понедельник, 16 марта 2015 г.

პაოლო იაშვილი

პაოლო (პავლე) იაშვილი დაიბადა 1892 წლის 29 ივნისს საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში. ის იყო ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ესეისატი.  
პოეტის მამა ჯიბრო (ჯიბრაელ) იაშვილი შეძლებული აზნაური იყო. საქართველოში მას კარგად იცნობდნენ, როგორც განსწავლულ პროვიზორს (ფარმაცევტს) რევოლუციამდე საკუდარი აფთიაქიც ჰქონია. მის ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ გამოჩენილი ადამიანები, საზოგადო მოღვაწეები. თავად პაოლო მამამისსლირიკულ აფთიაქარსაცუწოდებდა. მისი უაღრესად პოეტური ბუნების გამო, მამას პოეტმა ლექსიც მიუძღვნა – „აფთიაქარი“.
პაოლოს დედაბაბილინა მდივანი ღრმად მორწმუნე, სათნო და სტუმართმოყვარე ქალი ყოფილა.
იაშვილების ოჯახს პაოლოს გარდა კიდევ ხუთი შვილი ჰყავდაოთხი ვაჟი და ერთი ქალი, ოჯახის წევრთა უმრავლესობას ტრაგიკული ბედი ერგო: ერთი ძმა 1924 წელს დახვრიტეს, შორაპანში. მეორე – 1940 წელს გადაასახლეს
1900 წელს პაოლო იაშვილი ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მოსამზადებელ ჯგუფში შევიდა, აქვე სწავლობდნენ ვალერიან გაფრინდაშვილი, ტიციან ტაბიძეპაოლოსდროინდელი ქუთაისის კლასიკური გიმნაზია ეროვნული მოძრაობის მძლავრი კერა იყო. მოსწავლეები აქტიურად გამოდიოდნენ ეროვნული უფლებების, ქართული ენის დასაცავად. ამის გამო, ისინი ხელისუფლებისა და გიმნაზიის ხელმძღვანელობის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ.
ასეთ პირობებში ცხოვრებამ, ბუნებრივია, კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინა პოეტის სულიერი სამყაროს, ეროვნული თვითშეგნების ფორმირებაზე.
1911 წლიდან . იაშვილმა სწავლა ანაპაში, ვოზნესენსკისა და შეპეტოვის კერძო გიმნაზიაში განაგრძო, 1913 წელს გამოიცა ჟურნალიოქროს ვერძისპირველი ნომერი. (ამავე სახელწოდების ჟურნალს სცემდნენ მოსკოველი სიმბოლისტები). ჟურნალის გამოცემა იმავე წელს შეწყდა.
მალე პაოლო იაშვილი პარიზში გაემგზავრა და ხელოვნების ინსტიტუტის მსმენელი გახდა. აქ კიდევ უფრო გაღრმავდა მისი დაინტერესება სიმბოლისტური პოეზიით. საფრანგეთში პოეტს საშუალება მიეცა, ღრმად გაცნობოდა ფრანგი სიმბოლისტების შემოქმედებას.
1915 წელს პოეტი სამშობლოში დაბრუნდა. ქუთაისში დაიდო ბინა და აქტიურად ჩაერთო ჩვენი ქვეყნის ლიტერატურულ ცხოვრებაში.
1916 წელს ქუთაისში გამოვიდა ჟურნალიცისფერი ყანწები“, რომელიც იხსნებოდა პაოლოს პირველთქმით. ეს მანიფესტი ქართველ სიმბოლისტთა საპროგრამო დოკუმენტადაა მიჩნეული, 1920 წლის 20 მაისს პაოლო იაშვილის ინიციატივით დაარსდა ლიტერატურული გაზეთი: „პოეზიის დღე“.
1917 წელს შეიქმნა საქართველოს მწერალთა კავშირი და პაოლო იაშვილი ამ ორგანიზაციის წევრი გახდა. ლიტერატურული მისწრაფებანი მან ჯერ კიდევ ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში გამოავლინა, წერდა ქართულ და რუსულ ლექსებს.
პაოლო იაშვილი, ისევე როგორც ბევრი სხვა დიდი შემოქმედი, უმძიმესი წინააღმდეგობების წინაშე აღმოჩნდა საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომცისფერყანწელებსდა თავად პაოლოს რამდენადმე ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდათ საბჭოთა ხელისუფლების მიმართ, უფსკრული მათ შორის დღითიდღე ღრმავდებოდა. ზოგიერთი ცნობით, პაოლო იაშვილი თითქოსდა აღტაცებით შეხვდა 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს გასაბჭოების დღეს, მაგრამ ქართული ჯარის გენერლისგიორგი მაზნიაშვილის მოგონებებში აღნიშნჟლია, რომ პაოლოსა და მისი მეგობრების როლი 25 თებერვლის ამბებში აღელვებული ხალხის დამშვიდებით და თბილისში წესრიგის დამყარებით შემოიფარგლებოდა.
გენერალი გიორგი მაზნიაშვილი იგონებს, რომ ვინაიდან პოეტები დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ ქალაქში, მას თავად მიუცია მათთვის დავალება, როგორმე დაეშოშმინებინათ აღელვებული ხალხი, მისულიყვნენ ბოლშევიკთა ხელისუფლების წამომადგენლებთან და ეთქვათ, რომ საქართველოს ჯარმა და მთავრობამ დატოვა თბილისი და ეთხოვათ ზომების მიღება, რათა არეულობით არ ესარგებლათ ცალკეულ ჯგუფებს და არ დაეწყოთ ხალხის ძარცვა, წლების მანძილზე, ეს ფაქტი მიჩქმალული იყო და 1921 წლის 25 თებერვალი ლაქად აჩნდაცისფერყანწელთაბიოგრაფიას. (ამის შესახებ იხ. თამარ წულუკიძის მოგონებები, ჟურნალიდროშა“, 1973 .).
გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი
თუმცა, უნდა ითქვას, რომ ხელისუფლება . იაშვილს ერთხანსმოწყალე თვალითუყურებდა. 1927 წელს იგი აირჩიეს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატად და თბილისის საბჭოს წევრად. 1934 წელს ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. 1934 წლამდე მივლინებული იყო მოსკოვში, მწერალთა საკავშირო ყრილობაზე. მთავრობამ შრომის წითელი დროშის ორდენითაც დააჯილდოვა პოეტი, მაგრამ პარალელურად ძლიერდებოდა ხელისუფალთა ზეწოლა შემოქმედებითი ინტელიგენციის, განსაკუთრებით კი მწერლობის წარმომადგენლებზე. იმ ბრალდებებსა და ეპითეტებს, „ხალხის მტერი“, „ჯაშუში“, „ნაციონალისტი“, „რევანშისტი“, რომლითაც ხელისუფალნი ამკობდნენ მათთვის მიუღებელ პიროვნებებს, ვერც პაოლო და მისი მეგობრები ასცდნენ. მათ გაუხსენეს სიმბოლისტური წარსული და ბრალი დასდესხალხის ინტერესებისადმი გულგრილობაში, უიმედობაში, ცხოვრებისგან მოწყვეტაშისაავდრო ღრუბლები პაოლოს თავზეც იკრიბებოდა… „პირველი ყველაზე დიდი მსხვერპლი, რომელიც 1937 წლის რეპრესიებმა შეიწირეს, ქართველ მწერალთაგან, იყო პაოლო იაშვილი“ (, ნჯლლაიშვილი).
პაოლო სულიერი ენერგიის მაქსიმალური მოკრებით, ვაჟკაცურად მოემზადა ამ ტარაგედიასთან შესახვედრად და რომ იტყვიან, ერთი ნაბიჯით დაასწრო იმ საბედისწერო განაჩენს, რითაც ხალხისა და ქვეყნის მტრად შერაცხულისათვის ტყვია უნდა დაეხალათ.
ამ გასროლის ხმა მთელს იმპერიაში გაისმა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გაბედული პროტესტი.
ამპროვოკაციული აქტითგაბოროტებულმა ხელისუფლებამ, სხვა რომ ვერაფერი იღონა, მკვდარი პოეტიც არ დაინდო და მას მოუწყო ულმობელი სასამართლო.
მივყვეთ მოვლენათა მსვლელობას
გარდა შემოქმედებითი დისკუსიებისა, რომელიც ბოლო ხანს პაოლოს უმართავდნენ ხოლმეიდეოლოგიური მავნებლობისგამო, მკაცრად აკრიტიკებდნენ ახლო ურთიერთობისათვისხალხის გამომჟღავნებულ მტრებთან”: ჯიქიასთან, ლომინაძესთან, ელიავასთან, აღნიაშვილთან. ხშირად იმართებოდა სხდომები, სადაც მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი მსჯელობდა პოეტის მიერჩადენილ მოღალატებრივ საქმიანობაზე”.
ბრალმდებლებად იქცნენ ძველი მეგობრები თუ თანამოაზრენი, ზიზღნარევი აღშფოთებით გმობდნენხალხის მტრისა და დივერსანტისსაქციელს და კატეგორიულად უსვამდნენ საკითხს, თუ მართალი ხარ-დაგვიმტკიცეო. ასე თანდათანობით მზადდება საფუძველი პაოლო იაშვილის ტრაგედიისათვის.
მწერალთა კავშირის ოქმებში ხშირად გვხვდება ხალხის მტრებად შერაცხულ მწერალთა, დასჯილთა თუ დასასჯელად გამზადებულთა, სიები, რომლებიც შემაძრწუნებელ შთაბეჭდილებას გვიქმნიან 1937 წლის მოვლენებზე. პაოლო ადვილად არ ეგუებოდა მდგომარეობას. მითუმეტეს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებანი სრული სიყალბე და ცილისწამება იყო. მაგრამ, სამწუხაროდ, თავის გამართლებისა და გადარჩენის არანაირმა ფორმამ არ გამოიღო შედეგი.
ერთ დროს არტისტული ბუნებითა და სიცოცხლის ხალისით სავსე პოეტი სასოწარკვეთილებამ შეიპყრო, თითქმის ყველას ჩამოშორდა, “თავის განუყრელ მეგობარს, თავისი სიამის ძმას-ტიცინსაც კი. ხავერდოვან თვალებში განუშორებელი სევდა ჩაუდგა. იშვიათად თუ ვხვდებოდით, ისიც მწერალთა სასახლეში ან მაჩაბლის ქუჩაზე. ასე ზეზეულად ჩაქრა მისი მჩქეფარე სიცოცხლე”. – იგონებს შალვა აფხაიძე.
მეწყერივით თავს დამტყდარმა ბედისწერამ პაოლო ტრაგიკული არჩევანის წინაშე დააყენა: ან დალოდებოდა კარს მომდგარ უმკაცრეს განაჩენს, ან ნიშნად, პროტესტისა და უმწეობისა, თავად უნდა დაესწრო და თვითმკვლელობით აღდგომოდა წინ მოზღვავებულ ბოროტებას. როგორც ცნობილია, პოეტმა მეორე გზა აირჩია
უკანასკნელი წერილი მან საყვარელ მედეას გაუგზავნა. მისი სიყვარულითა და უკურნებელი დარდით გაშორდა იგი ამ ქვეყანას. პატარა გოგონას სიყვარულმა ვერ შეაცვლევინა გადაწყვეტილება.
მწერალთა სასახლეში დატრიალებული ტრაგედიით სულშეძრულ მიხეილ ჯავახიშვილს ცრემლმოერვით უთქვამს: “ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობა”-.
თვითმკვლელობის თავისთავად შემაძრწუნებელ ამ ფაქტს, მეტ ტრაგიკულ შინაარსს ისიც სძენს, რომ პოეტმა ეს საბედისწერო ნაბიჯი სწორედ იმ წუთებში გადადგა, როდესაც პრეზიდიუმის სხდომაზე მისი განაჩენი გამოჰქონდათ”. მან მწერალთა სასახლის კედლები საკუთარი თავისთვის ნასროლი ტყვიის გრიალით შეაზანზარა.
სისხლით შეიღება კაბინეტი, ჭერი და კედლები. სამწუხაროდ, ბოროტების იმპერიაში პროტესტის ნიშნად დაქუხებულმა ამ გასროლამ შედეგი ვერ მოიტანა, ვერ გამოაფხიზლა ეშმაკთან წილნაყარი ადამიანები. პირიქით, ჯერ კიდევ გაუცივებელი და სისხლშეუმშრალი პოეტის გვამს საბჭოთა იდეოლოგიის მონებმა თუ კარიერის მაძიებელმა ზიზღისა და ცილისწამების ახალი რისხვა დაატეხეს. ვერც  1937 წელს  პაოლოს  მიერ სიცოცხლის თვითმკვლელობით  გამოწვეულმა  ტრაგიზმმა   და  ვერც მწერალთა  კავშირის  შენობაში  დატრიალებულმა  "სიკვდილის საზარელმა სუნმა" შეძლო საბჭოთა იდეოლოგების შეძვრა.
მხოლოდ ინდივიდუალიზმი და კამერულობა“ – ასე აფასებდნენ ბოლშევიკური იდეოლოგიის მესვეურები პოეტის მიერ 1932 წელს შექმნილ საუკეთესო ლექსებს: „მაგიდაჩემი პარნასი“, „როგორც აფრის ტკაცუნიდა სხვ. ამგვარმა უსამართლო კრიტიკამ და ზოგადად შექმნილმა უმძიმესმა სიტუაციამ საშინლად იმოქმედა პოეტზეთანამედროვეთა გადმოცემით, ბოლო ხანებში იგი განმარტოვდა, გულჩახვეული გახდა. თავის განუყრელ მეგობარსტიციან ტაბიძესაც კი იშვიათად ხვდებოდა.
თითქოს სიცოცხლეშივე გრძნობდა შემაზრზენი განაჩენის მოახლოებას, რომელიც თავის ერთ-ერთ ლექსში აისახა:

ღმერთო! აპატიე,-
მე თუ ვერ მიშველი-
დედას, რომ დაგინთო ჩემ სიგრძე სანთელი,
მისთვის, რომ ჩემს გულში
დაყუჩდეს გრიგალი და კორიანტელი”.
დაკრძალეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.



ოჯახი
პაოლოს დედა, ბაბილინე ბარონის ასული მდივანი კეთილშობილი, სათნო, ღრმად მორწმუნე და სტუმართმოყვარე ქალი ყოფილა. მამა, ჯიბრაელ (ჯიბო) დავითის ძე იაშვილი, წოდებით აზნაური, მთელ დასავლეთ საქართველოში ფრიად ცნობილი პიროვნებაკიევში განსწავლული პროვიზორი იყო. საკმაოდ შეძლებულ, შვილმრავალ ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ პაოლოს მეგობრები. ჯიბოს, სახელგანთქმულ ფარმაცევტს, ორსართულიანი სახლი ჰქონდა აგრეთვე ქუთაისშიც. სწორედ აქ ედო ბინა შემდგომში პაოლოს რედაქტორობით გამოცემულ ჟურნალებს - "ოქროს ვერძი" და "ცისფერი ყანწები".
განათლება
1900 წლის 1 სექტემბრიდან პაოლო იაშვილი მშობლებმა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს. მასთან ერთად სწავლობდნენ ცისფერყანწელთამომავალი ლიტერატურული ჯგუფის გამოჩენილი წარმომადგენლები:ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძე. კლასიკური გიმნაზიის მოწაფეთა ისედაც მძლავრი ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთება კიდევ უფრო გაძლიერდა 1905 წლის რევოლუციის მოახლოების შედეგად.1911 წლიდან პოეტმა სწავლა განაგრძო ანაპაში - კერძო გიმნაზიაში1913 წელს პაოლო პარიზში გაემგზავრა და ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში შევიდა. პარიზში გატარებულმა დრომ, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი შეასრულა პაოლო იაშვილის დიდ ხელოვანად ჩამოყალიბებაში. იგი განსაკუთრებით გაიტაცა სიმბოლისტ მწერალთა შემოქმედებამ1915 წელს მსოფლიო ომის ქარცეცხლსა და ევროპის ქაოსს გამოქცეული პოეტი ქუთაისში დამკვიდრდა  და აქტიურად ჩაება ლიტერატურულ ცხოვრებაში.
მოღვაწეობა
მწერალთა კავშირის დაარსების დღიდან პაოლო იაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა მის საქმიანობაში. მისი საზოგადოებრივი ღვაწლის დახასიათების დროს საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მისი უშუალო რედაქტორობით, ქუთაისში ორი ჟურნალი გამოიცა: "ოქროს ვერძი" და "ცისფერი ყანწები".                                                                                                                                                                                                                   1911 წლიდან დაბეჭდა ლექსებ გაზეთ "კოლხიდაში". 1912–1913 წლებში, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სათავეში ჩაუდგ  და რედაქტორობდა ყოველთვიურ ლიტერატურულ-მხატვრულ  ჟურნალს, "ოქროს ვერძს". ამავე წლებში პოეტი გაიტაცა მხატვრობამ. ის გაემგზავრა პარიზში და შევიდა ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში. პარიზში პოეტი  დაუახლოვდა ახალგაზრდა მხატვრებსა და პოეტებს: პიკასოს, აპოლინერს, მოდილიანის და ერენბურგს. ახალგაზრდა პოეტი მხატვრობასთან ერთად სწავლობდა  ფრანგულ პოეზიას  და  მაშინდელ  ქართულ  პრესაშიც  მონაწილეობდა. ბეჭდავდა წერილებსა და თარგმნებს "თემში", "მეგობარში", "თეატრსა და ცხოვრებაში", "კოლხიდაში"

და სხვა ჟურნალებსა და გაზეთებში. პოეტი არ გაჰყოლია მხატვრობას, მაგრამ ჩვენ  შემოგვრჩა მის მიერ  კალმით  შესრულებული  ავტოპორტრეტი   მეგობრების  ნიღაბთა  ჩანახატები
პაოლოს ჩანახატი-მიხეილ ჯავახიშვილი
იაშვილი პარიზში შეხვედრია კონსტანტინე  ბალმონტს და უჩუქნია მისთვის "ვეფხისტყაოსანი". პაოლო იაშვილი პირველი მსოფლიო ომის დროს დაბრუნდა პარიზიდან სამშობლოში. 1915 წელს, . ტაბიძესთან, . გაფრინდაშვილთან, . ნადირაძესთან, . ცირეკიძესთან, . ჯაფარიძესთან, ივ. ყიფიანთან და სხვა ახალგაზრდა პოეტებთან ერთად დააარს "ცისფერი ყანწების" ორდენ  და 1916 წლიდან რედაქტორობდა  ამავე  სახელწოდების  ალმანახს.                                                                                      
 ქართველ  მწერალთაგან  პირველი, რომელიც  რეპრესიებმა  შეიწირ, პაოლო  იაშვილი  იყო. ეს ტრაგედია  მოულოდნელი  არ  ყოფილა. იგი საკამაოდ  დიდი  ხნის  მანძილზე, ნელ-ნელა და  თანდათანობით  მზადდებოდა. გარდა შემოქმედებითი  დისკუსიებისა, რომელიც ბოლო ხანს პაოლოს უმართავდნენ ხოლმე  "იდეოლოგიური მავნებლობის"  გამო, მკაცრად აკრიტიკებდნენ  ახლო  ურთიერთობისათვის "ხალხის გამომჟღავნებულ მტრებთან": ჯიქიასთან, ლომინაძესთან, ელიავასთან, აღნიაშვილთან. ხშირად  იმართებოდა სხდომები, სადაც მწერალთა  კავშირის  პრეზიდიუმი  მსჯელობდა  პოეტის "მოღალატებრივ საქმიანობაზე". ბრალმდებლებად იქცნენ ძველი მეგობრები  თუ  თანამოაზრენი, ზიზღნარევი აღშფოთებით  გმობდნენ  "ხალხის მტრისა და დივერსანტის"  საქციელს  და  კატეგორიულად უსვამდნენ  საკითხს, თუ მართალი ხარ-დაგვიმტკიცეო. ასე  თანდათანობით  მზადდეებოდა საფუძველი  პაოლო  იაშვილის  ტრაგედიისათვის.თუმცა პაოლო იაშვილმა დაპატიმრებას დაასწრო და მწერალთა სახლში, 1937 წლის 22 ივლისს თავი მოიკლა...

ცნობილია, რომცისფერყანწელთაუკანასკნელი მოჰიკანი სერგო კლდიაშვილი ცხოვრების ბოლო წლებში დაბრმავდა.
იგი, თვალისჩინდაკარგული, თვლიდა, რომ ვერ მოასწრო ყველაზე მთავარი: დაეწერაცისფერყანწელთაორდენის ბიოგრაფიათვალცრემლიანი იგონებდა ტიციანს, პაოლოსამბობდა, რომ მათი წასვლის შემდეგ სხვაგვარი გახდა მისი ცხოვრება
ბოლოს განმარტოვდა, ბატონი სერგო თავისი ჩინდაკარგული თვალებით, სივრცეში უკუნეთს სიბნელეს უმზერდა და აკანკალებული ხელით წერდა
პაოლოს უკანასკნელი დღესერგო კლდიაშვილის შექმნილი უკანასკნელი სტრიქონებია
სერგო კლდიაშვილი 
ცდილობდა ინტერვალებით დაეწერა, ინტუიციით გამოჰყავდა სტრიქონები, ამ ძალიან ძნელად გასარჩევ ავტოგრაფში, ზოგი რამ სამწუხაროდ, ვერ იკითხება
და მაინც, ეს მეგობრის უკანასკნელი რეკვიემია მეგობარზე, რაც, ალბათ, აუცილებლად უნდა დაწერილიყობატონი სერგო, გაუნელებელი ტკივილისა და ემოციების გამოხატვის გარეშე, სრულიად დოკუმენტურ სურათს ხატავს, დიდ ყურადღებას უთმობს დეტლიზაიასდა ბოლოს, ხელნაწერი მაინც წყდება, დაუმთავრებელია. რისი წაკითხვაც ჩვენ ვერ შევძელით, მრავალწერტილით გამოვყავით.

                       პაოლო იაშვილის უკანასკნელი დღე

1937 წელიწადი. ეს დღე უნდა გავიხსენო. მწერალთა კავშირში დაგვიძახეს. საღამო ხანია. არც თუ ბევრნი ვართ. თავმჯდომარეობს კავშირის თავმჯდომარე დემეტრაძე. აკაკი ბელიაშვილის საქმე უნდა გაირკვეს. ბრალდება აქვს ბელიაშვილს: სადღაც ცუდად უხსენებია სტალინი. ბელიაშვილი შეშფოთებულია.
თავმჯდომარემ მოსთხოვა აღიაროს დანაშაული.
ბრალდებული კატეგორიულად უარყოფს დადარბაზში სიჩუმეა. მხოლოდ ბელიაშვილის ხმა ისმის. აკაკიარ ცდილობს თავის დაცვას
მესამე თუ მეოთხე რიგში გვერდიგვერდ ვზივართ პაოლო იაშვილი, ალექსანდრე ქუთათელი და მე.
პაოლო ჩუმი ხმით მიმართავს ქუთათელს. სიგარეტს სთხოვს. ქუთათელმა მიაწოდა დაეუბნება: როდემდე უნდა იყო ჩემს ხარჯზე, პაოლო არაფერს პასუხობს. პაპიროსს მშვიდად ანთებს. ბელიაშვილი ისევ და ისევ უარყოფს ბრალდებას, მაგრამ თავმჯდომარე არ ეშვება და ისევ კატეგორიულად მოითხოვს, აღიაროს, რა თქვა სტალინზე. ისევ და ისევ ნერვიული, განწირული ხმა ბელიაშვილის. ბელიაშვილი მოითხოვს გამოაცხადოს თავმჯდომარემ ვინ არის ის, ვისთანაც (ვისაც) უთხრა. დარბაზში ისევ სიჩუმეა. მხოლოდ დემეტრაძის მოთხოვნა ისმის და ბელიაშვილის სასოწარკვეთილი ხმა
მოითხოვს მთქმელი ამხილოს დემეტრაძემ.
პაოლო ადგა, კარებისკენ ნელა მიემართება და გადის, დარბაზში ისევ დემეტრაძის და ბელიაშვილის ხმა ისმის.
აღიარე, – მოითხოვს დემეტრაძე.
- რა ვაღიარო. – ხმას უმატებს ბელიაშვილიარაფერი მითქვამს და რა ვქნა, რა ბრალდება ავიღო ჩემს თავზე.”
დარბაზში ისევ სიჩუმეა. ასე გავიდა რამდენიმე წუთი.
უეცრად თითქოს სროლის ძლიერი ხმა ისმის
ვინ გაისროლა, რა მოხდა?!
ორიოდე წუთი და დერეფნიდან კივილი გაისმა. მხოლოდ ერთი (არ მინდა მისი ვინაობა დავასახელო) ადგა და გაიჭრა გასასვლელისკენ. ქალის კივილი შეწყდა. დარბაზში წამოდგნენ, მაგრამ არავინ მოელოდა, რომ ის ახალგაზრდა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გაიჭრა დარბაზიდანშეშფოთებული შემოდის, შემობრუნდა და ყვირის: “თავი მოიკლა, პაოლომ თავი მოიკლა!”
ამბავის სანახავად დარბაზიდან გავვარდით. საშინელება დავინახეთ: მეორე სართულზე კედელთან ადამიანი იყო ჩამოკიდებულივით
იმ პატარა ოთახიდანაც, მემანქანეთა ოთახიდან, საიდანაც ტირილი ისმოდა, ჩანდა, პაოლოს თავის ქალის უკანა ნაწილი იატაკზე ეგდო. სისხლი კედლიდან მოწვეთავდა. პაოლოს თოფის ლულა პირში ჰქონდა გაჩხერილი. ზევიდან რომ ჩამოვედი, ტიციან ტაბიძე დავინახე. სახე დაფარული ჰქონდა ხელისგულებით. დარბაზში მყოფნი ჩუმად ისხდნენ. ქუჩაში გასასვლელი კარები დაკეტილი იყო. გასვლა ვერავის მოეხერხებინა. ქუჩაში მხოლოდ დემეტრაძე გავიდა.
ტელეფონით გაეგო დემეტრაძეს, რომ პირველი მდივანი ბერია პლეხანოვის პროსპექტზე მდებარე ბაღში კონცერტზე იყო. იქ, როგორც შემდეგ გავიგეთ, დემეტრაძე წასულიყო ბერიას სანახავად. დემეტრაძე მივიდა ბერიასთან და მოახსენა პაოლოს თვითმკვლელობის ამბავი. ბერიამ გულცივად უთხრა: – შენ რას ღელავ აგრე, მოიკლა და მოიკლა. რა მოხდა ასეთი, წადით!
გვიან გაგვიღეს კარი და გაგვიშვეს.
პაოლო იაშვილიბერიასგან დაბრუნებულმა დემეტრაძემ გაგვაფრთხილა, არსად გვეთქვა პაოლოს თვითმკვლელობის შესახებ. ამასთანავე წინადადება მოგვცა, ხვალ შუადღისას მივსულიყავით. დავეთანხმეთ. ხმაამოუღებლად გავეშურეთ თავთავიანთი სახლებისკენ.
არ მახსოვს, როგორ გავათენე ღამე. დილაადრიანად ადრე, ისევ მწერალთა კავშირში მოვიყარეთ თავი. პაოლოს გვამი შინ წაეღოთთითქმის ყველანი მოსულიყვნენ.
სიჩუმე იყო
ჩუმად
მასალები მოამზადა ნინო ხოფერიამ
წყარო: საქართველოს რესპუბლიკა “, # 62 შაბათი, 3 აპრილი, 2010 წელი

                                    გერონტი ქიქოძე  - "პაოლო იაშვილი"

                               

პაოლო იაშვილს პირველად პარიზში შეხვდი. 1913 წლის ზამთრის და 1914 წლის გაზაფხულის თვეები პარიზის არტისტური ბოჰემისა და სტუდენტობის სამფლობელოში – ლათინურ უბანში გავატარეპაოლო იაშვილიც ამავე უბანში ცხოვრობდამას ოთახი პანთეონის მახლობლად ეჭირა ესტრაპადის ქუჩაზეამ ქუჩის სახელწოდებაუეჭველიაიქიდან წარმოდგებარომ აქ წინა საუკუნეებში წამების იარაღი ესტრაპადი იდგომებოდაეს იარაღი უცნობი იყო ძველ საქართველოშიხოლო რუსები მას დიბას ეძახოდნენწარმოიდგინეთ ძალიან მაღალი სახრჩობელაზედა კადონზე რკინის რგოლი იყო მიმაგრებულიმასში გრძელი თოკი იყო გაყრილიამ თოკის ერთი თავი მობმული ჰქონდა ხელ-ფეხშეკრულ დამნაშავესხოლო მეორე თვით ჯალათს ეჭირა ხელშიის თავის მსხვერპლს რამდენჯერმე სულ მაღლა სწევდახოლო შემდეგ თოკს ხელს უშვებდარაიცა მის მიწაზე დანარცხებას და ტანჯვით სიკვდილს იწვევდა.

პაოლო იაშვილს და მე ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად ბევრი მხიარული საღამო გაგვიტარებია ამ მჭვუნვარე სახელწოდების ქუჩაზეპაოლო იაშვილი კარგი კულინარი იყომაგრამ საყასბოში ცხენის ხორცს ვერ არჩევდა ძროხის ხორცისაგანრაც შეეხება ერთი ბოთლი იაფფასიანი ღვინის ან შამპანიურის ყიდვასდიდი დეგუსტატორის ნიჭი არ სჭირდებოდა.

ამ შეხვედრების დროსსხვათა შორისხშირად მოგვიგონია ფრანსუა ვიონის ლექსებისადაც ეს ყველა მოხეტიალე და მოუსვენარი პოეტების წინაპარი გონებამახვილად დასცინის ჯალატებს და მათ მიერ აღმართულ სახრჩობელებსპაოლო იაშვილს უყვარდა აგრეთვე პოლ ვერლენის ძეგლის გვერდით ჯდომა ლუქსემბურგის ბაღში და შადრევნის აუზში მობანავე ბეღურების ცქერარაღაცას ნათესაურს პოულობდა ამ ბავშვივით გულუბრყვილო მაგრამ ბიწიერ პოეტსა და უწყინარ ფრინველს შორის: ”ბოროტი ქარი მატარებს აქეთ და იქით მკვდარ ფოთოლივით”. პაოლო იაშვილი თავისი გულთბილობისა და თავისი ხელგაშლილობის წყალობით ადვილად ხიბლავდა და იზიდავდა ადამიანებსთვით ისეთებსრომელთა ენა მან კარგად იცოდამან პარიზში რამდენიმე ფრანგი მხატვარი და პოეტი გაიცნომათ შორის იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი იყო გიოომ აპოლინერირომელიც სიმბლიზმიდან ფუტურიზმზე გადავიდახოლო ბოლოსმგონიასიურეალისტებს დაუახლოვდა.

მაგრამ იმდროინდელი პარიზელი დეკადენტი და სიმბოლისტი პოეტების ფიქრთა მფლობელად უფრო შარლ ბოდლერი ჩაითვლებოდავიდრე სხვა ვინმეროგორც პეტრარკამ თავის ლაურასადმი მიძღვნილი სონეტებით ჰუმანიზმის და რენესანსის ეპოქა გახსნა პოეზიის დარგშიისე უსირცხვილო მულატ ქალზე, ”შავ ვენერაზე”, კატორღელივით მიჯაჭვულმა ბოდლერმა თავისი ”ბოროტების ყვავილებით” დეკადენსის ეპოქა ასახა ევროპული პოეზიის განვითარებაშიმის პატარა პროზაულ პოემებშიმის ლირიკულ ლექსებშირომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი ფორმის მხრივ კლასიკურად სრულყოფილ სონეტებს უჭირავთინდივიდუალიზმის ღრმა კრიზისი იგრძნობათუმცა შარლ ბოდლერი 1848 წლის თებერვალში და ივნისში ბარიკადებზე მუშათა კლასის მხარეზე იბრძოდა ბურჟუაზიის წინააღმდეგის ბოლომდე არტისტული ბოჰემისდენდიზმის და სატანიზმის მოციქული დარჩადა შეიძლება ითქვასრომ ის ყველაზე დამახასიათებელი ფიგურაა ჯოჯოხეთის ცეცხლით განათებულ პარნასზე. ”ჩემი სული გაბზარულია და როდესაც დაჯავრიანების წუთებში მას სურს თავისი სიმღერებით ღამეების ცივი ჰარი აასოსმისი ჩახლეჩილი ხმა ემსგავსება იმ დაჭრილი მეომრის ხრიალსრომელიც სისხლის ტბის პირას დავიწყებიათ მიცვალებულთა დიდ გროვაში და კვდება საშინელ კრუნჩხვაში”. ეს სიტყვები ამთავრებს ბოდლერის სონეტს ”გაბზარულ ზარს”, რომელიც საუცხოო იდილიური სურათით იწყებაზამთრის ღამეში ანთებული ბუხრის წინ მჯდომარეშორეულ მოგონებებში წასულ ადამიანს მწუხრის ზარების რეკა ესმისისინი ხალისიანად მღერიან ნისლიან სივრცეებშირა კონტრასტაია ზემომოყვანილ ტრაგიკულ სტრიქონებთან და რა სულიერ გათიშვას მოწმობს ეს ლექსი!

პაოლო იაშვილის ბოდლერის სონეტებიდან ყველაზე მეტად მისი ”დაწყევლილი პოეტის დასაფლავება” უყვარდა. ”იმ საათშიროდესაც უბიწო ვარსკვლავები თავიანთ დამძიმებულ თავლებს დახუჭავენობობა თქვენს საფლავზე სუდარას ქსოვას დაიწყებსხოლო გველი თავის წიწილებს გამოჩეკსმთელი წლის განმავლობაში თქვენს შეჩვენებულ თავზე მგლები და მშიერი კუდიანები იყმუვლებენ”.

მაგრამ უნდა ითქვასრომ პაოლო იაშვილის გარეგნობაშიარც მის სულში არაფერი იყო დეკადენტურიგეგონებოდათის სიმბოლისტური და დეკადენტური პოეზიის სკოლას უფრო თავით მიემხროვიდრე გულითოეს იყო ლამაზიმაღალიგრუზათმიანიშავგვრემანი ჭაბუკიმას ნარკოტიკები სჭირდბოდარათა რეალური სამყაროდან მაცდური მოჩვენებების სამყაროში გადასულიყოპაოლო იაშვილი ნამდვილი ახლადმოვლენილი ავთანდილი იყო თავის მეგობრებისთვის.

მახსოვსროგორ იდგა ერთხელ ქუჩაშისახლის კედელს ზურგმიყრდობილიხალათის ჯიბიდან მუჭა-მუჭა ახლად მიღებულ ქაღალდის ფულს იღებდა და თავის მეგობრებს აძლევდა დაუთვლელადთვითონ კი მუდამ უფულობას განიცდიდამას ძალიან სუსტი წარმოდგენა ჰქონდა ორმაგ ბუღალტერიაზე და მისი გასავალი ყოველთვის სჭარბობდა მის შემოსავალსმას ეადვილებოდა ფულის შოვნამაგრამ კდიევ უფრო ეადვილებოდა ფულის დახარჯვაუფრო ის ახსოვდავისგან ისესხავიდრე ისვის ასესხაგანებრივრებული იყო შეძლებული მამის მიერრომელსაც ის სუფრაზე ხშირად გულს უჩუყებდაშენს ხუთ ვაჟიშვილში მე იმით გამოვირჩევირომ მსხვერპლად შესაზირავ მოზვერსა ვგავარო.

როდესაც პაოლო იაშვილი უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნდა და ”ცისფერი ყანწების” ორდენი დაარსამანუწინარეს ყოვლისაძველი პოეტური თაობის ცენტრალურ ფიგურას აკაკი წერეთელს შეუტიაეს გასაგები იყო ახალი ორდენის ინტერესების თვალსაზრისითმაგრამ ძნელი ასახსნელი იყო პაოლო იაშვილის ადამიანური და პოეტური ბუნების თვალსაზრისითის უფრო აკაკი წერეთლის ანდერძის დამცველად გამოდგებოდავიდრე მის დამრღვევადპაოლო იაშვილის საუკეთესო ლექსებს გამჭვირვალობა და სიმსუბუქე ახასიათებდაის საუცხოოდ ფლობდა ქართულ ენასთვით მისი სამშობლო სოფელი არგვეთი მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით იყო დაშორებული აკაკი წერეთლის სხვიტორსთავის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში პაოლო იაშვილმა მშვენივრად გადმოთარგმან პუშკინის რამდენიმე ლირიკული შედევრიერთაქტიანი ტრაგედიები და მოთხრობა ”ნასროლი”.

პაოლო იაშვილი ძველი დროის რაფსოდიებს და ტრუბადურებს ჰგავდამისი პოეტური ნიჭის დაფასება არ შეიძლება მარტოოდენ მისი დაბეჭდილი ლექსების მიხედვითეს იყო იმპროვიზაციის ჯადოქარირომელიც უწინარეს ყოვლისა აუდიტორიის სმენას ხიბლავდამას ვერავინ შეედრებოდა დიდ სადღესასწაულო სუფრაზემისი სიტყვები შინაარსიანი და გონებამახვილი იყო ერთსა და იმავე დროსაქ ის თითქო თავისთვის სჭარბობდა.

როდესაც 1921 წლის 25 თებერვალს თბილისში წითელი არმიის ნაწილები შემოვიდაპაოლო იაშვილმა მათ იმპროვიზებული სიტყვით მიმართა თვითმმართველობის ბალკონიდანდიდი ყურადღება დაიმსახურა აგრეთვე მისმა სიტყვებმაწარმოთქმულმა კრემლის პოლიტიკურ ბანკეტზე.

პაოლო იაშვილმა შედარებით მცირე ლიტერატურული მემკვიდრეობა დასტოვა.

სიკვდილის წინ პაოლო იაშვილი აღიარებდაჩემი უბედურების ერთი მთავარი მიზეზი ის იყორომ ბავშობიდანვე არ შემაჩვიეს სისტემურ მუშაობასომართლაცპაოლო იაშვილისთვის ძნელი აღმოჩნდა უშუალო გადასვლა ძველი საზოგადოებიდანსადაც შრომა ზოგიერთ წრეში ათვალისწუნებული იყოახალ საზოგადოებაშისადაც შრომა ყველასთვის საპატიო ვალდებულებადაა აღიარებულიერთ ლექსშირომელიც უფრო თვითშეგონებას წარმოადგენდავიდრე მორალის ქადაგებასის ამბობდა:

ვინც გაიტაცა ახალ თაობამ,

გადაქცეულან რკინის კაცებად,

ნუთუ პოეტებს გვეპატიება

აზნაურული გაზარმაცება?

პაოლო იაშვილის გონებრივ ინტერესების არე შემოფარგლული არ იყო მარტოოდენ ლიტერატურითხოლო მისი მეგობრების წრე სცილდებოდა ”ცისფერი ყანწელების” ასოციაციას თუ ის მხატვრის გზას გაჰყოლოდაშეიძლება გამოჩენილი ოსტატი გამხდარიყომან დაუდევარი კალმით ძალიან კარგად გადმოგვცა თავისი მეგობრების ტიციან ტაბიძისვალერიან გაფრინდაშვილისკოლაუ ნადირაძის პროფილებიმაგრამ მათ გვერდით დახატული ავტოპორტრეტი მას ნაკლებ ჰგავს.

ერთხელ შემოდგომაზე პაოლო იაშვილი და მე ტყის ქათამზე ვნადირობდით წიწამურის ტყეშიიმ ადგილის მახლობლადსადაც ამჟამად ილია ჭავჭავაძის ობელისკია ამართულიმშრალი დარი იდგა და ჩვენმა ინგლისურმა სეტერმა ვერც ერთი ტყის ქათამი ვერ წამოაფრინაშუადღისას დაქანცულობა ვიგრძენითერთი ხის ძირში ჩამოვჯექით პატარა ველის პირას და თავის გასართობად ორ-სამჯერ თოფი ვესროლეთ ბუჩქზე მიმაგრებულ თამბაქოს კოლოფსორიოდე წუთის შემდეგ დავინახთრომ ტყის სიღრმიდან ორი თოფმომარჯვებული კაცი გვიახლოვდებოდა ფეხაკრებითროდესაც ჩვენთან მოვიდნენგვითხრესველზე მორბენალმა ძაღლმა გადაგარჩინათთუ შორიდანვე ის არ დაგვენახაუსათუოდ დაგხოცავდითოსაქმე იმაში ყოფილიყორომ წინა დღით ყაჩაღებს წიწამური გზაზე მიმავალი მეურმეები გაუძარცვავთ და მცხეთის მილიციას ტყეში საგანგებო დარაჯები დაეყენებიაპაოლო იაშვილი შემდეგ ხშირად გულწრფელი სინანულს გამოთქვამდარომ ის როიყო ტყვიის მსხვერპლი არ გახდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილას.

ეს ადამიანირომელსაც ყველაზე მეტად ჭაღებით განათებული დარბაზებიტაშებით ახმაურებული აუდიტორიაბრწყინვალე ბანკეტები და არტისტული ყავახანები უყვარდათავისი სიცოცხლის უკანასკნელ წელს ძალიან განმარტოვდა. 1937 წლის ზაფხულში ის ხშირად თავის ბინის ლოჯიაში ჯდებოდა ჯაფარიძის ქუჩაზე  და სევდიანად გასცქეროდა მახათის მთის გოლგოთასხანდახან ბოტანიკურ ბაღში ადიოდა და ცდილობდა აფორიაქებული სული დაეშოშმინებია თითქმის დამშრალი ჩანჩქერის პირას. 
                                                                                                                                                  1957


                                               გურამ  ასათიანის  პაოლო
   როდესაც პაოლო იაშვილი და მისი მეგობრები მოვიდნენ ქართულ მწერლობაშიყველაფერი ირგვლივ თითქოს ქარიშხლისწინა დაძაბული დუმილითმომავალი რღვევისა და გარდატეხის მღელვარე წინათგრძნობით იყო გამსჭვალული.
ამ ახალგაზრდა პოეტებსრომელთაც მანამდე გაუგონარი კადნიერებით ხელყვეს ქართული კლასიკური პოეზიის ტრადიციები და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ყველა ადრე ეჭვმიუტანელი ავტორიტეტიამ ახალი ლიტერატურული სკოლის მესვეურებსახალგაზრდა თავმომწონე პოეტებსრომელთაგან უხუცესი ოცდახუთს არ იყო მიღწეულიმაშინ ყველაფერი ეჩვენებოდათ ძალზე ადვილადუბრალოდიოლად მისაღწევად დაამავე დროსმათ წარმოდგენაში ყოველივეხელოვნებაგარემომცველი სინამდვილემთელი სამყარო აღბეჭდილი იყო რაღაც გამოუვალიტრაგიკულისაბედისწერო შინაგანი წინააღმდეგობის ნიშნით.
ცისფერი ყანწები“, ისევე როგორც საერთოდ სიმბოლიზმიწარმოადგენდა დეკადანსის ყველაზე მკაფიოყველაზე მწვავე გამოვლინებას XX საუკუნის დასაწყისის ქართულ პოეზიაში.
როგორც ცნობილიადეკადანსი ნიშნავს დაცემასძირს დაქანებასქვევით დახრასასე ითარგმნება ეს სიტყვა ქართულ ენაზემაგრამ „დაცემა“ იყო მხოლოდ გარეგანი შედეგირეზულტატი რთული ფსიქოლოგიური პროცესისარაც იმ დროისათვის განიცადა ევროპულმა მწერლობამხოლო მიზეზი და არსი ამ პროცესისა იყო დაღლილობასასოწარკვეთაპერსპექტივის გრძნობის დაკარგვადეკადენტური მწერლობა საქართველოშიც იყო გამოხატულება იმ საბედისწერო დაღლილობისარომლის უფლება ქართველ კაცსსულ ერთიაპოეტი იქნებოდა ისმეომარი თუ მიწის მუშაარასოდეს არ ჰქონია დაალბათარც არასოდეს ექნება.
რეაქციის წლებში „ცისფერყანწელებმა“ სცადესმათი აზრით, „მოძველებული“ იდეალებისთვის დაეპირისპირებინათ თავიანთი ახალი ესთეტიკურ-მოდერნისტული რწმენა ანუფრო სწორადურწმუნოებასკეპსისიუიმედობითმარაზმითსამყაროს „მთვრალი ქაოსით“ ტკბობის ფილოსოფია.
ისინი აღტაცებაში მოჰყავდა კოსმიური კატასტროფისაპოკალიფსის ცხენების ავისმეტყველი ჭიხვინის წინათგრძნობასისინი თვრებოდნენ სიმახინჯითმწუხარებით
ეს იყო თითქოს შეშლილთა ნადიმი შავი ჭირის დროს.
რასაკვირველიაისეთი პოეტებისთვისროგორიც პაოლო იაშვილიტიციან ტაბიძე და გიორგი ლეონიძე იყვნენდეკადენტობა მათთვის წარმოადგენდა თავისებურ თამაშს და ისინი იმ დროს პოპულარული ფრანგი მწერლის რემი დე გურმონის ცნობილი „ნიღაბთა წიგნის“ მიბაძვით ირჩევდნენ რაც შეიძლება უცნაურ ნიღბებსრომლებსაც მათი ნამდვილიადამიანური სახე უნდა დაეფარა.
ქართველ მკითხველთა გაოცებულ აუდიტორიას ისინი მოევლინნენ არლეკინებისა და პიეროების სამოსელში, „უაილდის ყელსახვევებით“, შუა საუკუნეების ჯამბაზებივით ხელოვნურად გათეთრებული ღაწვებით.
ამ მკვიდრი ნიღბების ქვეშ იმალებოდა სიცოცხლით სავსეცხოვრებასმოქმედებას მოწყურებული ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდაუაღრესად მგრძნობიარე და ნიჭიერი ადამიანების დაუხარჯავი ენერგია და ტემპერამენტი.
ახლა ჩვენ ვიცითრომ საკმარისი იყო კონკრეტული გარეგანი ბიძგირომ მათ სამუდამოდ ჩამოეწმინდათ სახიდან მოდერნიზმის ეს ჭრელი ფერ-უმარილი და ქართულ თანამედროვე პოეზიაში შესულიყვნენ თავიანთი უაღრესად წრფელი და თვითმყოფადინამდვილად ორიგინალური ინდივიდუალობითმაგრამ საჭიროა კიდევ ერთხელ ითქვასრომ დეკადანსი მაინც შემთხვევითი მოვლენა არ ყოფილა ქართულ პოეზიაშიიგი არ წარმოადგენდა მხოლოდ ეპიგონობის ნაყოფს.
ეს უცნაური ნიღბებიეს ხელოვნურიარაბუნებრივი გრიმასებირაღაცნაირადთუნდაც ძალზე მიახლოებითძალზე პირობითადმაინც გამოხატავდნენ ნამდვილი პოეტების ნამდვილ ტკივილებსმათ არაგამოგონილმწვავემტკივნეულ შინაგან დრამასნამდვილი სიყვარულისა და შთაგონების ნიჭს.
როდესაც პაოლო იაშვილი წერს:
გაგიჟება სჯობსთუ გათავდა სიტყვის მადანი,
და თვალთა დათხრათუ მზეს ქებით ვეღარ დახვდები.
ლექსოგულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი,
თუ უნაპიროდსამუდამოდ არ გაჩაღდები.
არი მკვლელობაარი ომიარი ხანძარი,
მიწისძვრაჭირიტყეში ყოფნა მარად თულებად,
მაგრამ არ არის ტანჯვა უფრო უზარმაზარი,
როგორც პოეტის შთაგონებით დასნეულება.
ამ სიტყვებს აღარ ესაჭიროება ზედმეტი მოწმობა მათში გამხელილი განცდის სიწრფელისა და სინამდვილის დასამტკიცებლადისინი თვითონ წარმოადგენენ ცოცხალეჭვმიუტანელსისხლიან საბუთს იმ მართლაც შეგნებული თვითმკვლელობის მსგავსი აქტისარომლის ფასად პოეტითუ ის ნამდვილი პოეტიაუკვდავებაზემარადიულ სიცოცხლეზე აცხადებს თავის კანონიერ უფლებას.
ეს სასტიკი ჭეშმარიტება განსაკუთრებით ზუსტად გამოხატავს იმ აშკარა არათანაბარზომადობასრომელიც არსებობს პაოლო იაშვილის შემოქმედებით პიროვნებასა და მის ლიტერატურულ მემკვიდრეობას შორის.
თავის თანამედროვეთათანამოკალმეთა – ყველა იმ ადამიანთა მოწმობითვისაც ერთხელ მაინც რგებია მასთან სიახლოვე, – პაოლო იაშვილი სიცოცხლეში უხვადუსასყიდლოდუზომოდ აფრქვევდა თავის გარშემო ძვირფას რითმებსკაშკაშა პოეტურ სახეებსმომხიბვლელ ღიმილსმეგობრულ სითბოსრაინდულ გულისთქმასგონებამახვილობისა და ენამჭევრობის ნამდვილ ფეიერვერკებსიმ იშვიათ მადლსრომლითაც ის ბუნებამ ასე მრავალმხრივ დააჯილდოვა.
პაოლო იაშვილი იყო ნამდვილი ავთანდილისიმღერისსიყვარულის ჟინით  შეპყრობილი მშვენიერი რაინდირომელიც თავის გარშემო შეუნელებელ აღტაცებას ბადებდა განუმეორებელი პოეტური ეშხითმოხდენილობითსილამაზის თანდაყოლილი უტყუარი გრძნობით.
ახალი დროის მსოფლიო მწერლობამ იცის მხოლოდ რამდენიმე მაგალითი იმ იშვიათი   ნიჭისარომელსაც პოეტურ იმპროვიზაციას უწოდებენროგორც ცნობილიათავის   დროს ადამ მიცკევიჩს განცვიფრებაში მოჰყავდა პუშკინი და სხვა რუსი პოეტები თავისი გენიალური ექსპრომტებითრომელთა ჩაწერასამწუხაროდარავის მოფიქრებიაჩვენს  დროშიროდესაც შემოქმედების აქტი ასე მჭიდროდ დაუკავშირდა ლითონის   კალმისტარსრემინგტონსსასტამბო დაზგასპაოლო იაშვილი შუა საუკუნეების   ბარდივით კვლავ განაგრძობდა შთაგონების წამიერი აფეთქებით ნაკარნახევთავისი   უშუალობითა და სიმსუბუქით მომხიბვლელლაღ და ძალდაუტანებელ სიმღერას.
ის იყო პოეტური იმპროვიზაციის შეუდარებელი ოსტატი ჩვენი დროის პროფესიონალ   პოეტთა შორის და ამაზე აშკარად მეტყველებენ ის შემთხვევით შემორჩენილი,  სამწუხაროდძალზე მცირეოდენი ჩანაწერებირომელთაც დღემდე მოაღწიეს.
 აი,  ფრაგმენტები  ერთ-ერთი  ასეთი პოეტური ტოსტიდანრომლითაც მან 1920 წელს მიმართა 
სტუდენტურ სერობაზე მის პატივსაცემად შეკრებილ რამდენიმე ახალგაზრდას:
სტუდენტთა ოთახში სანთლებად ვენთებით,
სტირიანლოთობენ ჩვენი სტუდენტები.
სტუდენტთა ოთახში ცხოვრობენ ტყუპებად,
ზოგი ყვითელიაზოგი იღუპება
პური და ვაშლებიქართული წიგნები,
გამხდარ მეგობრებთან დილამდე ვიქნებით,
იტირეთიმღერეთძმებო და კარგებო,
დღეს თუ არ მოვკვდებითხვალ დაიკარგებით.
. . . . . . . . . . .
ღმერთოდაეხმარე და დააბინავე!
ოთახში გვეწვევა ხელის დამკრეფელი
ქაშვეთისიტყვები და მატარებელი.*
(* ამოწერილია ლევან ასათიანის უბის წიგნაკიდან).
პაოლო იაშვილის ზოგიერთ დასტამბულ ნაწარმოებშიც არის ნიშნები პოეტური იმპროვიზაციის უშუალო აღბეჭდვისამის ლექსებს იშვიათად აქვთ მყარი ლირიკული  არქიტექტონიკალირიკული თემის განვითარება აქ იშვიათად ემორჩილება რაიმე   წინასწარ გააზრებულ სქემას.
წმინდა შთაგონებას აქ დაკისრებული აქვს მაქსიმუმი და იგი უტყუარი მეგზურივით   მიუყვება პოეტს ზოგჯერ ძალზე რთული მეტაფორული ასოციაციების ტევრში დარაც  მთავარიაძალიან ხშირად ინტუიციით აგნებს ყველაზე სწორ და ზუსტ გზებს.
პაოლო იაშვილის ზოგიერთი ადრინდელი ლექსი ჰაერში გაქვავებულ შადრევანს   მოგვაგონებს და ჩვენ დღემდე განცვიფრებული შევცქერით სივრცეში აღბეჭდილ   პოეტის სულის ამ ცოცხალ ფეთქვას.
მართალიაპაოლო იაშვილს სიმბოლისტურ პერიოდში დაწერილი აქვს არაერთი ლექსი ზუსტი ვერსიფიკაციული ფორმითაცმაგრამ აქაც ეს მყარიდაკანონებული ფორმები გაცოცხლებულია შინაგანი თრთოლვითუხვად დაღვრილი ვნებით და სულის სიჩვილით
ასეა დაწერილიმაგალითადმისი ცნობილი ტრიპტიხიგანსაკუთრებით ვერლენისადმი მიძღვნილი II სონეტი.
საჭიროა ითქვასრომ თუმცა „ცისფერყანწელები“, განსაკუთრებით თავიანთ ადრინდელ ლექსებშითაყვანს სცემდნენ ოსკარ უაილდის ესთეტიზმს და პასიური მჭვრეტელობის,  არტისტული დენდიზმისჩვეულებრივიპროზაული სინამდვილისადმი   გულგრილობის მანიფესტებით გამოდიოდნენმაგრამ ისინი სინამდვილეში არასოდეს   არ ჩაკეტილან .სპილოს ძვლის კოშკშიარ გამიჯნულან სავსებით და საბოლოოდ   თავისი დროისაგან.
პაოლო იაშვილის სიმბოლისტურ ლირიკაში ჩვენ ვხვდებით უაღრესად მძაფრმკაფიო ანაბეჭდებს იმ საშინელებისაიმ რეალური კოშმარებისარომლებიც ძველ სამყაროს მისი   აღსასრულის ჟამს მოევლინნენგანსაკუთრებით შთამბეჭდავად არის გამოხატული   ეპოქის ეს ტრაგიკული განცდა ვერჰარნისადმი მიძღვნილ სონეტში:
სახრჩობელებიკვამლისისხლისახე ქურდული,
მშიერთა ურდორკინის კვნესამზის დაბნელება
ვერჰარნვიხრჩობით ცეცხლის ზღვაშირა გვეშველება!
ოცნება ოხრავსვით ფრინველი ფრთადასუდრული.
პაოლო იაშვილმა თავისი თვალით ნახა არა მხოლოდ დეკადენტებისა და ესთეტების მექა – პარიზი თავისი განთქმული არტისტული კაფეებით: „როტონდით“ და „კლოზერი დე ლილათი“, იგი პირისპირ აღმოჩნდა პირველი   მსოფლიო ომის ხანძარში გახვეულ ევროპასთანეს შემზარავი სურათები სამუდამოდ   აღიბეჭდნენ მის შეგნებაში და თავისებური ელფერი მისცეს მთელ მის ადრინდელ   ლირიკას.
ლექსში „ევროპა“, რომელიც წარმოადგენს ნაწყვეტს პაოლო იაშვილის ლირიკული   ავტობიოგრაფიიდანიმპერიალისტური ომის კოშმარებიეპოქალური ძვრები, „თაობათა გადაშენება“ განცდილია ღრმა შინაგანი დრამატიზმითამ ლექსს   განსაკუთრებით განუმეორებელ ინტიმურ ელფერს აძლევს მისი უკანასკნელი სტროფისადაც ევროპის მთელი ეს სისხლიანი ქაოსიეს გრანდიოზული სასაკლაოს სურათი   შევსებულია ერთითითქოს უმნიშვნელოწვრილმანიმაგრამამავე დროსსაოცრად   ადამიანურიცოცხალი შტრიხით.
გამოვექეცი ევროპის ქაოსს,
დანგრეულ რეიმსის ტაძარს,
უზარმაზარ ტანკების ქშენას,
რეინის ირგვლივ თაობათა გადაშენებას.
ვიგონებ მართლა ჟრუანტელით
ლამანშის სრუტეს,
იქ ჩალაგებულ ატლანტიკის ანთებულ გემებს,
შოტლანდიაში ვნახე თეთრი ძროხების ჯოგი
და გავიღიმე ვით ნახევრად გაგიჟებულმა,
გამოვექეცი ევროპის წარღვნას
პარიზში დამრჩა ერთი საფლავი,
ლეგიონის ორდენის წევრი,
აღმოსავლეთში განთქმული გმირი,
და ქუთაისში გადამტანი რევოლუციის,
მკვდარი მარნასთან,
პერლაშეზზე განსვენებული
ბუჭუტა აბაშიძე.
პოეტების იმ თაობასრომლის შეგნება ნამდვილად მოწამლული იყო არა მხოლოდ   ბოდლერის „ბოროტების ყვავილების“ სურნელითარამედ თავისი დროის „კვამლით,  სისხლით და შხამითაც“, უკვე აღარ შეეძლო მიბრუნება კლასიკური პოეზიის ნათელ   სახეებთანრომანტიკულ იდილიებთანიმ ძველ პოეტურ სამყაროსთანრომელზეც   გალაკტიონ ტაბიძე ამბობდა: „მოჰქონდათ წინათ პასტორალები“… 
პაოლო იაშვილის ლექსი „წერილი დედას“, რომელიც ესენინის ცნობილ ლექსზე  ხუთი   წლით ადრე არის დაწერილიწარმოადგენს ძველიდილიურ საქართველოსთან   გამოთხოვებას.
ძველი სამყაროწინაპართა მყუდრო სამყოფელიქვიტკირის მარნებიბზის განიავება,  მართალი ბათმანი – აქ დანახულია ქალაქის მტვრიანივნებით გახელებული ქუჩებიდანსრულიად ახალი   ფსიქოლოგიისახალი სულიერი წყობის ადამიანის თვალით.
ცისფერყანწელები“, პირველნი ქართულ მწერლობაშიშეეცადნენ პოეზიაში .ურბანისტული მსოფლშეგრძნების შეტანას.
ამ თვალსაზრისითპაოლო იაშვილის ლექსი „ფარშევანგები ქალაქში“ წარმოადგენს თანამედროვე ქალაქის ერთ-ერთ პირველ ლირიკულ პეიზაჟს XX საუკუნის ქართულ პოეზიაში.
სიცხიანიჰალუცინაციებით აბოდებული ქალაქისადაც ლურჯი ჰაერი დამსხვრეული   შუშის მტვერივით ელავსსადაც სნეული ძაღლები ქუჩებში ყრიან და თვალებახვეული ცხენები მკერდს იხევენ რკინის სვეტებზეპაოლო იაშვილს წარმოუდგებოდა მისტიკურ  კოცონადრომელშიც უმწეო მშვენიერ ფრინველებთან ერთად სამუდამოდ იწვოდნენ   პოეტის წმიდათაწმიდა ილუზიებიცდა ეს სისხლიანი სასაკლაოროგორც მთვრალ   ხარსისე იზიდავდა პოეტის შთაგონებას.
რასაკვირველიაეს იყო სიმბოლისტის თვალით დანახული ქალაქიუფრო ირეალურივიდრე ნამდვილიმაგრამ ეს არ ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ ესთეტის მიერ შეთხზული ლამაზი ბუტაფორია.
ეს ლექსი დაწერილია ოცი წლის ჭაბუკის ხელით და მასშიმიუხედავად დეკადენტის   განურჩეველიინდიფერენტული პოზისანამდვილად ისმისთავგამეტებით კივის,   მოწყალებას ითხოვს ქალაქის მტვერში წაქცეული ბავშვის ჭრილობა.
ცისფერყანწელები“ სინამდვილეში იყვნენ სწორედ ის გულჩვილიგასული საუკუნის   იდილიებზე გაზრდილი ბავშვებირომლებიც ახალმა საუკუნემ დიდი ქალაქის ქუჩებში გამოყარა და რომელნიც ამაოდ ცდილობდნენ ჭრელი ქაღალდის ნიღბებში დაემალათ   თავიანთი შიში და ძრწოლა ამ უცნობი სინამდვილის წინაშე.
ესენი იყვნენ ადრე დაბერებულიწამებული ბავშვებირომლებიც სულის სიღრმეში   ატარებდნენ სიყვარულისალერსისსათნოების მწვავე მოთხოვნილებას.
შემთხვევითი არ არისრომ პაოლო იაშვილს ქართული სიმბოლიზმის წინამორბედთაგან ყველაზე მეტად ხიბლავდა არა „ოქროპირი“ მალარმე და არც „დორიან გრეის   პორტრეტის“ არისტოკრატიული სნობიზმით გულშეჯავშნული ავტორიარამედ  „ღარიბი ვერლენი“, სათნოების ამაოდ მაძიებელიდიდი ქალაქის ჯვარზე გაკრული   გულუბრყვილო რაინდი.
ვერლენს ციოდადადიოდა გაუპარსავი,
უნდოდა საწყალს ბედის კვალი რომ შეეცვალა.
მას ღვთისმშობელი შეუყვარდა ობოლ დასავით,
და შველა სთხოვაროცა ღამის ჯვარზე ეწვალა.
კოლაუ ნადირაძისადმი მიძღვნილ ამ მშვენიერ ლექსში იგრძნობა ის არამოჩვენებითი,  წრფელი თანაგრძნობა და სიბრალული შორეული თანამოძმისადმირაც ნამდვილად   დიდბუნებოვანი შემოქმედის თვისებას შეადგენს.
ქართველი სიმბოლისტების მწვავე შინაგანი ტრაგედიის მიზეზი იყო ისრომ ისინი   სულიერად ძალზე შეუიარაღებელნი აღმოჩნდნენ თავისი დროის რთული და სასტიკი   კონფლიქტების წინაშე.
მათ სურდათ ამ მახინჯ სინამდვილეზე მაღლა დამდგარიყვნენსაბოლოოდ გაეწყვიტათ კავშირი მასთან და ამის გამო უნებურად მოსწყდნენ არა მხოლოდ თავის დროსარამედ  მყარ ეროვნულ ნიადაგსაც.
ისინი აღმოჩნდნენ ნამდვილი საყრდენი წერტილების გარეშერეალური მიზნების,  პერსპექტივებისჭეშმარიტი იდეალების გარეშემათ დაკარგეს მიწის რეალობის   გრძნობა და მთვარეულებივით გაჰყვნენ იმ გზასრომელიც უფსკრულის პირას   მიდიოდა.
საჭირო იყო გარდამტეხი ისტორიული ძვრების ზემოქმედებარომ მათ საბოლოოდ   მიეგნოთ თავიანთი დაკარგული ფესვებისათვისმტკიცედ დამდგარიყვნენ ეროვნულ   ნიადაგზე და ქართველი ხალხის ბედ-იღბალთანმის სულიერ ცხოვრებასთან აღედგინათ კავშირი.
საბედნიეროდპაოლო იაშვილსისევე როგორც მის ყოფილ ლიტერატურულ   თანამებრძოლთა უმრავლესობასეყო სულიერი სიმტკიცე და ნებისყოფარათა თავი   დაეღწია დეკადენტური მისტიკის ჰიპნოზისაგან.
ეს გამოფხიზლების პროცესი არ ყოფილა უმტკივნეულორადგან იგი წარმოადგენდა არა სინამდვილესთან უბრალო შეგუებისბიოლოგიური შეთვისების აქტსარამედ მისი   გაგებისმისი შინაგანი არსის განჭვრეტისა და რწმუნების გულწრფელ ცდას.
ეს იყო მათი სულიერი ძალების მკაცრი გამოცდადა მათ შეძლეს დაემტკიცებინათ   თავიანთი შინაგანი სიმრთელე და სიცოცხლისუნარიანობათავიანთი ერთგულება   სიცოცხლისადმიქართული მიწისა და მზისადმისაქართველოს აწმყოსა და მომავლისადმი.
აღსანიშნავიარომ პაოლო იაშვილის შემოქმედებაშიისევე როგორც ტიციან ტაბიძესთანსიმბოლისტური გატაცებებისგან თავის დაღწევისა და მიწასთან დაბრუნების თემა   დაკავშირებული იყო არა მხოლოდ მოქალაქეობრივი სიმამაცისარამედ საერთოდ   ადამიანურიმამაკაცური სიძლიერისშეუპოვრობისვაჟკაცობის მოტივთან.
ცისფერყანწელებმა“ თვითონვე იგრძნესრომ ესთეტიკური სნობიზმისინამდვილისგან გამიჯვნის თუ გაქცევის ცდა წარმოადგენდა ქართული პოეზიისათვის   დამახასიათებელისაერთოდქართველი კაცის შეგნებაშისისხლში და ხორცში   გამჯდარი შეუპოვარი სულისკვეთებისადმი სამარცხვინო ღალატს.
ეს წუთიერი შეკრთომა მათ მიიჩნიეს ქართველი პოეტისათვის მიუტევებელ სიმხდალედ და მკაცრადუშეღავათოდ გადააფასეს ყველაფერირაც ადრე მათი ავადმყოფური   შთაგონების საგანს წარმოადგენდა.
და თუ ტიციან ტაბიძე წერდა:
შერცხვეს ვაჟკაცითუ ამ მზეს ხედავს
და სიკვდილს კიდევ შეუშინდება!
პაოლო იაშვილსაც აღმოაჩნდა იმდენი სულიერი მხნეობარომ თავისი ახალი  ლექსებისთვის შესაფერისი კილო მოეძებნა:
როგორც აფრის ტკაცუნი
მოვარდნილი ზღვიდან,
ისეთი ვაჟკაცური
გაქროლება მინდა.
ეს იყო გუწრფელი სურვილიამაღლებულირაინდული ზრახვა პოეტისარომელმაც   მთელი არსებით იგრძნო საკუთარი მოწოდებისა და საქმის განუყოფელი ერთიანობა   ერის ცხოვრებასთანმის სულიერ ყოფასთან და გულისთქმასთან.
გასინჯე ცეცხლის ღადარში
სიმაგრე ლექსად თქმულისა! –
წერდა პაოლო იაშვილი 1934 წელსრადგან ამ დროს მან უკვე იწამა პოეტის მაღალი   დანიშნულებამისი პასუხისმგებლობა ერისსამშობლოსდროის წინაშე.
ლექსში „პოეტის საქმე“ ეს წმიდათაწმიდა ვალი შემოქმედისა ასე უბრალოდ და მკაფიოდ არის ფორმულირებული პოეტის მიერ:
ჩემო ქვეყანავდამსვი პოეტად,
შენი შრომის და მიწის საქებად
და რაც კი ძალა მომეპოვება,
მინდა ლექსებად გადმოლაგება.
პაოლო იაშვილმა პოეტის ნამდვილი გატაცებით უმღერა საქართველოსთბილისს,  სამგორსქუთაისსკოლხიდის პირველ მოსახლეებსრიონის ახალ კალაპოტს, „სამას არგვეთელს“, ზემოურ რთველსმალთაყვასმან მიუძღვნა წრფელი პოეტური   განცდით გამთბარი ლექსები ოვანეს თუმანიანსუკრაინელი ქალის სიმღერასესპანეთის გმირ ხალხს.
თავისი ლექსითსიტყვითსაქმით იგი ყველგან განასახიერებდა ცხოვრებისადმი,  შენებისადმიგანახლებისადმი თავდავიწყებულ სიყვარულსაღტაცებასშრომისა და   შემოქმედების ხალისს.
არც ერთ ქართველ პოეტს არ რგებია იმდენი სიყვარული და აღტაცებარომლითაც   პაოლო იაშვილის პიროვნებისადმი იყვნენ გამსჭვალული XX საუკუნის მთელი რიგი   გამოჩენილი მოღვაწენი და მხატვრები უცხოეთშირუსეთშიუკრაინაშისომხეთში.
1934 წელსსაბჭოთა მწერლების პირველ ყრილობაზერომელსაც მთელი მსოფლიოს   მოწინავე ლიტერატორები ესწრებოდნენპაოლო იაშვილი გამოვიდა შესანიშნავი   სიტყვითვინც ამ ყრილობის სტენოგრამას გაეცნობათვალნათლივ დაინახავსრომ არც ერთ გამოსვლასთვით მოხსენებებსაც კი არ გამოუწვევია იმდენი ტაში და აღტაცებარაც პაოლო იაშვილის პატარა სიტყვას ხვდა წილად.
როდესაც ქართველი მკითხველი პაოლო იაშვილის სიკვდილის შემდეგ გამოცემულ   წიგნს იღებს ხელშიარ შეიძლება მან არ იგრძნოს ნამდვილი პოეტის ელვარე შთაგონებაძლიერიმჩქეფარე ტემპერამენტიმდიდარი და დახვეწილი პოეტური კულტურა და,  რაც მთავარიაუაღრესად თვითმყოფადი ტალანტიის თანდაყოლილი მკაფიო   ნიჭიერებარომელიც იგრძნობა მის ლირიკულ ლექსებშიცპატარა მოთხრობებშიც და   თარგმანებშიც.
პაოლო იაშვილის მიერ თარგმნილი პუშკინის   ნაწარმოებები ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი შენაძენია თანამედროვე ქართული მწერლობისაეს არის   ჭეშმარიტად პოეტური თარგმანის საინტერესოორიგინალური ნიმუში.
პაოლო იაშვილი მოწოდებით მხატვარი იყოროგორც ცნობილიაის სწორედ ამ მიზნით გაემგზავრა თავის დროს პარიზშილუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში   სასწავლებლად.
უფრო გვიან პოეზიით გატაცებამ მას თითქმის მთლიანად ააღებინა ხელი ფერწერაზე.
მაგრამშეიძლება ითქვასრომ თვით მის პოეტურ შემოქმედებაში არის ისეთი თვისებებირომლებიც მხატვრის ნიჭზეთავისებურ მხატვრულ ოსტატობაზე მეტყველებენ.
ამ თვალსაზრისითგანსაკუთრებით საყურადღებოა მისი „ავტოპორტრეტი“, „ტრიპტიხი“, დავით კლდიაშვილისადმინიკო ლორთქიფანიძისადმივალერიან   გაფრინდაშვილისადმიტიციან ტაბიძისადმიგიორგი ლეონიძისადმი მიძღვნილი   ლექსები.
ეს არის შესანიშნავი პოეტური პორტრეტებირომლებშიც ზუსტი შტრიხებით,  კოლორიტული დეტალებითთვით პოეტური სტილის თავისებურებითგახსნილია   თითოეული ამ პიროვნების ხასიათი და შინაგანი ბუნება.
აიროგორი ცოცხალიზუსტი საღებავებით არის წარმოსახული პოეზიის ენაზე ნიკო   ლორთქიფანიძის პორტრეტი:
ხარ მოელვარე ვით სატევარი,
ემორჩილები მზეს და იადონს,
მომეცი ნებაროგორც მწევარი,
ლექსი გაჩუქო ბუნებით ბატონს.
გაგიძნელდება ქვეყნის დანდობა,
მაგრამ ხარ მუდამ კეთილშობილი,
მიმონებს შენი დარდიმანდობა
და იშვიათი ჩვენში პროფილი.
ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სტილით არის დაწერილი პაოლო იაშვილის ლირიკული მიძღვნები „ცისფერყანწელებისადმი“.
აქ გამოკვეთილია არა მხოლოდ გარეგნული თვისებები პოეტის მეგობრებისაარამედ   მათი შემოქმედებითი ბუნებისათვის დამახასიათებელი ნიშნებიც.
ინდივიდუალური კოლორიტის შესაქმნელად პაოლო იაშვილი ხშირად მიმართავს   თავისებურ პოეტურ იმიტაციასასე მაგალითადვალერიან გაფრინდაშვილისადმი   მიძღვნილი ლექსი დაწერილია უარღესად დახვეწილირაფინირებული სტილით.
აქ ზუსტად დაჭერილია „დაისების“ ავტორის თავისებური ინტონაციამისი   მეტაფორისტიკის დამახასიათებელი ელფერი.
თვით პაოლო იაშვილი ჰყვებოდარომ „ცისფერყანწელებმა“ როგორღაც გადაწყვიტეს,  ვალერიან გაფრინდაშვილისთვის მისი დაბადების დღეს მიერთმიათ 25 ახალი რითმა.
ეს ლექსიც ამ მხრივ თითქოს ძვირფას საჩუქარს წარმოადგენს პოეტისთვისრომელიც   განსაკუთრებით ზრუნავდა რითმის სიახლეზე და კეთილხმოვანებაზე.
აღსანიშნავიარომ სწორედ ამ ლექსში პირველად იქნა ნახმარი თავისი დროისათვის   უაღრესად ორიგინალური ქართული რითმა: „უკაცრავად – გაუკაწრავად“, რომელიც შემდეგ ზოგიერთმა სხვა პოეტმაც გაიმეორა.
აიორი სტროფი გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი ლექსიდან:
როდესაც გძინავს დამძიმებულ წვიმიან დღეში,
შენ თმებს გივარცხნის ოფელია სუსტი თითებით.
იმას გედები ჩააბარეს თეთრ სამოთხეში
და გულსაფარი მოუქარგეს მარგალიტებით.
გაახელ თვალებსმორცხვად იტყვიახუკაცრავად!
ჩამოხსნი ფრთხილად თეთრ ნაბადს და დერიდახოლებს,
და თუ დაჰკოცნი იმის თითებს გაუკაწრავად,
ათ კოცნას თვალი ათ მარგალიტს გადააყოლებსსრულიად სხვა ინტონაციითსხვა   პოეტური ასოციაციებითსხვა წყობით არის დაწერილი გიორგი ლეონიძისადმი   მიძღვნილი ლექსი:
შენი ლექსი წითელ ძროხის ჯოგია,
შენი გული ყვითელ ოქროს მორგვია,
შენი სული აღდგომის ელოგია.
არ ამცილდეს შენთან ძმური ერთობა.
შენ ოცნებით თამარისკენ წახვედი,
ჰგავხარ ლაშარს ანთებული სახეთი,
მოდი ვნახოთ შენი გარე კახეთი,
სადაც სიტყვა წარსულით გაერთობა
პაოლო იაშვილის ორიგინალური პოეტური ტალანტი თავისებურად გამოვლინდა  „დარიანული ლექსების“ ციკლშირომელიც ლირიკული გარდასახვის იშვიათ მაგალითს წარმოადგენს უახლესი დროის ქართულ პოეზიაში.
პაოლო იაშვილმა შექმნა შესანიშნავი პოეტური მისტიფიკაციამომხიბლავი ლეგენდა   ახალგაზრდა მეოცნებე ქართველ ქალზენატიფი სახეებით გადმოსცა მისი ინტიმური   სამყარომისი სულის ფარული თრთოლვამისი ვნებებიმისი სევდა და ოცნებები.
მართალიაამ ციკლის ზოგიერთ ლექსს ატყვია მოდერნისტული განწყობილებებისთავისებური სტილიზაციის დაღიმაგრამ უმრავლესობა ამ ლირიკული შედევრებისა დღემდე გვხიბლავს განცდის სიცხოველით და ბრწყინვალე პოეტური არტისტიზმით.
აქ გვხვდება ისეთი სტრიქონებირომლებიც ლექსის მუსიკალური გააზრებისევფონიის თვალსაზრისითნამდვილ მარგალიტებს წარმოადგენენ XX საუკუნის ქართულ    ლირიკაში:
დაიტანჯა
მაჯა
მარჯნის
მძიმე
ჯაჭვის
ტარებით,
ბევრი ცრემლი
დამეხარჯა
ერთ ღამის ნეტარებით,
და ლოყაზე
დარჩა
ფარჩა
ცხელ პირის მიკარებით
. . . . . . .
ჩემს დამტანჯველს
ღმერთი
დასჯის
ქაჯად გადაგვარებით
საოცარი სიზუსტითშინაგანი კდემამოსილებით არის გამხელილი ამ ლექსებში ახალგაზრდა შეყვარებული ქალის განცდებიმისი განწყობილების ცვალებადობამისი მარადქალურიმგრძნობიარენაზი ბუნება.
აქ ყოველ ემოციურ გამმას აქვს თავისი მდიდარი შინაგანი ნიუანსები
მომდურავ თავადს მე ვიგონებ ნაზი ზმანებით,
წაიღო კოცნა და ნაწილი ჩემი პერანგის.
ყველას გიყვარდათ – სიყვარული მეც დამანებეთ,
მე მოვიტანე ელვარება ფერადი ჰანგის
და ჩემ ცელქ ფეხებს ენატრება რკალი უზანგის.
არავის კოცნას არ ვიგონებ მე დანანებით
განსაკუთრებით რბილიშეკავებული ტკივილის გამომხატველი ნახევარტონებით არის დაწერილი ელენე დარიანის უკანასკნელი გამოსათხოვარი ლექსი:
უნდა აყვავდეს მალე ქვიშნები,
უნდა ბალახი დილამ დათრთვილოს,
მე ამ ზაფხულზე დავინიშნები
და მივატოვებ ჩემს საქართველოს
პაოლო იაშვილი იყო დაბადებით პოეტისიყრმითგანვე „პოეტური შთაგონებით   დასნეულებული“, შემოქმედების ჟინით შეპყრობილი პიროვნება.
პოეტურ სიტყვასთან ჭიდილს მისთვის მოჰქონდა დიდი ბედნიერება და ამ სიხარულს   იგი უხვადნამდვილი ქართული ხელგაშლილობით ხარჯავდა.
პოეტის ტვირთს იგი ატარებდა მომხიბლავი სიმსუბუქითლაღადთითქოს სხვათა   შორისმაგრამ მისთვის უცხო არ ყოფილა სულიერი კრიზისის მძიმე წუთებიცის დიდი სატანჯველირომელიც მან თავის ცნობილ ლექსში „პოეზიაში“ გაანდო მკითხველს.
1918 წელს დაწერილ თავის ლირიკულ აღსარებაში პაოლო იაშვილი გვიყვებაროგორ   იგრძნო მან პირველად პოეტის შთაგონებით დასნეულება:
თორმეტი წლიდან აღარ მაცლიდნენ
ცხოვრებას დიდი ოქროს ჩიტები
პოეტის ხვედრი მას მაშინ საბედისწერო ელფერში წარმოუდგებოდა:
ღმერთმა სიგიჟე გარდმომივლინა,
რადგანაც ხშირად ვიყავ მშიერი.
დედა მიტირებს მე ბაბილინა
და ჯიბრაელი მამა ძლიერი.
პაოლო იაშვილის გვიანდელ ლექსებში ეს პირადი უბედურებისმიუსაფრობის,  განწირულობის მოტივი თითქოს სამუდამოდ დაინთქა და განქარვდა.
ცხოვრება მის თვალწინ გაიხსნა ახალი კუთხით და მისმა პოეტურმა შთაგონებამაც   სრულიად სხვასაღაუმღვრეველ წყაროს მიაგნო.
სამშობლოს გულთან მკერდით შედუღებულმა პოეტმა იგრძნო დიდი შვებაუმაღლესი   სიხარული მიწაზე დაბრუნებული შემოქმედისა.
ლექსში „მაგიდა – ჩემი პარნასი“ განუმეორებელი უშუალობითსისადავითბრწყინვალე პოეტური   ხატოვანებით არის გამხელილი ეს ნათელი გრძნობა:
თითქოს უბრალოდ მე ვწერდე წერილს,
გამიადვილდა უეცრად შრომა.
ციდან მოსმენილ შუადღის ჟღერის
მონად გამხდარა ლექსების ზომა.
მარცვლების ძებნას დაიწყებს ცერი,
აავსებს წერილს წუხანდელ ცის დარდი
და მღერისმღერის კალამის წვერი
კალამის წვერი – ბულბულის ნისკარტი.
ჭეშმარიტი პოეტი თვითონ ქმნის თავის ბიოგრაფიასშთამომავალთა მეხსიერებაში ის  რჩება თავისი ლექსებითმის მიერვე შექმნილი სახეებით გარშემორტყმულიდროს   მიაქვს ცხოვრების წვრილმანები და ტოვებს მთავარსარსებითსიმასრაც პოეტმა   ქაღალდზე დაღვარა და სამუდამო სიცოცხლისთვის ჩაბერა სული.
მაგრამ პოეტის პირადი ბედ-იღბალი მაინც განსაკუთრებულ ელფერს სძენს მის შემოქმედებით პიროვნებას.
პაოლო იაშვილმა თავისი სიცოცხლე დაასრულა დრამატული ჟესტით.
გერონტი ქიქოძე თავის მოგონებაში წერს:
ეს ადამიანირომელსაც ყველაზე მეტად ჭაღებით განათებული დარბაზებიტაშით   ახმაურებული აუდიტორიაბრწყინვალე ბანკეტები და არტისტული ყავახანები   უყვარდათავისი სიცოცხლის უკანასკნელ წელს ძალიან განმარტოვდა.
1937 წლის ზაფხულში ის ხშირად თავისი ბინის ლოჯიაში ჯდებოდა ჯაფარიძის ქუჩაზე და სევდიანად გასცქეროდა მახათის მთის გოლგოთასხანდახან ბოტანიკურ ბაღში   ადიოდა და ცდილობდა აფორიაქებული სული დაეშოშმინებინა თითქმის დამშრალი   ჩანჩქერების პირას“.
შეიძლება ითქვასრომ ისრაც თანამედროვეებმაახლობლებმა პაოლო იაშვილს მხოლოდ მისთვის უკანასკნელ 1937 წელს შეამჩნიესსინამდვილეში გაცილებით ადრე დაგუბდა პოეტის სულში.
იმის გასაგებადთუ რა ხდებოდა მის შეგნებაში იმ დროსსაკმარისია კოლაუ ნადირაძისადმი 1934 წელს მოსკოვიდან მოწერილი ლექსის წაკითხვა:
ქართულად ვთარგმნი პუშკინის ამბავს,
ახლა ჯერშია მისი „ციგნები“,
მაგრამ სიჩუმე საუბარს აბამს:
მარტო ხარმარტომარტოც იქნები!“
ვკითხულობ შოთასვაჟას და საბას
და ვერ მშველიან მათი წიგნებიც,
ვწვები… თავამდე ვიხურავ საბანს,
მესმის: „მარტო ხარმარტო იქნები“.
ფერად ბუშტებში“ პაოლო იაშვილისხვათა შორისიგონებს ერთ ნაწყვეტს არსენას   ლექსიდან:
წუხელი სიზმარი ვნახე,
სისხლით ვიღებავდი წვერსა
როგორც ცნობილიაეს სტროფი ასეთი სიტყვებით მთავრდება:
ძალით თუ არავინ მომკლა,
ნებით გამოვიჭრი ყელსა!
პაოლო იაშვილს არავისთვის არ მოუხვევია თავს ის ჯოჯოხეთირომელსაც სულის სიღრმეში ატარებდა.მარტოობის ჟამს მასალბათხშირად აგონდებოდა თავისივე ძველი   ლექსი:
ჩემო ქვეყანამეტად ძნელია
შენი დაკარგვა და დატოვება,
სოფლის ბავშვები აღარ მელიან,
არ მელის მუხა ათასრტოება
პაოლო იაშვილი შთამომავალთა მეხსიერებაში დარჩება ქართული პოეზიის ნამდვილ რაინდადთავისი წმინდა სახელითმშვენიერი ლექსებით და ასევე ლამაზიშეუბღალავი   ბიოგრაფიით.
როგორც ამბობენპოეტის ღვაწლიროგორც სიკეთესანთელ-საკმეველივით გზას არ კარგავსდა ეს დიდი სინათლე მაინც მოვიდა ჩვენამდესამუდამოდ დაესაკუთრა ქართველი ადამიანის გულს.
პაოლო იაშვილის ლექსები იქცნენ ჩვენი ხალხისდღევანდელი საქართველოსთბილისისმისი მიწისა და მზის განუყოფელ ნაწილად.
აღსრულდა პოეტის სურვილი და წინათგრძნობა:
მინდა ავვარდე მამადავითზე,
იქ აირჩიესულობინა შენ!
მინდა უეცრად მუხლზე დავეცე
ჩემი თბილისის და მზის წინაშე.
ჩემო ქალაქოარ დამაკელი
შენ სიხარული მზისგან ფერილი,
თავზე გადგიაროგორ კანკელი,
ცა მოელვარე და აჟღერილი.
შენს ალაყაფთან მსურს დავალაგო
ლექსებიროგორც სისხლის წვეთები,
მილიონ ხმებით სავსე ქალაქო,
დიდი სატახტო ხარ პოეტების!                                                                                                                                                                                   


ლეო ქიაჩელი, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ი. ნიკოლაძე (ზის), ვ. რუხაძე, კ. მაყაშვილი

                    ირაკლი აბაშიძის თვალით დანახული   პაოლო იაშვილი


      მსურდა ეს ხსოვნაც, ძველი დარდის ერთი ფურცელიც, უხმოდ წამეღო, როგორც ვაჟკაცს მოეთხოვება, მაგრამ დავნებდი, – სათქმელს ძველებრ ვერ გავუძელი. . . ძნელი ყოფილა ორმოცდაათს მიახლოება. ვწერ ამ სტრიქონებს, იქნებ სულმა იგრძნოს დაცხრომა, იქნებ გათავდეს, შენზე ფიქრი აღარ მომინდეს; ყურში არ რეკდეს იმ დღეს ჩვენზე ზეცის გაწყრომა, ზაფრას გავექცე იმ დასაწვავ საღამოინდელს. ახლა რად გვინდა განსჯა ყოვლის ამრევ-დამრევი: სჯობდა, არ სჯობდა შენგან შენზევ თოფის გაწყობა? იყო ნაბიჯი გარდუვალი თუ ნაჩქარევი, იყო გაქცევა ის გასროლა თუ ვაჟკაცობა? შენ კაცი იყავ, გქონდა კაცის ყველა თვისება, წლობით შეგეძლო გემიჯნურა, გეგრძნო, გელოთა, მაგრამ იმ ნაბიჯს (დღეს რად გინდა ამის მტკიცება), იქნებ ყველასგან, მაგრამ შენგან არვინ ელოდა. კეთილ ვარსკვლავზე, ბედნიერ დღეს დაბადებული, ყველა სიკეთის მომხვეჭელი, ცაში დამჭერი, მუდამ ზეიმად, მუდამ ლხინად გამზადებული, ძმობის შემკვრელი, სუფრის თავი, ბეჭის დამჭრელი; შეყვარებული მოქნილ სიტყვას, მოძმის ქებასა, სულ უზრუნველი, სულ ჰარალი, სულ უდარდელი, გადაყოლილი მრუდს და მართალს. . . ჰაი, დედასა! ასე გიცნობდა, თუ გიცნობდა სადმე ქართველი. შენ არ მიგაჩნდა ეს არც ქებად, არც რამ გინებად; არცთუ სჩიოდი – სად შენ და სად საყვედური, მაგრამ დღეს გეტყვი, და ეს ჩემგან ნუ გეწყინება: შენ არ შეგეძლო და არც იყავ წინდახედული. ვიცი, ჰო, ვიცი, დღეს ამის თქმა არის იოლი, ოცი წლის შემდეგ, დროის წამლით განკურნებისას, მაგრამ შენ მაშინ იყავ მხოლოდ კაცი ტრფიალი, იყავ ამტყდარი, მონავარდე, ბალღურ ნებისა. ყველას უყოფდი შენს სიხარულს, რაც გაგეხარდა, გრძნობებს მისდევდი უაღვიროდ და უსადავოდ, და რადგან მგოსნის სიყვარულით ყველა გიყვარდა, გეგონა, არც ვის არც რომ ჰქონდა შენთან სადავო. სიცოცხლის ეშხით, ამქვეყნიურ ნექტრით დამთვრალი შენი გონება შთაგონების ღმერთთან ომობდა და თუ წესია, თუ კაცსა აქვს რამ სამართალი – შენთან სადავო მართლაც ვის რა უნდა ჰქონოდა! ორ საქართველოს დაჯახების მოხვედი მიჯნაზე, ბრძოლის ფიცხელი ნახე, ძველზე ახლის ჯობნების, შენ ორთავ ქვეყნის ტრფობა გეკრა გულისფიცარზე, როგორც ყმაწვილ კაცს სიყვარული გაყრილ მშობლების. და როცა ნაღდად ორი ქვეყნის გზა გაიყარა, იშვა ახალი ძველი მიწის სიმყუდროეზე, შენ ვაჟკაცურად, არა გულქვად და ჰაიჰარად, მგოსნის გულშივე ჰკლავდი დარდებს წარსულ დროებზე. მაგრამ მოვეშვათ, აქ ახალი არაფერია, ეს მხოლოდ მისთვის მივაშველე ლექსს იარაღად, რომ მეთქვა შენთვის და ჰა, კალმით დამიწერია: შენ იმ ბრძოლების, იმ ჭიდილის, მსხვერპლი არა ხარ. ძველ სამშობლოზე შენ შეგეძლო ლოცვით გელოცა, ახალ მამულშიც ვერცხლზე არა გაგიცვლია რა; შენ, შენ დაეცი იმ წელს, როცა საქართველოზე კაენის სულის აღზევებამ გადისრიალა. თვითონ მტერთაგან საქართველოს მტრებზე მითვლილი სწუხდი, მეძახდი, თან დამდევდი ოცი წელია, რომ გეთქვა ჩემთვის მაგ ოცი წლის შენი სიკვდილით, მგოსანს ჭეშმარიტს რომ სიკვდილი არ უწერია. 
                                                                                                                                                                                                                                                                                 1957


პაოლო იაშვილიმუხრან მაჭავარიანი პაოლოზე წერდა ...

პაოლო

ზოგს რაც პოემით ვერ უთქვამს მგოსანს, –
ძალუმდა მისას კალმის ერთ მოსმას
დრო დიდი მან არ ღირსა ჭოჭმანს, –
საწურთო დათმო ჩემზე უმცროსმა.

მე ყურს არ ვუგდებდღეს ვინ რას როშავს,
სულსა ვერ სძლიაეს ვიციხორცმა
პაოლომ ტყვია იგლიჯა როცა,
დროს ჰგლიჯა ტყვია,
დროსა!

რაც მთავარია,მასნიჭის გარდა
(რასაც ვერარა ვერ მაღალს ხალთა);
სინდისიც ჰქონდა,
სინდისიც ჰქონდა, –
აქვს რაც ამ ქვეყნად ძალიან ცოტას!
                                             

Комментариев нет:

Отправить комментарий