოვრობენ ტყუპებად,
ზოგი ყვითელია, ზოგი იღუპება…
პური და ვაშლები, ქართული წიგნები,
გამხდარ მეგობრებთან დილამდე ვიქნებით,
იტირეთ, იმღერეთ, ძმებო და კარგებო,
დღეს თუ არ მოვკვდებით, ხვალ დაიკარგებით.
. . . . . . . . . . .
ღმერთო, დაეხმარე და დააბინავე!
ოთახში გვეწვევა ხელის დამკრეფელი
ქაშვეთი, სიტყვები და მატარებელი.*
(* ამოწერილია ლევან ასათიანის უბის წიგნაკიდან).
პაოლო იაშვილის ზოგიერთ დასტამბულ ნაწარმოებშიც არის ნიშნები პოეტური იმპროვიზაციის უშუალო აღბეჭდვისა. მის ლექსებს იშვიათად აქვთ მყარი ლირიკული არქიტექტონიკა, ლირიკული თემის განვითარება აქ იშვიათად ემორჩილება რაიმე წინასწარ გააზრებულ სქემას.
წმინდა შთაგონებას აქ დაკისრებული აქვს მაქსიმუმი და იგი უტყუარი მეგზურივით მიუყვება პოეტს ზოგჯერ ძალზე რთული მეტაფორული ასოციაციების ტევრში და, რაც მთავარია, ძალიან ხშირად ინტუიციით აგნებს ყველაზე სწორ და ზუსტ გზებს.
პაოლო იაშვილის ზოგიერთი ადრინდელი ლექსი ჰაერში გაქვავებულ შადრევანს მოგვაგონებს და ჩვენ დღემდე განცვიფრებული შევცქერით სივრცეში აღბეჭდილ პოეტის სულის ამ ცოცხალ ფეთქვას.
მართალია, პაოლო იაშვილს სიმბოლისტურ პერიოდში დაწერილი აქვს არაერთი ლექსი ზუსტი ვერსიფიკაციული ფორმითაც, მაგრამ აქაც ეს მყარი, დაკანონებული ფორმები გაცოცხლებულია შინაგანი თრთოლვით, უხვად დაღვრილი ვნებით და სულის სიჩვილით…
ასეა დაწერილი, მაგალითად, მისი ცნობილი ტრიპტიხი, განსაკუთრებით ვერლენისადმი მიძღვნილი II სონეტი.
საჭიროა ითქვას, რომ თუმცა „ცისფერყანწელები“, განსაკუთრებით თავიანთ ადრინდელ ლექსებში, თაყვანს სცემდნენ ოსკარ უაილდის ესთეტიზმს და პასიური მჭვრეტელობის, არტისტული დენდიზმის, ჩვეულებრივი, პროზაული სინამდვილისადმი გულგრილობის მანიფესტებით გამოდიოდნენ, მაგრამ ისინი სინამდვილეში არასოდეს არ ჩაკეტილან ე.წ. სპილოს ძვლის კოშკში, არ გამიჯნულან სავსებით და საბოლოოდ თავისი დროისაგან.
პაოლო იაშვილის სიმბოლისტურ ლირიკაში ჩვენ ვხვდებით უაღრესად მძაფრ, მკაფიო ანაბეჭდებს იმ საშინელებისა, იმ რეალური კოშმარებისა, რომლებიც ძველ სამყაროს მისი აღსასრულის ჟამს მოევლინნენ. განსაკუთრებით შთამბეჭდავად არის გამოხატული ეპოქის ეს ტრაგიკული განცდა ვერჰარნისადმი მიძღვნილ სონეტში:
სახრჩობელები, კვამლი, სისხლი, სახე ქურდული,
მშიერთა ურდო, რკინის კვნესა, მზის დაბნელება…
ვერჰარნ! ვიხრჩობით ცეცხლის ზღვაში, რა გვეშველება!
ოცნება ოხრავს, ვით ფრინველი ფრთადასუდრული.
პაოლო იაშვილმა თავისი თვალით ნახა არა მხოლოდ დეკადენტებისა და ესთეტების მექა – პარიზი თავისი განთქმული არტისტული კაფეებით: „როტონდით“ და „კლოზერი დე ლილათი“, იგი პირისპირ აღმოჩნდა პირველი მსოფლიო ომის ხანძარში გახვეულ ევროპასთან. ეს შემზარავი სურათები სამუდამოდ აღიბეჭდნენ მის შეგნებაში და თავისებური ელფერი მისცეს მთელ მის ადრინდელ ლირიკას.
ლექსში „ევროპა“, რომელიც წარმოადგენს ნაწყვეტს პაოლო იაშვილის ლირიკული ავტობიოგრაფიიდან, იმპერიალისტური ომის კოშმარები, ეპოქალური ძვრები, „თაობათა გადაშენება“ განცდილია ღრმა შინაგანი დრამატიზმით. ამ ლექსს განსაკუთრებით განუმეორებელ ინტიმურ ელფერს აძლევს მისი უკანასკნელი სტროფი, სადაც ევროპის მთელი ეს სისხლიანი ქაოსი, ეს გრანდიოზული სასაკლაოს სურათი შევსებულია ერთი, თითქოს უმნიშვნელო, წვრილმანი, მაგრამ, ამავე დროს, საოცრად ადამიანური, ცოცხალი შტრიხით.
გამოვექეცი ევროპის ქაოსს,
დანგრეულ რეიმსის ტაძარს,
უზარმაზარ ტანკების ქშენას,
რეინის ირგვლივ თაობათა გადაშენებას.
ვიგონებ მართლა ჟრუანტელით
ლამანშის სრუტეს,
იქ ჩალაგებულ ატლანტიკის ანთებულ გემებს,
შოტლანდიაში ვნახე თეთრი ძროხების ჯოგი
და გავიღიმე ვით ნახევრად გაგიჟებულმა,
გამოვექეცი ევროპის წარღვნას…
პარიზში დამრჩა ერთი საფლავი,
ლეგიონის ორდენის წევრი,
აღმოსავლეთში განთქმული გმირი,
და ქუთაისში გადამტანი რევოლუციის,
მკვდარი მარნასთან,
პერლაშეზზე განსვენებული
ბუჭუტა აბაშიძე.
პოეტების იმ თაობას, რომლის შეგნება ნამდვილად მოწამლული იყო არა მხოლოდ ბოდლერის „ბოროტების ყვავილების“ სურნელით, არამედ თავისი დროის „კვამლით, სისხლით და შხამითაც“, უკვე აღარ შეეძლო მიბრუნება კლასიკური პოეზიის ნათელ სახეებთან, რომანტიკულ იდილიებთან. იმ ძველ პოეტურ სამყაროსთან, რომელზეც გალაკტიონ ტაბიძე ამბობდა: „მოჰქონდათ წინათ პასტორალები“…
პაოლო იაშვილის ლექსი „წერილი დედას“, რომელიც ესენინის ცნობილ ლექსზე ხუთი წლით ადრე არის დაწერილი, წარმოადგენს ძველ, იდილიურ საქართველოსთან გამოთხოვებას.
ძველი სამყარო: წინაპართა მყუდრო სამყოფელი, ქვიტკირის მარნები, ბზის განიავება, მართალი ბათმანი – აქ დანახულია ქალაქის მტვრიანი, ვნებით გახელებული ქუჩებიდან, სრულიად ახალი ფსიქოლოგიის, ახალი სულიერი წყობის ადამიანის თვალით.
„ცისფერყანწელები“, პირველნი ქართულ მწერლობაში, შეეცადნენ პოეზიაში ე.წ. ურბანისტული მსოფლშეგრძნების შეტანას.
ამ თვალსაზრისით, პაოლო იაშვილის ლექსი „ფარშევანგები ქალაქში“ წარმოადგენს თანამედროვე ქალაქის ერთ-ერთ პირველ ლირიკულ პეიზაჟს XX საუკუნის ქართულ პოეზიაში.
სიცხიანი, ჰალუცინაციებით აბოდებული ქალაქი, სადაც ლურჯი ჰაერი დამსხვრეული შუშის მტვერივით ელავს, სადაც სნეული ძაღლები ქუჩებში ყრიან და თვალებახვეული ცხენები მკერდს იხევენ რკინის სვეტებზე, პაოლო იაშვილს წარმოუდგებოდა მისტიკურ კოცონად, რომელშიც უმწეო მშვენიერ ფრინველებთან ერთად სამუდამოდ იწვოდნენ პოეტის წმიდათაწმიდა ილუზიებიც, და ეს სისხლიანი სასაკლაო, როგორც მთვრალ ხარს, ისე იზიდავდა პოეტის შთაგონებას.
რასაკვირველია, ეს იყო სიმბოლისტის თვალით დანახული ქალაქი, უფრო ირეალური, ვიდრე ნამდვილი, მაგრამ ეს არ ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ ესთეტის მიერ შეთხზული ლამაზი ბუტაფორია.
ეს ლექსი დაწერილია ოცი წლის ჭაბუკის ხელით და მასში, მიუხედავად დეკადენტის განურჩეველი, ინდიფერენტული პოზისა, ნამდვილად ისმის, თავგამეტებით კივის, მოწყალებას ითხოვს ქალაქის მტვერში წაქცეული ბავშვის ჭრილობა.
„ცისფერყანწელები“ სინამდვილეში იყვნენ სწორედ ის გულჩვილი, გასული საუკუნის იდილიებზე გაზრდილი ბავშვები, რომლებიც ახალმა საუკუნემ დიდი ქალაქის ქუჩებში გამოყარა და რომელნიც ამაოდ ცდილობდნენ ჭრელი ქაღალდის ნიღბებში დაემალათ თავიანთი შიში და ძრწოლა ამ უცნობი სინამდვილის წინაშე.
ესენი იყვნენ ადრე დაბერებული, წამებული ბავშვები, რომლებიც სულის სიღრმეში ატარებდნენ სიყვარულის, ალერსის, სათნოების მწვავე მოთხოვნილებას.
შემთხვევითი არ არის, რომ პაოლო იაშვილს ქართული სიმბოლიზმის წინამორბედთაგან ყველაზე მეტად ხიბლავდა არა „ოქროპირი“ მალარმე და არც „დორიან გრეის პორტრეტის“ არისტოკრატიული სნობიზმით გულშეჯავშნული ავტორი, არამედ „ღარიბი ვერლენი“, სათნოების ამაოდ მაძიებელი, დიდი ქალაქის ჯვარზე გაკრული გულუბრყვილო რაინდი.
ვერლენს ციოდა, დადიოდა გაუპარსავი,
უნდოდა საწყალს ბედის კვალი რომ შეეცვალა.
მას ღვთისმშობელი შეუყვარდა ობოლ დასავით,
და შველა სთხოვა, როცა ღამის ჯვარზე ეწვალა.
კოლაუ ნადირაძისადმი მიძღვნილ ამ მშვენიერ ლექსში იგრძნობა ის არამოჩვენებითი, წრფელი თანაგრძნობა და სიბრალული შორეული თანამოძმისადმი, რაც ნამდვილად დიდბუნებოვანი შემოქმედის თვისებას შეადგენს.
ქართველი სიმბოლისტების მწვავე შინაგანი ტრაგედიის მიზეზი იყო ის, რომ ისინი სულიერად ძალზე შეუიარაღებელნი აღმოჩნდნენ თავისი დროის რთული და სასტიკი კონფლიქტების წინაშე.
მათ სურდათ ამ მახინჯ სინამდვილეზე მაღლა დამდგარიყვნენ, საბოლოოდ გაეწყვიტათ კავშირი მასთან და ამის გამო უნებურად მოსწყდნენ არა მხოლოდ თავის დროს, არამედ მყარ ეროვნულ ნიადაგსაც.
ისინი აღმოჩნდნენ ნამდვილი საყრდენი წერტილების გარეშე, რეალური მიზნების, პერსპექტივების, ჭეშმარიტი იდეალების გარეშე. მათ დაკარგეს მიწის რეალობის გრძნობა და მთვარეულებივით გაჰყვნენ იმ გზას, რომელიც უფსკრულის პირას მიდიოდა.
საჭირო იყო გარდამტეხი ისტორიული ძვრების ზემოქმედება, რომ მათ საბოლოოდ მიეგნოთ თავიანთი დაკარგული ფესვებისათვის, მტკიცედ დამდგარიყვნენ ეროვნულ ნიადაგზე და ქართველი ხალხის ბედ-იღბალთან, მის სულიერ ცხოვრებასთან აღედგინათ კავშირი.
საბედნიეროდ, პაოლო იაშვილს, ისევე როგორც მის ყოფილ ლიტერატურულ თანამებრძოლთა უმრავლესობას, ეყო სულიერი სიმტკიცე და ნებისყოფა, რათა თავი დაეღწია დეკადენტური მისტიკის ჰიპნოზისაგან.
ეს გამოფხიზლების პროცესი არ ყოფილა უმტკივნეულო, რადგან იგი წარმოადგენდა არა სინამდვილესთან უბრალო შეგუების, ბიოლოგიური შეთვისების აქტს, არამედ მისი გაგების, მისი შინაგანი არსის განჭვრეტისა და რწმუნების გულწრფელ ცდას.
ეს იყო მათი სულიერი ძალების მკაცრი გამოცდა, და მათ შეძლეს დაემტკიცებინათ თავიანთი შინაგანი სიმრთელე და სიცოცხლისუნარიანობა, თავიანთი ერთგულება სიცოცხლისადმი, ქართული მიწისა და მზისადმი, საქართველოს აწმყოსა და მომავლისადმი.
აღსანიშნავია, რომ პაოლო იაშვილის შემოქმედებაში, ისევე როგორც ტიციან ტაბიძესთან, სიმბოლისტური გატაცებებისგან თავის დაღწევისა და მიწასთან დაბრუნების თემა დაკავშირებული იყო არა მხოლოდ მოქალაქეობრივი სიმამაცის, არამედ საერთოდ ადამიანური, მამაკაცური სიძლიერის, შეუპოვრობის, ვაჟკაცობის მოტივთან.
„ცისფერყანწელებმა“ თვითონვე იგრძნეს, რომ ესთეტიკური სნობიზმი, სინამდვილისგან გამიჯვნის თუ გაქცევის ცდა წარმოადგენდა ქართული პოეზიისათვის დამახასიათებელი, საერთოდ, ქართველი კაცის შეგნებაში, სისხლში და ხორცში გამჯდარი შეუპოვარი სულისკვეთებისადმი სამარცხვინო ღალატს.
ეს წუთიერი შეკრთომა მათ მიიჩნიეს ქართველი პოეტისათვის მიუტევებელ სიმხდალედ და მკაცრად, უშეღავათოდ გადააფასეს ყველაფერი, რაც ადრე მათი ავადმყოფური შთაგონების საგანს წარმოადგენდა.
და თუ ტიციან ტაბიძე წერდა:
შერცხვეს ვაჟკაცი, თუ ამ მზეს ხედავს
და სიკვდილს კიდევ შეუშინდება!
პაოლო იაშვილსაც აღმოაჩნდა იმდენი სულიერი მხნეობა, რომ თავისი ახალი ლექსებისთვის შესაფერისი კილო მოეძებნა:
როგორც აფრის ტკაცუნი
მოვარდნილი ზღვიდან,
ისეთი ვაჟკაცური
გაქროლება მინდა.
ეს იყო გუწრფელი სურვილი, ამაღლებული, რაინდული ზრახვა პოეტისა, რომელმაც მთელი არსებით იგრძნო საკუთარი მოწოდებისა და საქმის განუყოფელი ერთიანობა ერის ცხოვრებასთან, მის სულიერ ყოფასთან და გულისთქმასთან.
გასინჯე ცეცხლის ღადარში
სიმაგრე ლექსად თქმულისა! –
წერდა პაოლო იაშვილი 1934 წელს, რადგან ამ დროს მან უკვე იწამა პოეტის მაღალი დანიშნულება, მისი პასუხისმგებლობა ერის, სამშობლოს, დროის წინაშე.
ლექსში „პოეტის საქმე“ ეს წმიდათაწმიდა ვალი შემოქმედისა ასე უბრალოდ და მკაფიოდ არის ფორმულირებული პოეტის მიერ:
ჩემო ქვეყანავ, დამსვი პოეტად,
შენი შრომის და მიწის საქებად
და რაც კი ძალა მომეპოვება,
მინდა ლექსებად გადმოლაგება.
პაოლო იაშვილმა პოეტის ნამდვილი გატაცებით უმღერა საქართველოს, თბილისს, სამგორს, ქუთაისს, კოლხიდის პირველ მოსახლეებს, რიონის ახალ კალაპოტს, „სამას არგვეთელს“, ზემოურ რთველს, მალთაყვას. მან მიუძღვნა წრფელი პოეტური განცდით გამთბარი ლექსები ოვანეს თუმანიანს, უკრაინელი ქალის სიმღერას, ესპანეთის გმირ ხალხს.
თავისი ლექსით, სიტყვით, საქმით იგი ყველგან განასახიერებდა ცხოვრებისადმი, შენებისადმი, განახლებისადმი თავდავიწყებულ სიყვარულს, აღტაცებას, შრომისა და შემოქმედების ხალისს.
არც ერთ ქართველ პოეტს არ რგებია იმდენი სიყვარული და აღტაცება, რომლითაც პაოლო იაშვილის პიროვნებისადმი იყვნენ გამსჭვალული XX საუკუნის მთელი რიგი გამოჩენილი მოღვაწენი და მხატვრები უცხოეთში, რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში.
1934 წელს, საბჭოთა მწერლების პირველ ყრილობაზე, რომელსაც მთელი მსოფლიოს მოწინავე ლიტერატორები ესწრებოდნენ, პაოლო იაშვილი გამოვიდა შესანიშნავი სიტყვით. ვინც ამ ყრილობის სტენოგრამას გაეცნობა, თვალნათლივ დაინახავს, რომ არც ერთ გამოსვლას, თვით მოხსენებებსაც კი არ გამოუწვევია იმდენი ტაში და აღტაცება, რაც პაოლო იაშვილის პატარა სიტყვას ხვდა წილად.
როდესაც ქართველი მკითხველი პაოლო იაშვილის სიკვდილის შემდეგ გამოცემულ წიგნს იღებს ხელში, არ შეიძლება მან არ იგრძნოს ნამდვილი პოეტის ელვარე შთაგონება, ძლიერი, მჩქეფარე ტემპერამენტი, მდიდარი და დახვეწილი პოეტური კულტურა და, რაც მთავარია, უაღრესად თვითმყოფადი ტალანტი, ის თანდაყოლილი მკაფიო ნიჭიერება, რომელიც იგრძნობა მის ლირიკულ ლექსებშიც, პატარა მოთხრობებშიც და თარგმანებშიც.
პაოლო იაშვილის მიერ თარგმნილი პუშკინის ნაწარმოებები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენაძენია თანამედროვე ქართული მწერლობისა. ეს არის ჭეშმარიტად პოეტური თარგმანის საინტერესო, ორიგინალური ნიმუში.
პაოლო იაშვილი მოწოდებით მხატვარი იყო. როგორც ცნობილია, ის სწორედ ამ მიზნით გაემგზავრა თავის დროს პარიზში, ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში სასწავლებლად.
უფრო გვიან პოეზიით გატაცებამ მას თითქმის მთლიანად ააღებინა ხელი ფერწერაზე.
მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ თვით მის პოეტურ შემოქმედებაში არის ისეთი თვისებები, რომლებიც მხატვრის ნიჭზე, თავისებურ მხატვრულ ოსტატობაზე მეტყველებენ.
ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საყურადღებოა მისი „ავტოპორტრეტი“, „ტრიპტიხი“, დავით კლდიაშვილისადმი, ნიკო ლორთქიფანიძისადმი, ვალერიან გაფრინდაშვილისადმი, ტიციან ტაბიძისადმი, გიორგი ლეონიძისადმი მიძღვნილი ლექსები.
ეს არის შესანიშნავი პოეტური პორტრეტები, რომლებშიც ზუსტი შტრიხებით, კოლორიტული დეტალებით, თვით პოეტური სტილის თავისებურებით, გახსნილია თითოეული ამ პიროვნების ხასიათი და შინაგანი ბუნება.
აი, როგორი ცოცხალი, ზუსტი საღებავებით არის წარმოსახული პოეზიის ენაზე ნიკო ლორთქიფანიძის პორტრეტი:
ხარ მოელვარე ვით სატევარი,
ემორჩილები მზეს და იადონს,
მომეცი ნება, როგორც მწევარი,
ლექსი გაჩუქო ბუნებით ბატონს.
გაგიძნელდება ქვეყნის დანდობა,
მაგრამ ხარ მუდამ კეთილშობილი,
მიმონებს შენი დარდიმანდობა
და იშვიათი ჩვენში პროფილი.
ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სტილით არის დაწერილი პაოლო იაშვილის ლირიკული მიძღვნები „ცისფერყანწელებისადმი“.
აქ გამოკვეთილია არა მხოლოდ გარეგნული თვისებები პოეტის მეგობრებისა, არამედ მათი შემოქმედებითი ბუნებისათვის დამახასიათებელი ნიშნებიც.
ინდივიდუალური კოლორიტის შესაქმნელად პაოლო იაშვილი ხშირად მიმართავს თავისებურ პოეტურ იმიტაციას. ასე მაგალითად, ვალერიან გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი ლექსი დაწერილია უარღესად დახვეწილი, რაფინირებული სტილით.
აქ ზუსტად დაჭერილია „დაისების“ ავტორის თავისებური ინტონაცია, მისი მეტაფორისტიკის დამახასიათებელი ელფერი.
თვით პაოლო იაშვილი ჰყვებოდა, რომ „ცისფერყანწელებმა“ როგორღაც გადაწყვიტეს, ვალერიან გაფრინდაშვილისთვის მისი დაბადების დღეს მიერთმიათ 25 ახალი რითმა.
ეს ლექსიც ამ მხრივ თითქოს ძვირფას საჩუქარს წარმოადგენს პოეტისთვის, რომელიც განსაკუთრებით ზრუნავდა რითმის სიახლეზე და კეთილხმოვანებაზე.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ლექსში პირველად იქნა ნახმარი თავისი დროისათვის უაღრესად ორიგინალური ქართული რითმა: „უკაცრავად – გაუკაწრავად“, რომელიც შემდეგ ზოგიერთმა სხვა პოეტმაც გაიმეორა.
აი, ორი სტროფი გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი ლექსიდან:
როდესაც გძინავს დამძიმებულ წვიმიან დღეში,
შენ თმებს გივარცხნის ოფელია სუსტი თითებით.
იმას გედები ჩააბარეს თეთრ სამოთხეში
და გულსაფარი მოუქარგეს მარგალიტებით.
გაახელ თვალებს, მორცხვად იტყვი: ახ, უკაცრავად!
ჩამოხსნი ფრთხილად თეთრ ნაბადს და დერიდახოლებს,
და თუ დაჰკოცნი იმის თითებს გაუკაწრავად,
ათ კოცნას თვალი ათ მარგალიტს გადააყოლებს. სრულიად სხვა ინტონაციით, სხვა პოეტური ასოციაციებით, სხვა წყობით არის დაწერილი გიორგი ლეონიძისადმი მიძღვნილი ლექსი:
შენი ლექსი წითელ ძროხის ჯოგია,
შენი გული ყვითელ ოქროს მორგვია,
შენი სული აღდგომის ელოგია.
არ ამცილდეს შენთან ძმური ერთობა.
შენ ოცნებით თამარისკენ წახვედი,
ჰგავხარ ლაშარს ანთებული სახეთი,
მოდი ვნახოთ შენი გარე კახეთი,
სადაც სიტყვა წარსულით გაერთობა
პაოლო იაშვილის ორიგინალური პოეტური ტალანტი თავისებურად გამოვლინდა „დარიანული ლექსების“ ციკლში, რომელიც ლირიკული გარდასახვის იშვიათ მაგალითს წარმოადგენს უახლესი დროის ქართულ პოეზიაში.
პაოლო იაშვილმა შექმნა შესანიშნავი პოეტური მისტიფიკაცია, მომხიბლავი ლეგენდა ახალგაზრდა მეოცნებე ქართველ ქალზე. ნატიფი სახეებით გადმოსცა მისი ინტიმური სამყარო, მისი სულის ფარული თრთოლვა, მისი ვნებები, მისი სევდა და ოცნებები.
მართალია, ამ ციკლის ზოგიერთ ლექსს ატყვია მოდერნისტული განწყობილებების, თავისებური სტილიზაციის დაღი, მაგრამ უმრავლესობა ამ ლირიკული შედევრებისა დღემდე გვხიბლავს განცდის სიცხოველით და ბრწყინვალე პოეტური არტისტიზმით.
აქ გვხვდება ისეთი სტრიქონები, რომლებიც ლექსის მუსიკალური გააზრების, ევფონიის თვალსაზრისით, ნამდვილ მარგალიტებს წარმოადგენენ XX საუკუნის ქართულ ლირიკაში:
დაიტანჯა
მაჯა
მარჯნის
მძიმე
ჯაჭვის
ტარებით,
ბევრი ცრემლი
დამეხარჯა
ერთ ღამის ნეტარებით,
და ლოყაზე
დარჩა
ფარჩა
ცხელ პირის მიკარებით…
. . . . . . .
ჩემს დამტანჯველს
ღმერთი
დასჯის
ქაჯად გადაგვარებით…
საოცარი სიზუსტით, შინაგანი კდემამოსილებით არის გამხელილი ამ ლექსებში ახალგაზრდა შეყვარებული ქალის განცდები, მისი განწყობილების ცვალებადობა, მისი მარადქალური, მგრძნობიარე, ნაზი ბუნება.
აქ ყოველ ემოციურ გამმას აქვს თავისი მდიდარი შინაგანი ნიუანსები
მომდურავ თავადს მე ვიგონებ ნაზი ზმანებით,
წაიღო კოცნა და ნაწილი ჩემი პერანგის.
ყველას გიყვარდათ – სიყვარული მეც დამანებეთ,
მე მოვიტანე ელვარება ფერადი ჰანგის
და ჩემ ცელქ ფეხებს ენატრება რკალი უზანგის.
არავის კოცნას არ ვიგონებ მე დანანებით…
განსაკუთრებით რბილი, შეკავებული ტკივილის გამომხატველი ნახევარტონებით არის დაწერილი ელენე დარიანის უკანასკნელი გამოსათხოვარი ლექსი:
უნდა აყვავდეს მალე ქვიშნები,
უნდა ბალახი დილამ დათრთვილოს,
მე ამ ზაფხულზე დავინიშნები
და მივატოვებ ჩემს საქართველოს…
პაოლო იაშვილი იყო დაბადებით პოეტი, სიყრმითგანვე „პოეტური შთაგონებით დასნეულებული“, შემოქმედების ჟინით შეპყრობილი პიროვნება.
პოეტურ სიტყვასთან ჭიდილს მისთვის მოჰქონდა დიდი ბედნიერება და ამ სიხარულს იგი უხვად, ნამდვილი ქართული ხელგაშლილობით ხარჯავდა.
პოეტის ტვირთს იგი ატარებდა მომხიბლავი სიმსუბუქით, ლაღად, თითქოს სხვათა შორის, მაგრამ მისთვის უცხო არ ყოფილა სულიერი კრიზისის მძიმე წუთებიც, ის დიდი სატანჯველი, რომელიც მან თავის ცნობილ ლექსში „პოეზიაში“ გაანდო მკითხველს.
1918 წელს დაწერილ თავის ლირიკულ აღსარებაში პაოლო იაშვილი გვიყვება, როგორ იგრძნო მან პირველად პოეტის შთაგონებით დასნეულება:
თორმეტი წლიდან აღარ მაცლიდნენ
ცხოვრებას დიდი ოქროს ჩიტები…
პოეტის ხვედრი მას მაშინ საბედისწერო ელფერში წარმოუდგებოდა:
ღმერთმა სიგიჟე გარდმომივლინა,
რადგანაც ხშირად ვიყავ მშიერი.
დედა მიტირებს მე ბაბილინა
და ჯიბრაელი მამა ძლიერი.
პაოლო იაშვილის გვიანდელ ლექსებში ეს პირადი უბედურების, მიუსაფრობის, განწირულობის მოტივი თითქოს სამუდამოდ დაინთქა და განქარვდა.
ცხოვრება მის თვალწინ გაიხსნა ახალი კუთხით და მისმა პოეტურმა შთაგონებამაც სრულიად სხვა, საღ, აუმღვრეველ წყაროს მიაგნო.
სამშობლოს გულთან მკერდით შედუღებულმა პოეტმა იგრძნო დიდი შვება, უმაღლესი სიხარული მიწაზე დაბრუნებული შემოქმედისა.
ლექსში „მაგიდა – ჩემი პარნასი“ განუმეორებელი უშუალობით, სისადავით, ბრწყინვალე პოეტური ხატოვანებით არის გამხელილი ეს ნათელი გრძნობა:
თითქოს უბრალოდ მე ვწერდე წერილს,
გამიადვილდა უეცრად შრომა.
ციდან მოსმენილ შუადღის ჟღერის
მონად გამხდარა ლექსების ზომა.
მარცვლების ძებნას დაიწყებს ცერი,
აავსებს წერილს წუხანდელ ცის დარდი
და მღერის, მღერის კალამის წვერი
კალამის წვერი – ბულბულის ნისკარტი.
ჭეშმარიტი პოეტი თვითონ ქმნის თავის ბიოგრაფიას, შთამომავალთა მეხსიერებაში ის რჩება თავისი ლექსებით, მის მიერვე შექმნილი სახეებით გარშემორტყმული. დროს მიაქვს ცხოვრების წვრილმანები და ტოვებს მთავარს, არსებითს, იმას, რაც პოეტმა ქაღალდზე დაღვარა და სამუდამო სიცოცხლისთვის ჩაბერა სული.
მაგრამ პოეტის პირადი ბედ-იღბალი მაინც განსაკუთრებულ ელფერს სძენს მის შემოქმედებით პიროვნებას.
პაოლო იაშვილმა თავისი სიცოცხლე დაასრულა დრამატული ჟესტით.
გერონტი ქიქოძე თავის მოგონებაში წერს:
„ეს ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ჭაღებით განათებული დარბაზები, ტაშით ახმაურებული აუდიტორია, ბრწყინვალე ბანკეტები და არტისტული ყავახანები უყვარდა, თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წელს ძალიან განმარტოვდა.
1937 წლის ზაფხულში ის ხშირად თავისი ბინის ლოჯიაში ჯდებოდა ჯაფარიძის ქუჩაზე და სევდიანად გასცქეროდა მახათის მთის გოლგოთას. ხანდახან ბოტანიკურ ბაღში ადიოდა და ცდილობდა აფორიაქებული სული დაეშოშმინებინა თითქმის დამშრალი ჩანჩქერების პირას“.
შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც თანამედროვეებმა, ახლობლებმა პაოლო იაშვილს მხოლოდ მისთვის უკანასკნელ 1937 წელს შეამჩნიეს, სინამდვილეში გაცილებით ადრე დაგუბდა პოეტის სულში.
იმის გასაგებად, თუ რა ხდებოდა მის შეგნებაში იმ დროს, საკმარისია კოლაუ ნადირაძისადმი 1934 წელს მოსკოვიდან მოწერილი ლექსის წაკითხვა:
ქართულად ვთარგმნი პუშკინის ამბავს,
ახლა ჯერშია მისი „ციგნები“,
მაგრამ სიჩუმე საუბარს აბამს:
„მარტო ხარ, მარტო, მარტოც იქნები!“
ვკითხულობ შოთას, ვაჟას და საბას
და ვერ მშველიან მათი წიგნებიც,
ვწვები… თავამდე ვიხურავ საბანს,
მესმის: „მარტო ხარ, მარტო იქნები“.
„ფერად ბუშტებში“ პაოლო იაშვილი, სხვათა შორის, იგონებს ერთ ნაწყვეტს არსენას ლექსიდან:
წუხელი სიზმარი ვნახე,
სისხლით ვიღებავდი წვერსა…
როგორც ცნობილია, ეს სტროფი ასეთი სიტყვებით მთავრდება:
ძალით თუ არავინ მომკლა,
ნებით გამოვიჭრი ყელსა!
პაოლო იაშვილს არავისთვის არ მოუხვევია თავს ის ჯოჯოხეთი, რომელსაც სულის სიღრმეში ატარებდა.მარტოობის ჟამს მას, ალბათ, ხშირად აგონდებოდა თავისივე ძველი ლექსი:
ჩემო ქვეყანა, მეტად ძნელია
შენი დაკარგვა და დატოვება,
სოფლის ბავშვები აღარ მელიან,
არ მელის მუხა ათასრტოება…
პაოლო იაშვილი შთამომავალთა მეხსიერებაში დარჩება ქართული პოეზიის ნამდვილ რაინდად, თავისი წმინდა სახელით, მშვენიერი ლექსებით და ასევე ლამაზი, შეუბღალავი ბიოგრაფიით.
როგორც ამბობენ, პოეტის ღვაწლი, როგორც სიკეთე, სანთელ-საკმეველივით გზას არ კარგავს. და ეს დიდი სინათლე მაინც მოვიდა ჩვენამდე, სამუდამოდ დაესაკუთრა ქართველი ადამიანის გულს.
პაოლო იაშვილის ლექსები იქცნენ ჩვენი ხალხის, დღევანდელი საქართველოს, თბილისის, მისი მიწისა და მზის განუყოფელ ნაწილად.
აღსრულდა პოეტის სურვილი და წინათგრძნობა:
მინდა ავვარდე მამადავითზე,
იქ აირჩიე, სულო, ბინა შენ!
მინდა უეცრად მუხლზე დავეცე
ჩემი თბილისის და მზის წინაშე.
ჩემო ქალაქო! არ დამაკელი
შენ სიხარული მზისგან ფერილი,
თავზე გადგია, როგორ კანკელი,
ცა მოელვარე და აჟღერილი.
შენს ალაყაფთან მსურს დავალაგო
ლექსები, როგორც სისხლის წვეთები,
მილიონ ხმებით სავსე ქალაქო,
დიდი სატახტო ხარ პოეტების!
![]() |
ლეო ქიაჩელი, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ი. ნიკოლაძე (ზის), ვ. რუხაძე, კ. მაყაშვილი |
ირაკლი აბაშიძის თვალით დანახული პაოლო იაშვილი
მსურდა ეს ხსოვნაც, ძველი დარდის ერთი ფურცელიც, უხმოდ წამეღო, როგორც ვაჟკაცს მოეთხოვება, მაგრამ დავნებდი, – სათქმელს ძველებრ ვერ გავუძელი. . . ძნელი ყოფილა ორმოცდაათს მიახლოება. ვწერ ამ სტრიქონებს, იქნებ სულმა იგრძნოს დაცხრომა, იქნებ გათავდეს, შენზე ფიქრი აღარ მომინდეს; ყურში არ რეკდეს იმ დღეს ჩვენზე ზეცის გაწყრომა, ზაფრას გავექცე იმ დასაწვავ საღამოინდელს. ახლა რად გვინდა განსჯა ყოვლის ამრევ-დამრევი: სჯობდა, არ სჯობდა შენგან შენზევ თოფის გაწყობა? იყო ნაბიჯი გარდუვალი თუ ნაჩქარევი, იყო გაქცევა ის გასროლა თუ ვაჟკაცობა? შენ კაცი იყავ, გქონდა კაცის ყველა თვისება, წლობით შეგეძლო გემიჯნურა, გეგრძნო, გელოთა, მაგრამ იმ ნაბიჯს (დღეს რად გინდა ამის მტკიცება), იქნებ ყველასგან, მაგრამ შენგან არვინ ელოდა. კეთილ ვარსკვლავზე, ბედნიერ დღეს დაბადებული, ყველა სიკეთის მომხვეჭელი, ცაში დამჭერი, მუდამ ზეიმად, მუდამ ლხინად გამზადებული, ძმობის შემკვრელი, სუფრის თავი, ბეჭის დამჭრელი; შეყვარებული მოქნილ სიტყვას, მოძმის ქებასა, სულ უზრუნველი, სულ ჰარალი, სულ უდარდელი, გადაყოლილი მრუდს და მართალს. . . ჰაი, დედასა! ასე გიცნობდა, თუ გიცნობდა სადმე ქართველი. შენ არ მიგაჩნდა ეს არც ქებად, არც რამ გინებად; არცთუ სჩიოდი – სად შენ და სად საყვედური, მაგრამ დღეს გეტყვი, და ეს ჩემგან ნუ გეწყინება: შენ არ შეგეძლო და არც იყავ წინდახედული. ვიცი, ჰო, ვიცი, დღეს ამის თქმა არის იოლი, ოცი წლის შემდეგ, დროის წამლით განკურნებისას, მაგრამ შენ მაშინ იყავ მხოლოდ კაცი ტრფიალი, იყავ ამტყდარი, მონავარდე, ბალღურ ნებისა. ყველას უყოფდი შენს სიხარულს, რაც გაგეხარდა, გრძნობებს მისდევდი უაღვიროდ და უსადავოდ, და რადგან მგოსნის სიყვარულით ყველა გიყვარდა, გეგონა, არც ვის არც რომ ჰქონდა შენთან სადავო. სიცოცხლის ეშხით, ამქვეყნიურ ნექტრით დამთვრალი შენი გონება შთაგონების ღმერთთან ომობდა და თუ წესია, თუ კაცსა აქვს რამ სამართალი – შენთან სადავო მართლაც ვის რა უნდა ჰქონოდა! ორ საქართველოს დაჯახების მოხვედი მიჯნაზე, ბრძოლის ფიცხელი ნახე, ძველზე ახლის ჯობნების, შენ ორთავ ქვეყნის ტრფობა გეკრა გულისფიცარზე, როგორც ყმაწვილ კაცს სიყვარული გაყრილ მშობლების. და როცა ნაღდად ორი ქვეყნის გზა გაიყარა, იშვა ახალი ძველი მიწის სიმყუდროეზე, შენ ვაჟკაცურად, არა გულქვად და ჰაიჰარად, მგოსნის გულშივე ჰკლავდი დარდებს წარსულ დროებზე. მაგრამ მოვეშვათ, აქ ახალი არაფერია, ეს მხოლოდ მისთვის მივაშველე ლექსს იარაღად, რომ მეთქვა შენთვის და ჰა, კალმით დამიწერია: შენ იმ ბრძოლების, იმ ჭიდილის, მსხვერპლი არა ხარ. ძველ სამშობლოზე შენ შეგეძლო ლოცვით გელოცა, ახალ მამულშიც ვერცხლზე არა გაგიცვლია რა; შენ, შენ დაეცი იმ წელს, როცა საქართველოზე კაენის სულის აღზევებამ გადისრიალა. თვითონ მტერთაგან საქართველოს მტრებზე მითვლილი სწუხდი, მეძახდი, თან დამდევდი ოცი წელია, რომ გეთქვა ჩემთვის მაგ ოცი წლის შენი სიკვდილით, მგოსანს ჭეშმარიტს რომ სიკვდილი არ უწერია.
1957
პაოლო
ზოგს რაც პოემით ვერ უთქვამს მგოსანს, –
ძალუმდა მისას კალმის ერთ მოსმას…
დრო დიდი მან არ ღირსა ჭოჭმანს, –
საწურთო დათმო ჩემზე უმცროსმა.
მე ყურს არ ვუგდებ, დღეს ვინ რას როშავს,
სულსა ვერ სძლია, ეს ვიცი, ხორცმა…
პაოლომ ტყვია იგლიჯა როცა,
დროს ჰგლიჯა ტყვია,
დროსა!
რაც მთავარია,მას, ნიჭის გარდა
(რასაც ვერარა ვერ მაღალს ხალთა);
სინდისიც ჰქონდა,
სინდისიც ჰქონდა, –
აქვს რაც ამ ქვეყნად ძალიან ცოტას!